ადამიანის ხელებზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა მისი ხასიათი გავიგოთ

ადამიანის ხელებზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა მისი ხასიათი გავიგოთ

არსებობს მრავალი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ტიპს. მაგრამ, ყველა მათგანი, როგორც წესი, მოითხოვს პასუხს მრავალ კითხვაზე. როგორ გავარკვიოთ თანამოსაუბრის შესაძლებლობების, ნიჭის, ცხოვრების, სამსახურის, ოჯახის, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, კითხვებით შეწუხების გარეშე? იტყვი, რომ შეუძლებელია? სწორედაც, რომ შესაძლებელია და თანაც ჯადოსნური კრისტალის გარეშე! ადამიანის ხელების ფორმას, ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენთვის და სწორედ ამაზეა საუბარი ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ადამიანის ხელების ფორმა

უსახელო თითი საჩვენებელ თითზე გრძელია – ასეთი ადამიანები მარტივად ამყარებენ კონტაქტს გარშემომყოფებთან და ადვილად პოულობენ მათთან საერთო ენას, ბუნებრივი დელიკატურობის წყალობით.

კომუნიკაბელურობა ეხმარება მათ მშვიდად მოიქცნენ ნებისმიერ სიტუაციაში. ამიტომ, როგორც ვიწრო კომპანიაში, ასევე დიდ კოლექტივში, ისინი, ხშირად, უდავო ლიდერები არან.

უსახელო თითი საჩვენებელ თითზე მოკლეა – მოკლე უსახელო თითების მქონე ადამიანები ხშირად ინტროვერტები არიან. მათ ძალიანაც არ უყვართ ბევრ ხალში ყოფნა, უპირატესობას ანიჭებენ მარტოობასა და სიჩუმეს. არიან ინდივიდუალისტები, მაგრამ ამ ადამიანებმა მაინც იციან როგორ გაერთონ და მიიღონ სიამოვნება ურთიერთობებისაგან, მაგრამ მხოლოდ მათთვის კომფორტულ პირობებში.

ამტკიცებენ, რომ ქალები, რომელთა საჩვენებელი თითი უფრო გრძელია, ვიდრე უსახელო თითი, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ღალატისკენ, ვიდრე სხვები და მეტი პოპულარულობით სარგებლობენ მამაკაცებში. და ეს არ არის ცარიელი საუბრები.

ოქსფორდის ბიოლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს გამოწვეულია ჰორმონ ესტროგენის ჭარბი გამომუშავებით.

უსახელო და საჩვენებელი თითები ერთნაირი სიგრძისაა

თითების, მსგავსი აგებულების მქონე ადამიანები იშვიათი მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩევიან. მათ ახასიათებთ დისციპლინა, ორგანიზებულობა და არიან წესრიგის მოყვარულები. ბუნებით, ეს ნამდვილი პაციფისტები, ძალიან კეთილები არიან, მაგრამ უმჯობესია არ გააბრაზოთ ისინი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, წყნარ მორევში ეშმაკები არიან.

ხელისგულის ფორმა – კვადრატული ხელისგულის მქონეებს ყველაფერში უყვართ სიზუსტე და, ჩვეულებრივ, ურჩევნიათ ისეთი საქმეების კეთება, სადაც არის მკაფიო ინსტრუქციები. მათ ძლიერი ნებისყოფა გააჩნიათ და რთულია მათით მანიპულირება.

ვიწრო და წაგრძელებული ხელისგული მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს სათუთი სული და ადვილად ვარდება დეპრესიაში.

წაგრძელებული ხელისგული მოკლე თითებით, მიანიშნებს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ენერგიის უზარმაზარი მარაგი, შეუზღუდავი ვნებები და ძლიერი ეგო. ხშირად, ისინი ასევე გამოირჩევიან განსაკუთრებული პირდაპირობითა და ტაქტის ნაკლებობით.

ასევე იხილეთ

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

მკითხაობა ყავის ნალექზე მომავლის ამოსაცნობად – არის მარტივი, მაგრამ გამოცდილი მეთოდი, თქვენი აზრების დასამშვიდებლად და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.