აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

ტერფის ფორმას ადამიანის ხასიათსა და მის წარმოშობაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. არსებობს ერთგვარი მეცნიერებაც, რომელიც ფეხის თითების ფორმასა და ტერფებში საინტერესო კანონზომიერებას ეძებს. შემდეგ კი, საზოგადოებას კვლევის საოცარ შედეგებს უზიარებს.

დღეს გიამბობთ, თუ როგორი ფორმის ტერფები არსებობს. ასევე რა სახელს ატარებენ, რა წარმოშობაზე საუბრობს და რა ხასიათს აწერენ მის მფლობელებს მკვლევარები. ერთად შევამოწმოთ, თუ რამდენად ზუსტია ეს „მეცნიერება“.

ტერფის ფორმები

1. რომაული

ტერფის ფორმას, როცა ცერა თითი, მეორე და მესამე თითები ერთ ხაზზე მდებარეობს, რომაული ეწოდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უძლიერეს რომაელ იმპერატორებს სწორედ ასეთი ფორმის ტერფები ჰქონდათ.

ჩვეულებრივ, ადამიანი, რომელსაც რომაული ფორმის ტერფი აქვს, ინიციატივით გამოირჩევა. რუტინა სწრაფად ბეზრდება, ყოველთვის რაღაცის შესაცვლელად მზადაა. სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტი და თავდაჯერებულია. ხშირად სათანადოდ შეუპოვარი არაა, ნახევრად განვლილი გზიდან უხვევს. თუ ასეთი ადამიანის გვერდით ღირსეული მოტივატორია, ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

2. გერმანული

ასეთი ტერფის ფორმა აქვს მას, ვინც თავს სისტემის ნაწილად თვლის. თავშეკავებული, მოწესრიგებული და პედანტურია. დიდი მოთმინებით გამოირჩევა, ღირსეული მიზნის მისაღწევად ბევრ რამეზე წამსვლელია. პირად ცხოვრებაში იშვიათად უმართლებს, რადგან თვითრეალიზაციას ხშირად პირველ ადგილას აყენებს. ასეთი ადამიანი სენტიმენტალური რომანტიკოსი არ იქნება, სამაგიეროდ ყოველთვის მზადაა მხარი დაგიჭიროთ.

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

3. ბერძნული

მეორე თითი, რომელიც წინ გაწეულია, ნაზი სულიერი ორგანიზაციის მფლობელის ნიშანია. საინტერესოა, რომ ასეთი ტერფის ფორმა იშვიათად ითვლება – მოსახლეობის მხოლოდ 15%. ხშირად ასეთი ადამიანი ხელოვანი ხდება, რადგან მშვენიერის აღქმა შეუძლია. კარგ ინტუიციას ფლობს, ადამიანებში კარგად ერკვევა. თუ საყვარელ საქმეს ვერ პოულობს, თვითგანადგურებას იწყებს.

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

4. ეგვიპტური

ასეთი ტერფის ფორმა პლანეტის მოსახლეობის ყოველ მეოთხე ნაწილში გვხდება. ჯანსაღი თვითშეფასებით და მტკიცე ფსიქიკით გამოირჩევა. არასდროს ჩქარობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. სიმშვიდეს და სტაბილურობას უფრო აფასებს, ვიდრე წამიერ წარმატებას. ასევე „ეგვიპტელი“ საიმედო მეგობარი, კარგი მეოჯახე და მზრუნველი მშობელია.

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

5. კელტური

უჩვეულო ფორმის ტერფი, სადაც გერმანული და ბერძნული ტერფის ფორმები ერთიანდება. ასეთი ტერფის ფორმა იმპულსურ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ჯერ მოქმედებენ, შემდეგ ფიქრობენ. ასეთი ადამიანი შესაშური სიჯიუტით გამოირჩევა, ასევე ძლიერი ნებისყოფა აქვს. თუ „კელტმა“ რაიმე ჩაიფიქრა, მის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ. საკუთარი შეცდომის აღიარება უბრალოდ არ შეუძლია.

აირჩიეთ თქვენი ტერფის ფორმა და გაიგეთ რას ნიშნავს ეს

აი, ასეთ საინტერესო კანონზომიერებას ნახულობენ სპეციალისტები, რომელთათვისაც ადამიანის ტერფის ფორმა ხასიათის ამოსახსნელად გასაღებია. საინტერესოა, თუ რამდენად ემთხვევა აღწერილი სიმართლეს. გვიამბეთ, ყველაფერი დაემთხვა თქვენს შემთხვევაში?

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.