აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, რომ თქვენი არჩევანი გააზრებულია.

ციტრინი

ეს კრისტალი შეგახსენებთ, რომ თქვენი საკუთარი რეალობა უნდა შექმნათ. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შესაძლოა დაეჭვდეთ თქვენი ოცნებების ხორცშესხმის შესაძლებლობაში, თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა ამაში ეჭვი შეგეპარებათ, გაიხსენეთ, რომ ვნებიანი და მტკიცე ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ყველა თავისი მიზნის მიღწევა.

შექმნის დროა. განსაზღვრეთ საკუთარი მიზნები, თვალსაჩინოდ წარმოიდგინეთ მისი მიღწევის გზები და გადადგით სწორი ნაბიჯები თქვენი ოცნების მისაღწევად! ამასთან, გაითვალისწინეთ ისიც, რომ საჭირო არაა, წარმოიდგინოთ სრულყოფილი გზა ან ზუსტად იცოდეთ, რას გააკეთებთ. ხანდახან, საკმარისია პირველი ნაბიჯის გადადგმა, პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იყოთ ბედნიერი, დანარჩენი კი თავისით წარიმართება.

ნეფრიტი

თუ თავდ ცუდად გრძნობთ, ეს იმიტომ, რომ ბევრ დროს ხარჯავთ მომავალზე ფიქრში. ერთადერთი, რაც არსებობს და თქვენ გეკუთვნით, ეს აწმყოა. წარსულის შეცვლა არ შეგიძლიათ – რაც მოხდა, უკვე მოხდა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ – გააუმჯობესოთ აწმყო და შეიქმნათ ნათელი მომავალი.

ახლა შესაფერისი მომენტია მოსადუნებლად და წარსულის მადლიერებისთვის, რადგან მან შექმნა საფუძველი, რომელმაც ბევრი რამ გასწავლათ და გაგააზრებინათ, რომ ცხოვრება სწორედ აწმყოს მომენტია.

ვარდისფერი კვარცი

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელმაც იცის, რომ ერთგულება და წარმატებისკენ ლტოლვა ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. თქვენი მთავარი მიზანია იყოთ მომთმენი, რამდენადაც, ხანდახან, ზედმეტად შფოთავთ და არღვევთ მოვლენათა ბუნებრივ სვლას.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და მას აქვს დროის თავისებური შკალა, ამიტომ, თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ, თავისუფლად იმოძრავეთ ბუნებრივ გზაზე. თუ ცხოვრებაში ყველაფერს გააკეთებთ, რაც შეგიძლიათ, ყოველთვის იხილავთ შედეგებს, ამიტომ გააგრძელეთ სიყვარულით, თავდაჯერებულად და მტკიცედ მოქმედება, ყველაფერი კარგად იქნება!

ლაბრადორიტი

თუ სიყვარულთან, ბედნიერებასთან და სიმდიდრესთან ერთად მოქმედებთ, ეს ყველაფერი უფრო დიდი რაოდენობით დაგიბრუნდებათ უკან. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თანმიმდევრულად აკეთებს სიკეთეს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ იმას მიიღებთ, რაც, თქვენივე აზრით, დაიმსახურეთ, ამიტომ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ.

ასევე იხილეთ

ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

როცა საქმე ჩვენს სხეულს ეხება, ტერფები ყველაზე ბოლოს გვახსენდება ხოლმე. თუმცა ფეხის თითების ნაწილიც არანაკლებ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.