ამოირჩიეთ კრისტალი და ის მოგცემთ რჩევას

ამოირჩიეთ კრისტალი და ის მოგცემთ რჩევას

ამოირჩიეთ სურათზე გამოსახული კრისტალი და შემდეგ წაიკითხეთ რჩევები, რომლებიც ამ მომენტისთვის გჭირდებათ.

კრისტალი 1

თუ ეს ქვა ამოირჩიეთ, დიდი ალბათობით, თქვენ არ გამოხატავთ საკუთარ აზრსა და ემოციებს თქვენი ცხოვრების იმ სფეროში, სადაც საჭიროა!

მოძებნეთ დრო, იფიქრეთ მშვიდ ატმოსფეროში და სთხოვეთ მთავარანგელოზ მიქაელს, გამოგიგზავნოთ თბილი, გამწმენდი თეთრი შუქი თქვენი ყელის ჩაკრაში, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი ენერგეტიკული ბლოკის მოცილებაში.

შემდეგ, თქვენ დასახმარებლად უნდა მიმართოთ თქვენს შინაგან ,,მე”-ს, რათა დაგეხმაროთ ეფექტურად განვითარდეთ თქვენი ცხოვრების იმ სფეროში, რომელზეც ღიად ვერ საუბრობთ.

თუ გაწუხებთ, რას იფიქრებენ სხვები თქვენზე ამ სიტუაციაში, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ღიად თქვით თქვენი სიმართლე და მიეცით საშუალება, რომ ყველაფერი მოხდეს თავისთავად, თქვენი უმაღლესი სიკეთისთვის და მათთვის, ვინც თქვენს გარემოცვაშია. ისინი დაგეხმარებიან!

კრისტალი 2

თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ პრობლემები, რომლებიც ხელს გიშლით იგრძნოთ უპირობო სიყვარული კონკრეტული სიტუაციის ან პიროვნების მიმართ (შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ).

თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ უმაღლეს ძალებს შემოვიდნენ თქვენს სივრცეში, უბრალოდ მოდუნდით და დაისვენეთ. სთხოვეთ გამოგიგზავნონ სამკურნალო ვარდისფერი შუქი თქვენი გულის ჩაკრაში.

შესაძლოა, თქვენ ინახავთ წარსულის აზრებს ან გრძნობებს, რომლებიც უნდა დაამუშავოთ – მიიღოთ ან აპატიოთ. შესაძლოა იკავებთ რისხვას ან ბრაზობთ მასზე?

უმაღლესი ძალები დაგეხმარებათ განიცადოთ თანაგრძნობა და სიყვარული, რაც აუცილებელია პრობლემების სამუდამოდ მოსაშორებლად.

კრისტალი 3

ამ ეტაპზე, თქვენ გჭირდებათ სიცხადე თქვენს ცხოვრებაში კონკრეტული სიტუაციის გარშემო და ასევე ძლიერი ენერგიის გარკვეული მუხტი!

მთავარანგელოზი რაზიელი მოგიტანთ სულიერ სიცხადეს და დაგეხმარებათ ენერგიის ამაღლებაში.

დაჯექით და სთხოვეთ მთავარანგელოზ რაზიელს, დაგეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. იყავით გულმოდგინე და გაბედული თქვენს მომავალ წამოწყებებში. ჩაისუნთქეთ ცხვირით, ხუთამდე დაითვალეთ და ნელა ამოისუნთქეთ პირით, დაითვალეთ ხუთამდე.

ყოველი ჩასუნთქვისას საშუალება მიეცით მშვენიერ ენერგიას დაგეხმაროთ ბლოკების მოხსნაში, რომლებიც ხელს გიშლიან სიტუაციის ნათლად დანახვაში.

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.