ამოირჩიე სოკო და შეიტყვე საკუთარი ემოციების შესახებ

ამოირჩიე სოკო და შეიტყვე საკუთარი ემოციების შესახებ

ზოგიერთისთვის შემოდგომა ცუდი ამინდისა და სევდიანობის დროა, სხვებისთვის კი სოკოს მოსავლის დრო. შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ სახლიდან გამოხვიდე და ისუნთქო შემოდგომის განსაკუთრებული სურნელი, ააშრიალო ჩამოცვენილი ფოთლები – მათ ქვეშ დამალული საგანძურის მოსაძებნად. ჩვეულებრივ, ჩვენ ამა თუ იმ სოკოს ვირჩევთ მათი გასტრონომიული თვისებების გამო, ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში კი ასეთი არჩევანი, დაგეხმარებათ მარტივი ტესტის გავლაში, რომელიც თქვენს ემოციონალურ მდგომარეობას განსაზღვრავს და ამასთანავე კარგადაც გაგართობთ.

ტესტი ემოციონალური მდგომარეობის განსასაზღვრავად – ემოციონალური მდგომარეობა აერთიანებს ჩვენს განწყობას, შინაგან გრძნობებს, გატაცებებს, სურვილებს და ემოციებს. ზოგჯერ ამ ყველაფერში გარკვევა ძალიან რთულია.მაგრამ, არსებობს მარტივი გამოსავალი: მოცემულ ნახატზე ამოირჩიე სოკო, რომელიც იწვევს შენში სიმპათიას, გეჩვენება, რომ უსაფრთხოა და გესიმპათიურება. თითოეულ ვარიანტში დაშიფრულია ფარული აზრი, რომლის ახსნასაც შევეცდებით.

სოკო №1

მშვიდი ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენში ვნებები არ მძვინვარებს. თუ რაიმე ისეთი მოხდება, შენ თავს არ შეიკავებ. უბრალოდ ახლა ძალიან კარგად გრძნობ თავს, საიმისოდ, რომ ძლიერი ემოციები გამოავლინო.

სოკო №2

შენ რაღაც გაწუხებს, რის გამოც სევდიანობ. უფრო სწორედ, ეს არის წარსულის მოვლენა, რომელიც შორს დარჩა, მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია ამის დავიწყება. შენ გეჩვენება, რომ ეს სევდა ნათელია, მაგრამ იგი გჭამს შიგნიდან, გაცლის სურვილებს და მათი ასრულებისათვის საჭირო ძალებს. აპათიასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.

სოკო №3

ახლა ამაღლებული განწყობა გაქვს, შესაძლოა არის რაღაც ისეთი, რაც დიდ წარმატებას გპირდება. მთლიანობაში, შენს ემოციურ მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს მშვიდი, მაგრამ ცვლილებების მოლოდინი გათრობთ და გაღელვებთ. თუმცა, ნუ ჩქარობ მოდუნებას და გამარჯვების აღნიშვნას. შენი გეგმები, არც ისე ჩქარა არ განხორციელდება, სამუშაო კი უახლოეს მომავალში ბევრი გექნება, შენიშვნები და კრიტიკა კი – კიდევ უფრო ბევრი. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ!

სოკო №4

ახლა შენ გზაჯვარედინზე იმყოფები. არის უამრავი ფაქტორი, რომელიც პროვოცირებას უწევს ემოციებს და ეს ფაქტორები, ზოგჯერ არ არის პოზიტიური. შენ გრძნობ ძლიერ დაძაბულობას და ჯერ არ იცი როგორ გაუმკლავდე მას. ემოციური არასტაბილურობა გაივლის, როდესაც მიხვდები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე მის გამომწვევ მიზეზს.

ასევე იხილეთ

ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

როცა საქმე ჩვენს სხეულს ეხება, ტერფები ყველაზე ბოლოს გვახსენდება ხოლმე. თუმცა ფეხის თითების ნაწილიც არანაკლებ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.