შეიძლება ძალიან ნაკითხი, ჭკვიანი ადამიანი იყოთ, თუმცა არსებობს უამრავი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებაც არც არაფერი იცოდეთ.
როგორ იზრდება ანანასი, ბარბის ნამდვილი სახელი, რა შეუძლია კუს ზოგიერთ სახეობას — ეს მცირე ჩამონათვალია იმ საინტერესო ფაქტებისა, რომლებსაც ამ სტატიაში ამოიკითხავთ და რომელთა ცოდნამაც, შესაძლოა, თქვენთან საუბარი გაცილებით საინტერესო გახადოს.
აი, ისინიც:
1. დიდი სნიკერსი სინამდვილეში, სულაც არ არის ორმაგი

2. აი, ასე იზრდება ანანასი:

3. კრასტი კრაბის შენობა სინამდვილეში სულაც არ არის ძვირფასეულობის ყუთი, არამედ კიბორჩხალების მახეა

4. კუს ზოგ სახეობას უკანალიდან სუნთქვა შეუძლია

5. კამბოჯელებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ანბანი აქვთ, რომელიც 74 ასო-ბგერისგან შედგება

6. ბარბი ზედმეტსახელია, სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თოჯინას ბარბარა მილისენტ რობერტსი ჰქვია

7. ჩრდილოეთ დაკოტაში ინგლისურის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გერმანულ ენაზე საუბრობს

8. არნოლდი არა კაბას, არამედ დიდი ზომის პერანგს ატარებდა

9. ძროხებს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ, მათ გარეშე კი ძალიან ცუდ ხასიათზე დგებიან

10. როდესაც ბოლო მამონტი მოკვდა, დიდი ეგვიპტის პირამიდები უკვე ათასი წლის აშენებული იყო

11. მას შემდეგ, რაც 1930 წელს პირველად შეისწავლეს პლანეტა პლუტონი, მას დღემდე მზის გარშემო ერთხელაც არ შემოუვლია სრულად

12. გალ პეტერსის რუკა, არსებულ რუკებს შორის ყველაზე ზუსტად ასახავს რეალობას

13. კრიპტოფაზია — ეს არის ტყუპების საიდუმლო “ენის” მეცნიერული სახელწოდება

14. ვეშაპის წინაპრებს, რომლებიც სულ რაღაც, მგლის ზომისანი იყვნენ, ხმელეთზე გადაადგილებაც შეეძლოთ

წყარო: on.ge