ბადრიჯნის რაგუ ნიგვზით

ბადრიჯანს რომ ნიგოზი უხდება, ეს ახალი არ არის, თუმცა, ასე მომზადებული ეს ცივი წასახემსებელი განსაკუთრებით გემრიელია.

საჭირო მასალა:

  • 2 მოზრდილი ბადრიჯანი
  • 2 ცალი წითელი ხახვი
  • 1 საშუალო სტაფილო
  • 1 დიდი თავი ნიორი
  • 3 პომიდორი
  • ½ ჭიქა გატარებული ან დაფქული ნიგოზი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი, შაქარი, ხმელი-სუნელი გემოვნებით
  • ქინძი კერძის მოსართავად

მომზადების წესი:

ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის კუბიეკბად კანიანად, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ პრესის ქვეში 15-20 წუთი სიმწარის მოსაცილებლად.

ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, პომიდორი გააჩერეთ რამდენიმე წუთი ადუღებულ წყალში, შემდეგ კი გააცალეთ კანი.

ტაფაში მოხრაკეთ ხახვი ნიორთან ერთად, დაუმატეთ თხელ წრეებად დაჭრილი სტაფილო და კუბიკებად დაჭრილი ბულგარული, მოხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი. თუშეთ კიდევ 10 წუთი.

ნიორი გაფცქვენით, დაჭერით და დაუმატეთ ბოსტნეულს ტაფაში.

დაუმატეთ დაფქული ან გატარებული ნიგოზი ბოსტნეულს, მოთუშეთ რამდენიმე წუთი და დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

დამარილებული ბადრიჯანი გარეცხეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შეწვით მაღალ ცეცხლზე სწრაფად და დაუმატეთ ბოსტნეულის მასას, თშეთ ყველაფერი ერთად კიდევ 5-7 წუთი.

ბოლოს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ხმელი-სუნელი და გამორთეთ ცეცხლი. გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთი.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.