ბლინის ღვეზელი ქათმითა და სოკოთი

რჩევა იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო ამ ღვეზელის მომზადებისას: მოამზადეთ გულსართი და ბლინები წინა დღით, ხოლო ღვეზელი გამოაცხვეთ ზუსტად სუფრასთან მიტანის წინ.

საჭირო მასალა:

  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 500 მლ
  • კარაქი 40 გ
  • ქამა სოკო 300 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • არაჟანი 200 გ
  • მწვანილი გემოვნებით
  • შაქარი 2 ს/კ
  • ფქვილი 200-250 გ
  • ხახვი 1 თავი
  • ქათმის ფარში 500 გ
  • მაგარი სახეობის ყველი 100 გ
  • ქუნჯუთის მარცვლები 2 ს/კ

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ ბლინები. კვერცხში აურიეთ შაქარი და მარილი, დაუმატეთ რძე, კარგად ათქვიფეთ. პატარ-პატარა ულუფებად დაუმატეთ ფქვილი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ჩაასხით გამდნარი კარაქი და კვლავ კარგად აურიეთ. აცხვეთ ბლინები კარგად გახურებული ზეთწასმულ ტაფაზე.
  2. მოხრაკეთ ზეთში წმინდად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო (რამდენიმე ნაჭერი დატოვეთ მოსართავად). დაუმატეთ ქათმის ფარში, აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ ქუნჯუთი და ხრაკეთ, სანამ ფარში ბოლომდე არ მომზადდება.
  3. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი (დაიტოვეთ 2 ს/კ ღვეზელზე ზემოდან წასასმელად) და წვრილად დაჭრილი მწვანილი, აურიეთ და 1 წუთი კვლავ თუშეთ.
  4. ააწყვეთ ღვეზელი ლაზანიას პრინციპით: დაალგეთ ბლინების ნაწილი გამოსაცხობ ფორმაზე, ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ნაწილი, შემდეგ კვლავ ბლინები და კვლავ გულსართი, სანამ არ ამოიწორება პროდუქტები. სულ ზედა ფენა ბლინი უნდა იყოს. წაუსვით ღვეზელის ზედაპიზე არაჯანი, მორთეთ სოკოთი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. აცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.