გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ, თქვენი ხელის მტევნის მიხედვით

გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ, თქვენი ხელის მტევნის მიხედვით

ფსიქოლოგებმა დაადგინეს ურთიერთკავშირი ადამიანის მტევნის ზომასა და მის ხასიათს შორის. გინდათ გაიგოთ სიმართლე საკუთარ თავზე.

თქვენ უნდა განსაზღვროთ რა ზომისაა თქვენი მტევანი: დიდი, საშუალო თუ პატარა. ამისთვის მოათავსეთ ხელის შუა თითი მაჯის ცენტრში, დიდი თითი კი – იდაყვის მოხრის ადგილში.

  • თუ ეს გამოგივიდათ – ესე იგი დიდ მტევანი გაქვთ.
  • თუ იდაყვის მოხრის ადგილამდე დარჩა 1 – 2სმ – საშუალო.
  • თუ იდაყვის მოხრის ადგილამდე დარჩა 3სმ-ზე მეტი – პატარა.

ტესტის შედეგები

დიდი მტევანი

სულგრძელი ადამიანი ბრძანდებით. კეთილი, გულისხმიერი, თანაგრძნობით სავსე და სალმიანი. თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც სხვებს გადაუვლის თავზე, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ადამიანური გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია.ძალიან მგრძნობიარე ხართ, ადვილად გწყინთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულიერად ახლობელი ადამიანი გაწყენინებთ. თქვენ დიდხანს არ იმახსოვრებთ წყენას, უპირატესობას ანიჭებთ ყველაფრის დავიწყებას და ადამიანების პატიებას.ჭკვიანი და წინდახედული ადამიანი ხართ. გარშემომყოფები თვლიან, რომ ხართ პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური. თქვენზე დაყრდნობა ნამდვილად შეიძლება!

საშუალო მტევანი

თქვენი მთავარი ძლიერი მხარე – ემოციონალური სტაბილურობაა. თქვენ მიეკუთვნებით ადამიანებს, რომლებმაც იციან, როგორ გააკონტროლონ საკუთარი თავი. თქვენს ნამდვილ ემოციებს, მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს აჩვენებთ. ამის გამო, ზოგი ადამიანი საერთოდ არ გიცნობთ. თქვენ მათთვის გამოცანა ხართ.ძალიან ფრთხილი ხართ საუბრის დროს და ძალიან ტაქტიანი. გულწრფელი მხოლოდ თქვენთვის გამორჩეულ ადამიანებთან ხართ. მორიდებული და მშვიდი ადამიანი ხართ, არ ხართ მიჩვეული ენერგიის ტყუილად ხარჯვას. ემოციებში თავდაჭერილობა გიშლით, რომ შეიგრძნოთ ცხოვრების სისავსე.მიდრეკილი ხართ მელანქოლიისაკენ. გიყვართ ოცნება. ხშირად ეძლევით სასიამოვნო მოგონებებს.

პატარა მტევანი

ამბიციური, გაბედული და სულიერად ძლიერი ადამიანი ხართ, რომელმაც კარგად იცის რა უნდა ცხოვრებისაგან. გარშემომყოფებს აღაფრთოვანებთ თქვენი ენერგიულობით. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს მოტივაცია, მისცეთ ძლიერი სტიმული მიღწევებისათვის. ერთი სიტყვით, მოტივატორი ხართ!სამწუხაროდ, ჰიპერემოციონალურობა ხშირად დეპრესიაში გადაგდით. ემოციონალურად იფიტებით, როდესაც წინა დღეს განიცდით სხვადასხვა ემოციების უზარმაზარ სპექტრს. ჰარმონიის შესაგრძნობად, უნდა ისწავლოთ საკუთარი განცდების მართვა.

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.