სიზმრის ახსნა – ასო-ბგერა “გ”

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
  • გაბრაზება – ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებას ან რეპუტაციას შეგილახავენ. თქვენზე გაბრაზებული მეგობრების ან ნათესავების ნახვა, როცა თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ნიშნავს, რომ შეასრულებთ შუამავალის როლს ორი ახლობელი ადამიანის შერიგებაში, რითაც მათ გულს დიდი ხნით მოინადირებთ.
  • გადადგომა, თანამდებობაზე უარის თქმა – თუ სიზმარში უარს ამბობთ შემოთავაზებულ თანამდებობაზე–ხელმოცარულობა იქნება თქვენი თანამდევი; ამბის გაგება სხვისი გადადგომის შესახებ–რეალურ ცხოვრებაში მოასწავებს სევდიან ამბავს.
  • გადასახადები – თუ გესიზმრათ, რომ გადასახადებს იხდით, კარგი ნიშანია–გააუვნებელყოფთ მტრების მიერ აგორებულ ინტრიგებს. თუ სიზმარში გადახდის უუნარო ხართ, წარმატება ზურგს შეგაქცევთ. თუ ნახეთ რომ სხვები იხდიან გადასახადებს–უახლოეს მომავალში მეგობართა დახმარება დაგჭირდებათ.
  • გაზეთი – სიზმარში გაზეთის ნახვა მიგანიშნებთ–შეიძლება მოგატყუონ, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. გაზეთის ბეჭდვა ნიშნავს, რომ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისა. სიზმარში თუ ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ გაზეთის წაკითხვას–გელით წარუმატებლობა.
  • გალამაზება, დეკორირება – თუ გესიზმრებათ მდიდრულად მორთული შენობა, წინ გელით სასიამოვნო ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებები სწავლაში. თეთრი ყვავილებით მორთული საფლავები–ცუდის მომასწავებელია.
  • გამარჯვება – სიზმარში გამარჯვება–ცხადშიც იგივეს ნიშნავს. კაცებს ეს სიზმარი ქალებთან გამარჯვებას უქადის, ქალებს კი–პირიქით.
  • გამომგონებელი – თუ დაგესიზმრათ გამომგონებელი, ეს სიზმარი გპირდებათ თქვენი სამუშაოს წარმატებით დასრულებას და დამსახურების აღიარებას. თუ სიზმარში თვითონ იგონებთ რამეს, ცხადში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრი განხორციელდება.
  • გამოცოცხლება თუ სიზმარში თქვენ გაბრუნებენ ცხოვრებისაკენ–აუცილებლად გექნებათ მძიმე დანაკლისი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაკარგულზე მეტს დაიბრუნებთ და ბედნიერი იქნებით. თუ გეჩვენებათ, რომ თვითონ გააცოცხლეთ ვინმე–გელით ახალი მეგობრის შეძენა, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ
  • განათება – უცნაური ნათება მწუხარებას და წარუმატებლობას გიქადით. უცნაურად განათებული ცა უცნაური მთვარითა და უცნაური ვარსკვლავებით კი–მწუხარებას არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ქვეყანასაც. ამ დროს ცაზე გამოჩენილი ფიგურები მომავალ განსაცდელს მოასწავებს: დიდი უბედურების აცილებას გადაწყვეტილებების მიღებითა და სულის სიძლიერით შეძლებთ.
  • განათლება, სწავლა- თუ სიზმარში გაქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი–რეალურ ცხოვრებაში ცოდნის წყურვილი დაგეხმარებათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, ბედიც ხელს შეგიწყობთ. სიზმარში თუ სწავლობთ–გაგიჩნდებათ გავლენიანი და გულახდილი მეგობრები.
  • განმარტოება – თუ სიზმარში ვინმემ დაგირღვიათ განმარტოება, ცხადში გავლენიანი ადამიანები ძალიან გაგირთულებენ ცხოვრებას. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს, ის უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი პირადი ცხოვრების მიმართ და არ გამოიჩინოს ზედმეტი გულახდილობა გარშემომყოფებთან საუბარში.
  • განქორწინება – სიზმარში ნანახი განქორწინება თქვენი მეგობრებითა და კოლეგებით უკმაყოფილებას მოასწავებს. ასევე, უნდა დაფიქრდეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ოჯახში. თუ გოგონას ესიზმრება განქორწინება, მას შეყვარებული უღალატებს.
  • განშორება – სიზმარში ვინმესთან განშორება ცხადში წვრილმან, მაგრამ საწყენ უსიამოვნებებს მოასწავებს. თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანთან კავშირის უცაბედად გაწყვეტა სიყვარულში დიდ წარმატებას გიქადით.
  • განძი – თუ სიზმარში განძი იპოვეთ, მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი და მეტად საჭირო იქნება.
  • გართობა – მუსიკა და ცეკვები სიზმარში სასიამოვნო ახალ ამბებსა და გართობას ნიშნავენ.
  • გასაჭირი – თუ სიზმარში სიღარიბე გაწუხებთ–თქვენ სევდიანი ფიქრებით ცხოვრობთ, უარყოფთ რა ცხოვრების რეალურ სიხარულს. თუ გესიზმრათ, რომ სიღარიბეს მოთმენით იტანთ, ნიშნავს, რომ მშვიდად გადაიტანთ შემხვედრ უსიამოვნებებს და თქვენს თავზე ღრუბლებიც მალე გაიფანტებიან.

    თუ სიზმარში მოახერხებთ სიღარიბისაგან თავის დაღწევა–დაგაფასებენ თქვენი სიკეთის გამო. სხვების ნახვა სიღარიბეში, ნიშნავს საქმიანი შეხვედრების გართულებათა დასაწყისს, რაშიც დამნაშავე ერთ–ერთი გარშემომყოფთაგანი იქნება.
  • გასეირნება, ექსკურსია – სოფლის მიდამოებში გასეირნება–მეგობრებთან განშორებას ნიშნავს. გოგონას ასეთი სიზმარი ბედნიერ ოჯახს ჰპირდება, მაგრამ მის ბედნიერებას მალე დაჩრდილავს უდროო დანაკარგი; ხანგრძლივი ექსკურსია–მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხასიათის კვლევებს ნიშნავს. თუ თქვენ ექსკურსიის მონაწილე გახდით, ცხადში ძლიერი კონკურენტები გამოგიჩნდებიან.
  • გასროლა – თუ სიზმარში გესროლეს და კვდებით, გელით თქვენ წინააღმდეგ განწყობილი მეგობრებისაგან მოულოდნელი შეურაცხყოფა, მაგრამ თუ შეძლებთ, თავი აარიდოთ სიკვდილს, ცხადში გაუმკლავდებით თქვენს შეურაცმყოფლებს.
  • გაქცევა – სიზმარში გაქცევა–ძალზე არასასურველია. თუ მას გათხოვილი ქალი ხედავს, მოუწევს თავისი ცხოვრების გადახედვა და ბევრი რამის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეპუტაცია შეილახება და ახლობლების პატივისცემას დაკარგავს. ახალგაზრდებს ეს სიზმარი შეყვარებულთან დაშორებას აუწყებს. თუ სიზმარში თქვენი შეყვარებული ვინმესთან ერთად გაიქცა, ცხადშიც იგივე მოხდება.

    თუ სიზმარში ბრბოსთან ერთად გარბიხართ–კარგია: ის გპირდებათ დღესასწაულს და წარმატებას საქმეში. თუ წაიბორძიკეთ და დაეცით, მაშინ გელით გაკოტრება და სახელის გატეხვა. თუ სიზმარში მარტო გარბიხართ, გზა მაღალი საზოგადოებისაკენ გარანტირებული გაქვთ. თუ ვიღაცისაგან გარბიხართ–გემუქრებათ დანაკარგი. თუ ხიფათს სხვები გაურბიან–ბოროტი ბედისწერა თქვენს მეგობარს სიკვდილით დაემუქრება.
  • გაღიზიანება – თუ სიზმარში რაიმეზე ხართ გაღიზიანებული–უსიამოვნებები გელით; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ, უბრალოდ, გადაიღალეთ და ასეთ შემთხვევაში სიზმარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი მტრების გაჩენას და მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ სიზმარში თავად იწვევთ ვინმეს გაღიზიანებას, რაღაც გაუგებრობაში მოგიწევთ გარკვევა.
  • გაყიდვა – რაიმეს გაყიდვა სიზმარში უსიამოვნო საქმეებია.
  • გედი – სიზმარი წყნარ წყალში მოსეირნე თეთრ გედზე გპირდებათ პერსპექტივასა და სასიამოვნო მღელვარებას. შავი გედი სუფთა წყალში–ნიშანია საეჭვო სიამოვნებისა. თუ ნახეთ მკვდარი გედი–ეს ნიშნავს, რომ გელით ჯავრი და წყენა. თუ ნახავთ მფრინავ გედს–ელოდეთ ყველა სასიამოვნო წამოწყების სწრაფად დამთავრებას.
  • გემი – თუ გემი სანაპიროს უახლოვდება–ეს ბედისაგან ნაბოძებ მოულოდნელ გართობას ნიშნავს. ზღვაში გამავალი გემი მცირეოდენ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს.
  • გვამი – სიზმარში გვამის ნახვა მოასწავებს გაუხარებელ მომავალს; აგრეთვე, მოსალოდნელია ცუდი პერსპექტივები კომერციაში. თუ გვამი შავებშია ჩაცმული, მაშინ მალე გაიგებთ ახლობლის სიკვდილს ბრძოლის ველზე ჯარის კაცების გვამები ნიშნავს სერიოზულ კონფლიქტებს პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის.

    ცხოველის გვამი იმის ნიშანია, რომ თქვენ აღმოჩნდებით ძნელ მდგომარეობაში ან ავად გახდებით. თუ სიზმარში ხედავთ რომელიმე თქვენი ნათესავის გვამს, ეს მისი ავადმყოფობის მომასწავებელია ან მეტყველებს მასთან თქვენი ურთიერთობების გაუარესებაზე. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი დაიცავენ ერთმანეთისადმი მიცემულ ფიცს. სიზმარში, რომელშიც თქვენ უხუჭავთ გვამს მონეტებით თვალებს, ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ უსინდისოდ გაგძარცვავენ კონკურენტები. თუ თქვენ ადებთ მონეტას მხოლოდ ერთ თვალზე, გექნებათ შანსი, დაიბრუნოთ დანაკარგი დიდი, უიმედო ბრძოლის შემდეგ. ქალიშვილისათვის ეს სიზმარი იმის ნიშანია, რომ მისი ნდობით ისარგებლებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები.
  • გველი – სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით, ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და სინდისის ქენჯნის ნიშანია.

    სიზმარში გველის მოკვლა ნიშნავს, რომ ისწავლი ნებისმიერი, ყველაზე მცირე შესაძლებლობის შენს სასარგებლოდ გამოყენებას, ასევე, სხვა ადამიანების ინტერესების დასაცავად. სიზმარში გველებს შორის სიარული ცხადში ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ავადმყოფობისა და ვიღაც ადამიანთან ურთიერთობის მუდმივ შიშში, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილი დაიკავოს ბიზნესში.

    თუ გველები გკბენენ–ცხოვრებაში შეგიპყრობთ ბოროტი გრძნობა, ხოლო მტრები შეძლებენ თქვენს ბიზნესში ხელის შეშლას.

    თუ გველი ვინმეს კბენს–თქვენი კრიტიკით მეგობარს გაანაწყენებთ. პატარა გველის ნახვა ნიშნავს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე იქნებით იმ ადამიანებთან, რომლებიც საიდუმლოდ ცდილობენ თქვენი და თქვენი შორსმიმავალი გეგმების დისკრედიტაციას. თუ თქვენ ხედავთ გველებთან მოთამაშე ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ სავსებით არ შეგიძლიათ მტრისა და მოყვრის გარჩევა.
  • გზა – მოგზაურობა სიზმარში მოკირწყლული უცნობი ქუჩით, ნიშნავს ახალ საქმეს, მცდელობას, რომელიც მოგიტანთ არა კმაყოფილებას, არამედ მხოლოდ მწუხარებას და დროის ტყუი–უბრალოდ კარგვას. გზა, რომლის კიდეებზეც ხეები და ყვავილებია, გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას. თუ თქვენ ამ გზაზე დასეირნობთ მეგობრებთან ერთად, შეძლებთ ისეთი იდეალური ოჯახური კერის შექმნას, სადაც ბავშვები ბედნიერი, ცოლ–ქმარი კი ერთმანეთის ერთგულნი იქნებიან.

    გზის აცდენა–ფინანსური დანაკარგი საკუთარი შეცდომების გამო.
    თუ სიზმარში გზა დაგებნათ, ეს დროებით უსიამოვნებებს მოასწავებს. საქმეები თქვენს აქტიურობას ითხოვენ.
  • გოგონები – ჯანმრთელი და ლამაზი გოგონები სიზმარში მოასწავებენ კარგ პერსპექტივასა და ოჯახურ სიხარულს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, მაშინ თქვენს ოჯახში ვიღაც ავად გახდება. თუ კაცი თავის თავს ნახავს გოგოდ–ცხადში მას ემუქრება განსჯის უნარის დაკარგვა, ან მსახიობი გახდება და შეასრულებს ქალის როლს.