დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

გსმენიათ სისხლის ჯგუფის დიეტის შესახებ? ადამიანები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან, რას ნიშნავს ეს ტერმინი და რა შუაშია სისხლის ჯგუფი დიეტასთან.

რა არის სისხლის ჯგუფის დიეტა?
1996 წელს ექიმმა პიტერ დ’ადამომ გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები, უფრო დიდხანს იცოცხლონ და მიაღწიონ იდეალურ წონას სისხლის ჯგუფის მიხედვით კვებით. სანელებლები და ვარჯიშიც კი სისხლის ჯგუფის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მალე წიგნი ბესტსელერი გახდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობდა, გაეგო საკუთარი სისხლის ჯგუფი, მოერგო მისთვის რაციონი და ეზრუნა ჯანმრთელობაზე.

აქ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, როგორ უნდ იკვებოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით:

  • სისხლის O ჯგუფის მქონეებმა უნდა აირჩიონ ცილოვანი საკვები და მიირთვან ბევრი ხორცი, ბოსტნეული, თევზი და ხილი, მაგრამ შეზღუდონ მარცვლეული, ლობიო და პარკოსნები. წონის დასაკლებად საუკეთესოა ზღვის პროდუქტები, კელპი, წითელი ხორცი, ბროკოლი, ისპანახი და ზეითუნის ზეთი; ხორბალი, სიმინდი და რძის პროდუქტები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
  • A ჯგუფის სისხლის მქონეებმა უნდა აირჩიონ ხილი, ბოსტნეული, ტოფუ, ზღვის პროდუქტები, ინდაური და მარცვლეული, მაგრამ მოერიდონ საქონლის ხორცს. წონის დაკლებისთვის საუკეთესოა ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ანანასი, ზეითუნის ზეთი და სოიო; უმჯობესია, უარი თქვათ რძის პროდუქტებზე, ხორბალზე, სიმინდსა და ლობიოზე.
  • B ტიპის სისხლის მქონე პირებმა უნდა აირჩიონ მრავალფეროვანი დიეტა, მათ შორის, ხორცი, ხილი, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები და მარცვლეული. წონის დასაკლებად B ტიპის სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებმა უნდა აირჩიონ მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, ღვიძლი და ძირტკბილას ჩაი, მაგრამ მოერიდონ ქათამს, სიმინდს, არაქისსა და ხორბალს.
  • AB ტიპის სისხლის მქონე პირებმა უნდა მიირთვან რძის პროდუქტები, ტოფუ, ცხვრის ხორცი, თევზი, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. წონის დაკლებისთვის საუკეთესოა ტოფუ, ზღვის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული და კელპი, მაგრამ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქათამი, სიმინდი, წიწიბურა და ლობიო.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.