ეს სასწაულმოქმედი ნაყენი გაგათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან

ხალხურ მედიცინაში ცხენის წაბლს ფართოდ იყენებენ, რევმატოლოგიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. კომპლექსური თერაპიისთვის ცხენის წაბლის თვისებებს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტებიც სათანადოდ აფასებენ.

წაბლში შემავალი ორგანული ნივთიერებები ამაგრებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლძარღვების კედლებში გამტარობას და ხელს უშლის შეშუპებებისა და ანთებითი პროცესების წარმოშობას.

არსებობს ცხენის წაბლისგან ნაყენის მომზადების უამრავი რეცეპტი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

წყალზე მომზადებული ნაყენი

წაბლის 3 დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათით. შემდეგ დაწურეთ და მიიღეთ 2 ს.კ. ჭამამდე, დღეში 3-ჯერ.

სპირტზე მომზადებული ნაყენი

ამ ნაყენისთვის დაგჭირდებათ წაბლის ქერქი. 50 გრ ქერქი დააქუცმაცეთ და დაასხით 200 მლ სპირტი. დააყენეთ 14 დღით, შემდეგ დაწურეთ. მიიღეთ 15 წვეთი ჭამამდე, დღეში 3-ჯერ.

წაბლის ბურახი

აიღეთ 30 დაქუცმაცებული წაბლის ნაყოფი, 3 ლიტრი ადუღებული წყალი, 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა რძის შრატი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი დიდ ჰერმეტულ ჭურჭელში და დადგით 2 კვირით.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თვითმკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გავლის მერე არის დაშვებული!.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.