ვალენტინობის იდეალური პაემანი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კინოში წასვლა, ყავის დალევა საყვარელ კაფეში თუ ოჯახური დღესასწაული… ვალენტინობა მოდის და უნდა გავარკვიოთ, როგორი პაემანი მოეწონება თქვენს საყვარელ ადამიანს მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. ვარსკვლავების დახმარებით მისთვის საჩუქრის შერჩევაც არ გაგიჭირდებათ.

ვერძი

იდეალური პაემანი: საინტერესო კინო ან თეატრალური პრემიერა შეურჩიეთ, სადაც თვალისმომჭრელად მიმზიდველი იქნება წითელ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. სულაც შეგიძლიათ, ავტორბოლაზე დაპატიჟოთ ან სპორტული შეჯიბრება მოუწყოთ.

იდეალური საჩუქარი: საუკეთესო საჩუქარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იქნება. ძვირად ღირებულმა სამკაულმა უნდა მიახვედროს, რომ დაფასებულია.

კურო

იდეალური პაემანი: საოჯახო ვახშამი საუკეთესო პაემანი იქნება. კურო აფასებს კომფორტს, სიმშვიდეს, ოჯახურ ცხოვრებას. ურჩევნია, ვახშამი საყვარელ ადამიანთან ერთად მოამზადოს, გემრიელი კერძი მიირთვას და ოჯახური ღვინო დალიოს, უყუროს ძველ რომანტიკულ ფილმს და ახალგაღვიძებულმა საუზმე საწოლში მიირთვას.

იდეალური საჩუქარი: ძვირად ღირებული სამკაული მიართვით. უმჯობესია, ოქროსი, სიყვარული და ძვირად ღირებული ნივთები მისთვის მნიშვნელოვანია.

ტყუპი

იდეალური პაემანი: თქვენი მმართველი პლანეტა მერკური კომუნიკაციების სიმბოლოა და კარგი იქნება, თუ მეგობართან ერთად წყვილების პაემანს დანიშნავთ. ისაუბრებთ საინტერესო თემებზე და სიახლეებს გაუზიარებთ ერთმანეთს. ერთად შეარჩიეთ ფილმი ან სპექტაკლი, რომელსაც უყურებთ.

იდეალური საჩუქარი: ტყუპს სხვადასხვა ფერის მეტალის სამკაული მოეწონება, გეომეტრიული ან უჩვეულო დიზაინის. არატრივიალური, ისეთი, რომელიც მხოლოდ მას ექნება.

კირჩხიბი

იდეალური პაემანი: მოუწყვეთ უქმეები ქალაქგარეთ. კირჩხიბი სენტიმენტალური გოგონაა და ბუნებაში გასეირნება და ფოტოების გადაღება ყველაზე მეტად მოეწონება. დაუნიშნეთ პაემანი ტბასთან, დაპატიჟეთ რესტორანში, სადაც ბუხარი და ოჯახური კერძები იქნება.

იდეალური საჩუქარი: რომანტიკულსა და დახვეწილს ასეთივე საყურე გაახარებს. შეგიძლიათ მიართვათ იმის მსგავსი, რაც ელიზაბეთ ბენეტს უკეთია ფილმში “სიამაყე და მცდარი აზრი”.

ლომი

იდეალური პაემანი: ერთად ესტუმრეთ სპა-ცენტრს ან სილამაზის, მასაჟის სალონს. ლომის მისიაა ბრწყინავდეს. შინაგანადაც და გარეგნულადაც. პაემანი უნდა იყოს რომანტიკული და მდიდრული: თუნდაც ვარდის ფურცლებით მოფენილი ჯაკუზი, სანთელები და შამპანური.

იდეალური საჩუქარი: ძვირად ღირებული ბეჭედი მიართვით აუცილებლად ბრილიანტის თვლით, რომლითაც დაქალებთან იამაყებს.

ქალწული

იდეალური პაემანი: ერთად დაესწარით სასარგებლო სემინარს, მასტერ-კლასს (მინისგან ან თიხისგან ნივთების შექმნა), ტრენინგს. ქალწული პრაქტიკული ნიშანია და მისთვის სასურველია, რომანტიკული პაემანიც კი სასარგებლოდ გაატაროს.

იდეალური საჩუქარი: პატარა, მაგრამ ძვირად ღირებული საყურე მიართვით. ისეთი, რომელსაც ყოველდღიურად გაიკეთებს.

სასწორი

იდეალური პაემანი: კაფეში სასიამოვნო თემებზე საუბარი უყვარს. ამასთან, სასწორი ყველაზე არამატერიალური ნიშანია და ერთნაირად დააფასებს უქმეებს პარიზში და გასეირნებას ზამთრის კურორტზე. მთავარია, რომანტიკული გარემო შეუქმნათ, ლამაზი ხედებით.

იდეალური საჩუქარი: დახვეწილი საათი მოეწონება. კარგი იქნება, თუ ერთნაირ საათებს შეიძენთ და ინიციალებს ამოატვიფრინებთ.

მორიელი

იდეალური პაემანი: არასტანდარტული და დინამიკური პაემანი მოეწონება. მისტიკისა და ძიების ელფერით. თუნდაც, დაპატიჟეთ კინოში ფენტეზი-ტრილერზე,

იდეალური საჩუქარი: შეგიძლიათ ძვირად ღირებული თეთრეული მიართვათ. ან უმჯობესია, ერთად წახვიდეთ შოპინგზე, გასახდელში კი ვნებიანი კოცნები დაიმსახუროთ.

მშვილდოსანი

იდეალური პაემანი: ერთად წადით ატრაქციონების პარკში ან გასართობ ცენტრში. მის ცხოვრებაში ექსტრემალური პაემანი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. სულაც შეგიძლიათ ტირში წახვიდეთ.

იდეალური საჩუქარი: ცეცხლოვანი და ხარისხიანი საჩუქარი უნდა მიართვათ. უმჯობესია, მისი ინიციალებით ამოტვიფრული. შეგიძლიათ მისი სტიქიის საიუველირო ნაწარმიც შეურჩიოთ.

თხის რქა

იდეალური პაემანი: მომთხოვნი და დისციპლინირებული თხის რქა ძვირად ღირებულ რესტორანში დაპატიჟეთ. თავისუფალ გარემოში მიხვდებით, რამდენად მხიარული და ამყოლია. უმჯობესია, ყველაფერი ხარისხიანი იყოს – კერძებიც, მომსახურებაც.

იდეალური საჩუქარი: მოეწონება ნატურალური მასალების სამკაული – ხე, მეტალი და თვლები. ან ტყავის ექსკლუზიური ჩანთა.

მერწყული

იდეალური პაემანი: მას კვირაში 7 პარასკევი აქვს. უყვარს სპონტანურობა. ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა უჭირს. ამიტომ პაემანიც დინამიკური უნდა იყოს. წაიყვანეთ სამოგზაუროდ, თუნდაც ზამთრის კურორტზე ან პირიქით – ცხელ ქვეყნებში, სადაც დაივინგი ელოდება.

იდეალური საჩუქარი: საჩუქარი უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თავგადასავალთან უნდა ასოცირდებოდეს. თუ სამკაულის ჩუქებას აპირებთ, ცისფერი ტოპაზისთვლიანი საყურე შეურჩიეთ.

თევზები

იდეალური პაემანი: საღამოს ლიტერატურულ კაფეში ან გამოფენაზე დაპატიჟეთ. უმჯობესია, თუ რომანტიკულ გარემოს შეუქმნით, სადაც თქვენ ორნი იქნებით. ეს შეიძლება ხატვის ან ძერწვის ექსკლუზიური მასტერკლასიც კი იყოს.

იდეალური საჩუქარი: თქვენმა საჩუქარმა უნდა მიახვედროს, რომ გიყვართ. მიართვით ძვირფასი მეტალის, ბრილიანტისთვლიანი სამკაული, მაგრამ დახვეწილი და გამორჩეული, რომელსაც იდეალურად შეუხამებს სხვადასხვა სამოსს.

ასევე იხილეთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ცივსისხლიანები არიან და უყვართ განცალკევება. ძნელად იხსნებიან ნამდვილი გრძნობებისათვის. სწორედ ამ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.