ვისაც მართლა სურს ჭარბი წონისგან თავის დაღწევა

წლებია, ჭარბ წონას ვებრძვი, ამიტომ ყოველთვის გასნაკუთრებული ინტერესით ვკითხულობ შინაურ რეცეპტებს და ვეძებ საშუალებებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება. უკანასკნელ ხანს ინტერნეტში დიდი ალიაქოთიაა ატეხილი გააქტიურებული ნახშირის, საჭმელი სოდისა თუ მწვანე ყავის “სასწაულებრივი ეფექტის” გამო. მე მათი მაინცდამაინც არ მჯერა, ამიტომ ყველას, ვისაც მართლა სურს ამ პრობლემისგან თავის დაღწევა, ვურჩევ:

ასეთი რამ სცადოს:

აიღეთ 300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, ამდენივე მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და ამდენივე თავშავა. აურიეთ ერთმანეთში. 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, მერე კი სვით ჩაისავით თითო ფინჯანი დღეში 2 – 3-ჯერ.
ამ მცენარეების ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის ნარჩენებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება. სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

შეგიძლიათ, ასეთი რეცეპტიც სცადოთ: აიღეთ 15 – 15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილი, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ ჩაისავით, გადაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყისა და ბადრიჯნის ჭამა.

მადას მშვენივრად აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი: 1 სადილის კოვზს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ცოტა ხანს დააყენოთ და დალიოთ ყოველი ჭამის წინ.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.