ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური სიგნალების მიხედვით, ანუ ჟესტების, პოზის, მიმიკის და ასე შემდეგ. ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გააანალიზოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანის ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობა. გსურთ გაიგოთ რას გრძნობს თქვენი თანამოსაუბრე: ბრაზობს, უხარია თუ ჩხუბის დაწყებას აპირებს? ეს 6 ჟესტი დაგეხმარებათ ნებისმიერის ,,წაკითხვაში”!როდესაც ადამიანს ესაუბრებით, გააანალიზეთ როგორ უჭირავს მას თავი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ჟესტებს.

ჟესტი №1

თითები პირისა და თვალების ზონაში – ეს ძალიან ,,მჭევრმეტყველი” ჟესტია, რომელიც მოწმობს იმას, რომ ადამიანი აუდიალურ წარმომადგენლობით სისტემაშია. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ის კონცენტრირებულია იმაზე, რაც ესმის და რასაც ამბობს.ცხვირის ან თვალის ინტენსიური გასრესა ან ფრჩხილების/თითების კვნეტა – ნევროზულობის აშკარა მაჩვენებელია. დიდია იმის ალბათობა, რომ თანამოსაუბრეს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ შეუძლია ამის თხოვნა. დარწმუნებული იყავით, რომ იგი ნამდვილად არ არის აგრესიულად განწყობილი თქვენს მიმართ.

ჟესტი №2

თავით ეყრდნობა ერთ ხელს – სხეულის ასეთი მდგომარეობა მოწმობს, რომ ადამიანი სრულიად გულგრილია თქვენს მიმართ და იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც თქვენ მას აწვდით. იგი მოწყენილია. დიდია იმის ალბათობა, რომ იგი საერთოდ არ გისმენთ და საკუთარ საქმეებზე ფიქრობს.

ჟესტი №3

საჩვენებელი თითი საფეთქელთან – მოცემულ მომენტში, თანამოსაუბრე თქვენი შეფასებით არის დაკავებული. ნუ შეგრცხვებათ, ეს ხომ ბუნებრივი რეაქციაა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჟესტი ნიშნავს, რომ ადამიანი ღრმად დაინტერესებულია.

ჟესტი №4

ნებისმიერი შეხება ნიკაპზე – ეს ძალიან პოპულარული ჟესტია. ადამიანები ასე იქცევიან, როდესაც რაიმე მნიშვნელოვან შინაგან გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენდა შეუმჩნევლად, ხშირად ვეხებით ნიკაპს, როდესაც ვფიქრობთ თუ როგორ მოვიქცეთ. ეს ნორმალურია. ამიტომ, თუ თქვენი თანამოსაუბრე ნიკაპს ეხება, შესაძლებელია 2 ვარიანტი:იგი საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული და არ გისმენთ; იგი ფიქრობს იმაზე, რაც ამ მომენტში უთხარით.

ჟესტი №5

ცხვირზე შეხება – ძალიან პოპულარული ჟესტია მანიპულატორებს შორის. ფსიქოლოგიაში ტრადიციულად ითვლება, რომ ცხვირს ეხებიან ტყუილის თქმის დროს. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი მომენტიც:მატყუარა ცხვირს ეხება საუბრის მომენტში. თუ თანამოსაუბრე ეხება ცხვირს იმ მომენტში, როდესაც გისმენთ, ალბათ მას იგი უბრალოდ ექავება.

ჟესტი №6

ყურზე შეხება – ყველა ჩვენს მოქმედებას ან უმოქმედობას – ჩვენი ქვეცნობიერი განაგებს. ზოგჯერ ეს ძალიან ბუკვალურია. როდესაც ადამიანი ისმენს იმას, რაც არ მოსწონს – მას უნდა საკუთარი თავის დაცვა ამ ინფორმაციისაგან და არ უნდა ამის მოსმენა. აქედან გამომდინარეა ეს ჟესტიც.ამიტომ, თუ შენიშნეთ, რომ თანამოსაუბრე უნებურად ეხება ყურის ბიბილოს, იცოდეთ, რომ მას არ მოსწონს ის, რასაც თქვენ ეუბნებით, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ვერ გეწინააღმდეგებათ.

ასევე იხილეთ

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

მკითხაობა ყავის ნალექზე მომავლის ამოსაცნობად – არის მარტივი, მაგრამ გამოცდილი მეთოდი, თქვენი აზრების დასამშვიდებლად და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.