ზოდიაქოს ნიშნები: 6 ყველაზე უძლეველი ქალი

ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი მიმზიდველობა და შარმი აქვს, მაგრამ ზოგიერთი ქალი განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს, რომელთა დახმარებითაც “სასიყვარულო თამაშებში” ლიდერები არიან. ვინ არის მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე და მომხიბვლელი? მაგრამ გახსოვდეთ, თუ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ვერ იპოვით, მნიშვნელობა არ აქვს – მთავარია თქვენი პარტნიორისთვის საუკეთესო ხართ!

თევზები

თევზები ბუნებით მიმზიდველია და ხშირად როგორც იდუმალ და თბილი აურის არსებას ისე ახასიათებენ. მათ შეუძლიათ კონტაქტების დამყარება და ურთიერთობის კონფლიქტის გარეშე აწყობა, ასევე მათგან სიხარულისა და კომფორტის მიღება. გარდა ამისა, თევზებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობა, სწორედ ამიტომ საკუთარ პარტნიორებს სითბოს, ზრუნვას და სიყვარულს არ აკლებენ. მთავარია – ამ ყურადღებით ბოროტად არ ისარგებლოთ, რადგან ამის გამო თევზების დამოკიდებულება წამიერად შეიცვლება.

მერწყული

ლედი-მერწყული, როგორც ცნობილია, ძლიერი, სიცოცხლით სავსე და დამოუკიდებელია. მათ თაყვანისმცემლის პოვნა არ უჭირთ. მერწყულების თავდაჯერებულობა იმდენად მაღალია, რომ მამაკაცებს მყისიერად იზიდავს. ამ ნიშნის ქალები სხვებისგან თავისი ორიგინალურობით გამოირჩევიან და ამის შესახებ ძალიან კარგად იციან. მამაკაცები მათ ენერგიულ და თავისებურ პიროვნებად მიიჩნევენ და ეს ისაა, რაც მამაკაცებს აინტრიგებთ და იზიდავს. თუ ქალი-მერწყულის შენარჩუნებას შეძლებთ, მასთან არასდროს მოიწყენთ.

თხის რქა

თხის რქა ქალები – გონიერები და პირდაპირები არიან. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ უნარს აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იყვნენ გონიერები, მამაკაცები ძალიან მიმზიდველ თვისებად თვლიან. ამ ნიშნის ქალებს უყვართ მუშაობა და მიზნის მიღწევა და უყვართ აჩვენონ სხვებს, თუ რა შეუძლიათ. ასეთი ენთუზიაზმით და თავდადებით ოჯახზეც ზრუნავენ. ქალი – თხის რქის დაპყრობა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა გამარჯვება ამად ღირს!

მშვილდოსანი

მამაკაცები თავისი ხასიათით ტიპიური ავანტიურისტები არიან, რომელთაც მღელვარე ემოციების განცდა სურთ. ქალი-მშვილდოსნები კი მათ თვალში ძალიან მიმზიდველები არიან. მისი სპონტანურობა და არაპროგნოზირებადობა მამაკაცებს სისხლს ადუღებს და აგიჟებთ. ქალ-მშვილდოსანთან ასეთი “ამერიკული მთების” ურთიერთობით მამაკაცი ბედნიერია. ზოდიაქოს ამ ნიშანთან ერთი წამით ვერ მოიწყენთ. მშვილდოსნებს რუტინა და ერთფეროვნება არ უყვართ, როგორც ემოციურ, ასევე მატერიალურ მხარეს. იყავით მზად საინტერესო მოგზაურობისთვის, როდესაც მასთან ურთიერთობას იწყებთ.

ლომი

მამაკცებს ლომის სიძლიერე და თავდაჯერებულობა იზიდავთ. ამ ქალებმა იციან, როგორ აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შეუძლიათ პარტნიორს ნებისმიერ სიტუაციაში მხარი დაუჭირონ და გააცინონ, როცა ცუდ ხასიათზე არიან. მამაკეცებს იზიდავთ “ჯუნგლების დედოფლის” პიროვნება. არაფერია იმაზე უფრო მიმზიდველი ლომებში, ვიდრე მისი უნარი დაამშვიდოს და მოტივირება აუმაღლონ, რასაც ძალიან ოსტატურად და ნაზად აკეთებენ.

მორიელი

ქალი-მორიელი ურთიერთობას იწყებს მხოლოდ იმ მამაკაცთან, რომელსაც ბოლომდე ენდობა, ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელები არიან. ისინი ძალიან ვნებიანები, ენერგიულები და ემოციურები არიან. უყვართ ახალ-ახალი მეთოდების გამოცდა და ექსპერიმენტები. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ურჩევნიათ, იცხოვრონ ბოლომდე, არ რცხვენიათ საკუთარი სურვილების და მისწრაფებების. ქალი-მორიელების ნიჭი ფანტასტიკური და მრავალრიცხოვანია, სწორედ ამიტომ იზიდავენ მამაკაცებს. მათი კეთილგანწყობის დამსახურება მამაკაცებს გაუჭირდებათ.

ასევე იხილეთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ცივსისხლიანები არიან და უყვართ განცალკევება. ძნელად იხსნებიან ნამდვილი გრძნობებისათვის. სწორედ ამ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.