თუ გიყვართ ნაყინი, ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, სულ უფრო გეფუქრება რაიმე ნაზ, ტკბილსა და ცივზე – ნაყინზე. ზაფხულის ამ სიმბოლოსთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, ის არაერთხელ გამხდარა კვლევის საგანი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნაყინი სასარგებლო შეიძლება იყოს.

ზამთარ-ზაფხულ

ზამთარ-ზაფხულნაყინს, როგორც წესი, ზაფხულში მიირთმევენ, თუმცა, ეს შეიძლება ანგინის მიზეზი გახდეს. ტემპერატურის უჩვეულოდ მკვეთრი ცვალებადობა, ორგანიზმისთვის დარტყმას წარმოადგენს.

მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, თუ მას მერიოდულად და ცოტ-ცოტას მივირთმევთ: გაკაჯება დასწევს გაცივების რისკს და კონდიციონერი, ქარი და თავსხმა უკვე საშიში აღარ იქნება თქვენთვის. ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ ზამთარშიც და ზაფხულშიც, მტავარია, ზომიერების დაცვა.

სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსი

ნაყინის შემადგენლობაში ათვისებისთვის საჭირო ფერმენტები და ამინომჟავები შედის. ეს გახლავთ შესანიშნავი ენერგიის წყარო ორგანიზმისტვის, მთავარია სწორი ნაყინის შერჩევა.

ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას

იაპონელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადამიანებს, ვინც ნაყინს ხშირად მირითმევს, უფრო განვითარებული აქვთ გონება, სწრაფად სწყვეტენ ამოცანებს და უკეთ კონცენტრირდებიან. ეს უკავშირდება ფაქტს, რომ ნაყინი ადვილად ათვისებადია და შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მას ნამდვილ ენერგეტიკულ ყუმბარად აქცევენ. დესერტი ნოყიერია და შეიცავს გლუკოზას, რომელიც ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, ისწავლოთ ნაყინის შინ დამზადება, მაგრამ თუ ამისი სურვილი არ გაქვთ, აირჩიეთ ნატურალური ნაყინები. ერიდეთ არომატიზატორებსა და საღებავებს, ასევე ძლიერ გაყინულ პროდუქტებს. აირჩიეთ რბილი ნაყინი: ის არც ისე ცივია და შენახვის ვადაც ნაკლები აქვს.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.