თუ ზამთარმა გამოგფიტათ აღიდგინეთ ძალ-ღონე მცენარეული საშუალებებით

ზამთრის შემდეგ დაღლილობას, გამოფიტვასა და ენერგიის ნაკლებობას ბევრი უჩივის. ზოგს მუშაობა აღარც კი შეუძლია. ასეთი რამ ყოველ გაზაფხულზე თავად მემართება, მდგომარეობიდან გამოსვლაში კი ეს საშუალებები მეხმარება:

1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.

აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

კარგია კაკლის ფოთოლთა ნაყენიც: 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.

2 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურს (ფოთოლს) დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათი გააჩერეთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ამ ჩაის სმა განუსაზღვრელი ხნით შეიძლება.

ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) კურაგას, ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ. ვასხმათ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში . ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც. ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევი, თუმა დიდხანს გასტანს.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.