სიზმრის ახსნა – ასო-ბგერა “თ”

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
  • თავბრუსხვევა – სიზმარში თავბრუსხვევის შეგრძნება უსიამოვნებაა ოჯახსა და ბიზნესის სფეროში.
  • თავი – სიზმარში ვიღაცის სასიამოვნო ფორმის თავის ნახვა მაუწყებელია სასურველ შეხვედრაზე გავლენიან ადამიანთან, რომელმაც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. თავის ნახვა სიზმარში ავადმყოფობის ნიშანია.

    მოკვეთილი და სისხლიანი თავის ნახვა გიქადით საქმეების წახდენას და ყველაზე დიდი იმედების განადგურებას.

    თუ სიზმარში თავზე ორი ან მეტი თავი გაქვთ, შესაძლოა დაწინაურება სამსახურში ან სხვა წარმატება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს.

    სიზმარში თავის ტკივილის განცდა ზრუნვის მაუწყებელია. თუ თავი დასიებული გაქვთ, ცხოვრებაში ცუდზე მეტი სასიამოვნო გექნებათ. ბავშვის თავის ნახვა რაღაც კარგის მაუწყებელია. გარეული მხეცის თავის ნახვა ნიშნავს, რომ თქვნ გაინტერესებთ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები. თავის დაბანვა–რჩევის მისაღებად დაიწყებთ ცნობილი ადამიანის ძებნას.
  • თავის მართლება – თუ სიზმარში ვინმეს წინაშე თავს იმართლებთ, გარკვეულ ქონებას დაეუფლებით, მაგრამ მანამდე სასამართლო გისწრებთ; თუ სხვების თავის მართლება გესიზმრებათ–მეგობრები გაგილამაზებენ დასვენებას და საქმეებიც დაგეხმარებათ.
  • თავის ქალა – სიზმარში კბილებდაკრეჭილი თავის ქალის ნახვა ოჯახურ აშლილობას მოასწავებს. თუ მას ხელით შეეხეთ, საქმეებში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თავის ქალა დაგესიზმრათ, ცხადში იგი სამაგიეროს გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ უფრო წარმატებული აღმოჩნდით, ვიდრე თავად არის. თუ საკუთარი თავის ქალა დაგესიზმრათ–სინდისის ქენჯნას იგრძნობთ.
  • თავსხმა, კოკისპირული წვიმა – თუ სიზმარში ნახეთ თავსხმა–ე.ი. მალე მიიღებთ არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით, აგრეთვე, იმ ეგოისტური ქცევების ჭკვიანური შეფასებით, რომლებსაც მოაქვთ საეჭვო კმაყოფილება.
  • თავშალი, მოსახვევი – თუ სიზმარში მოსახვევში გაეხვიეთ, ცხადში მლიქვნელი პიროვნება შეეცდება თავბრუ დაგახვიოთ. თავშალის დაკარგვა მოუსვენრობასა და მოწყენილობას მოასწავებს, ახალგაზრდა გოგონას კი ეს სიზმარი საბედისწერო სიყვარულს უქადის.
  • თაიგული – ლამაზი, ხასხასა თაიგული სიზმარში ნიშნავს ვიღაც მდიდარი, უცნობი ნათესავისაგან მემკვიდრეობის მიღებას: ახალგაზრდებს ეს სიზმარი ჰპირდება სასიამოვნო, მხიარულ შეხვედრებს. დამჭკნარი თაიგულის ნახვა ავადმყოფობა და სიკვდილია.
  • თამბაქო – მშრალი თამბაქოს ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას მეწარმეობაში, მაგრამ წარუმატებლობას სიყვარულში. მშრალი თამბაქოს ფოთლები მიწათმოქმედს ჰპიდება კარგ მოსავალს.

    თუ სიზმარში ჩიბუხს ეწევით, ცხადში ძველ მეგობარს შეხვდებით; თუ მასთან ნაჩხუბარი ხართ–აუცილებლად შერიდგებით.
  • თაფლი – თუ სიზმარში იხილეთ თაფლი–მალე მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი გახდებით. გამოხდილი თაფლის ნახვა გპირდებათ სიმდიდრეს, სიმსუბუქეს. ამავე დროს, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თან გდევთ რაღაც უსარგებლო ჟინი. თაფლის ჭამა სიზმარში–მოიპოვებთ სიყვარულსა და სიმდიდრეს. შეყვარებულებისათვის ეს არის სიმბოლო მხიარული განცდებისა და ბედნიერი ცოლ–ქმრული თანაცხოვრებისა.
  • თაყვანისცემა – თუ თქვენ თაყვანს გცემენ, კარგი სიზმარი გინახავთ. მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, რომელსაც დაიკავებთ, ამასთანავე, სიყვარულსა და გარშემომყოფთა კარგ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ.
  • თეატრი – თუ სიზმარში თეატრში წახვედით, ე.ი. მალე გამოგიჩნდებათ ახალი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. თუ საკუთარ თავს სპექტაკლში დაკავებულს ნახავთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ სიხარული, რომელსაც თქვენ განიცდით, ცხადში წუთიერი იქნება.
  • თევზი, თევზის დაჭერა – თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.
  • თვალი – სიზმარში თვალის ნახვა გაფრთხილებთ ფარულ მტერზე, რომელიც ხელსაყრელ დროს უცდის, რათა გავნოთ. იგივე შეიძლება ითქვას სასიყვარულო ურთიერთობებშიც.

    ელამი თვალები–ნიშანია ვერაგობისა, ცბიერებისა. სიზმარში თქვენზე მოპყრობილი ცისფერი თვალები მიგანიშნებთ წარუმატებლობაზე, რომელიც გელით თქვენი თავდაუჯერებლობის მიზეზით. რუხი თვალები მიგანიშნებთ ცბიერ ადამიანთან დაკავშირებულ უსიამოვნებაზე.

    თუ სიზმარში თქვენ თვალის ანთება გაქვთ ან კარგავთ თვალს–საგანგაშო მოვლენის ნიშანია. ასევე ცუდია სიზმარი, რომელშიც ცალთვალა კაცი გამოგეცხადებათ. ის ისეთ უბედურებას მოასწავებს, რომელიც არც კი დაგსიზმრებიათ.
  • თვითმკვლელობა – თუ სიზმარში თავის მოკვლა გადაწყვიტეთ, ეს უბედურების ნიშანია, რომელიც დიდხანს არ მოგშორდებათ. თუ სიზმარში თვითმკვლელობის მოწმე გახდით ან მის შესახებ გაიგონეთ, ცხადში სხვისი წარუმატებლობა თქვენს საქმეებს ხელს შეუშლის. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრა, რომ მისი შეყვარებული თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ე.ი. იგი მას ღალატობს.
  • თმები – თუ ქალი სიზმარში ხედავს თავის ლამაზ თმებს, მიანიშნებს ქარაფშუტულ საქციელზე, რომელსაც მერე ინანებს. კაცი თუ ხედავს თავის გამეჩხერებულ თმას, ე.ი. გაუმართლებელი დიდსულოვნება მიიყვანს გამუდმებული შიშით გამოწვეულ ავადმყოფობაზე. გაჭაღარავებული თმები სამწუხარო ნიშანია–მაუწყებელი სიკვდილისა ან გადამდები ავადმყოფობისა ოჯახში, ნათესავებში ან ახლო მეგობრებში.

    თმებით დაფარული საკუთარი თავის ნახვა ნიშანია მიტევებისა და მოწყალებისა. ქალებისათვის კი თავისი ზნეობის საზიანოდ ახირების დათმობას ნიშნავს. თუ კაცს ესიზმრება, რომ აქვს შავი, ხვეული თმები, მას შეუძლია თავისი მომხიბვლელი ღიმილით აცდუნოს ადამიანები. ასევე შეიძლება მოიქცეს ის ქალთან მიმართებაში. ქალს შავი კულულები მიანიშნებს, რომ უნდა იფრთხილოს, თორემ გააუპატიურებენ.

    მიჯნურზე ქერა თმების ნახვა ნიშნავს, რომ ღალატისათვის უარგყოფენ. მწითური თმები ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებენ. თუ სიზმარში თქვენ შავი თმები გაქვთ–ცხადში არ გაგიმართლებთ კარიერის არჩევანში. სუფთა და კარგად მოვლილი თმების ნახვა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ ცვლილებას გულისხმობს. თუ სიზმარში ძალიან მოკლედ იჭრით თმებს, მეგობრებს სიკეთისათვის სიკეთით გადაუხდით.

    რბილი და მბზინავი თმების ნახვა–ბედნიერება და განცხრომაა. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ შავ თმებში ჭაღარებიც ურევია, მაშინ ის ძალიან მალე დადგება არჩევანის წინაშე და კარგად უნდა დაფიქრდეს, რომელი წინადადება მიიღოს, თორემ არჩევანმა შეიძლება დანაკარგი მოუტანოს. აწეწილი, მოუვლელი თმები–წარუმატებლობა, განხეთქილება და უსიამოვნებაა ოჯახში.

    თუ ქალი სიზმარში ძლივს ივარცხნის აწეწილ თმებს, ის თავისი აუტანელი ხასიათის გამო დაკარგავს ღირსეულ ადამიანს. როცა ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ჭაღარა ქალს, მაშინ მის ოჯახში შემოვა მეტოქე. თუ სიზმარში თმებს გაჭრიან, ელოდეთ იმედგაცრუებას.

    თუ ქალი სიზმარში მელოტდება, ბედი ზურგს აქცევს და თვითონ მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად. მამაკაცებს და ქალებს თოვლივით თეთრი თმები ჰპირდება სასიამოვნო ცნობას, მოგზაურობას, შეხვედრებს.

    თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ეფერება თმებზე–ის მოიპოვებს კარგი მდგომარეობის მქონე ქალის სიყვარულსა და ნდობას, რომელიც საზოგადოების აზრს და განსჯას ყურადღებას არ მიაქცევს.

    ყვავილები თმებში–ლაპარაკობენ მოახლოებულ უსიამოვნებაზე, რომელიც ახლოს ისე საშინელი არ აღმოჩნდება, როგორც შორიდან ჩანდა. თუ შეკრული ჭაღარა თმები იშლება, ელოდეთ უსიამოვნებას საქმეში–თქვენს ფერად ოცნებებს ავადმყოფობა დაჩრდილავს. ერთ ღამეში გაჭაღარავებული კაცის ნახვა ნიშნავს მწუხარებასა და სიღარიბეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულის დაკარგვას ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო. მან ფრთხილად უნდა შეაფასოს თავისი გარემოცვა.
  • თმის დავარცხნა – თმის დავარცხნა ცუდი სიზმარია. იგი მეგობრებთან უსიამოვნებას, ახლობლის ავადმყოფობას და ქონების დაკარგვას ნიშნავს
  • თოვლი – თოვლი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებაში სერიოზული სიძნელეები გელოდებათ. ქარბუქი მოულოდნელ შფოთვას და შეძრწუნებას მოასწავებს ისეთი ამბის გაგების გამო, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ელით. თუ სიზმარში თოვლს ჭამთ–მოსალოდნელია თქვენი იდეალების დამსხვრევა. ჭუჭყიანი თოვლი იმის ნიშანია, რომ ბედს დაემორჩილეთ და იმ ადამიანების დაცინვას, ვისაც ეჯავრებით, გულგრილად შეხვდებით.

    თუ გესიზმრებათ, რომ თოვლი დნება, თქვენი დღევანდელი შიში დიდი სიხარულით შეიცვლება. თუ თოვლის ფიფქებს ფანჯრიდან უყურებთ–ახლო მომავალში საყვარელ ადამიანს წაეჩხუბებით, სიტუაციას დაამძიმებს ფულის უქონლობაც. თოვლით დაფარული მწვერვალი ნიშნავს, რომ თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეეცდებით დაუმსახურებელი წარმატებისათვის იბრძოლოთ.

    ზამთრის მზით განათებული თოვლის პეიზაჟი თუ დაგესიზმრათ, ფორტუნა თქვენსკენ შემობრუნდება. თუ გოგონა ციგაზე ზის და თოვლში მიექანება, ცხადში თავისი სიყვარულისათვის ბრძოლა მოუწევს. გუნდაობა ოჯახურ სირთულეებს მოასწავებს, რომლის მოსაგვარებლად დიდ ძალისხმევას დახარჯავთ. თუ დაგესიზმრათ, რომ თოვლში დაიკარგეთ, თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების პერიოდი დაიწყება.
  • თოლია – სიზმარში თოლიას ნახვა ცხადში თქვენი საქმიანი პარტნიორების სიძუნწესა და არაკეთილსინდისიერებას მოასწავებს. მკვდარი თოლიები მეგობრებთან განშორებას ნიშნავს.
  • თრობა – თუ სიზმარში თვრებით, რეალურად გაქვთ ლტოლვა სიამოვნებისაკენ
  • თუთა – თუთის ნაყოფის ნახვა სიზმარში ნიშნავს უცაბედ ავადმყოფობას, რომლის გამოც აგერევათ ყველა გეგმები და ხელი შეგეშლებათ დასახული მიზნების განხორციელებაში. თუ სიზმარში მიირთმევთ თუთას–ელოდეთ მწარე გულგატეხილობას.
  • თუთიყუში – თუთიყუში დროის ფუჭად გატარების სიმბოლოა. თუ მოლაპარაკე თუთიყუში დადუმდა, ეს ოჯახში უთანხმოების შეწყვეტას ნიშნავს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას თუთიყუში ჰყავს, შეყვარებული ცუდი ქცევის გამო უსაყვედურებს. თუ თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლით, მაშინ პირად საქმეში უსიამოვნებები გექნებათ. მკვდარი თუთიყუში მეგობრის დაკარგვას მოასწავებს.
  • თხა – სიზმარში თქვენს ეზოში თხის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც მოასწავებს მშვენიერ სეზონურ ამინდსა და მარცვლეულის კარგ მოსავალს. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს ასევე საქმიანობის კარგად წარმართვასა და ქონების ზრდას.

    თუ სიზმარში თხა გრჩოლით, ფრთხილად იყავით კონკურენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ძალიან უნდათ თქვენი გეგმების გაგება. თუ ქალი თავის თავს ხედავს თხაზე მჯდომარეს, შესაძლოა თავისმა უღირსმა საქციელმა რეპუტაცია შეულახოს. თუ ქალი სიზმარში სვამს თხის რძეს, ის გათხოვდება მდიდარ ადამიანზე და იცხოვრებს ბედნიერად.
  • თხილი – თხილის შეგროვება წარმატებულ მეწარმეობასა და ბედნიერ სიყვარულს გპირდებათ; თუ თხილს ჭამთ–შეძლებთ ნებისმიერი ოცნების ახდენას. თხილი ქალს უწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს. ძირს მობნეული შემოსული თხილი გპირდებათ წყნარ ოჯახურ ცხოვრებას და კარგ შენაძენს.
  • თხოვნა – თუ სიზმარში ვინმეს დაჟინებულ თხოვნას ასრულებთ, ცხადში ისეთი საქმე გაგიჩნდებათ, რომელიც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუ სიზმარში გადაუდებელი თხოვნით მოგმართავენ, ცხადში ხელმოკლედ იქნებით, მაგრამ, თქვენი ენერგიისა და მიზანსწრაფულობის წყალობით, გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. სიზმარში თქვენთვის წამოყენებული დასაბუთებული თხოვნა–თქვენს საქმეში დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ.