კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კანი ჯერ კიდევ განიჭებდათ სიხარულს თავისი ელასტიურობით. ახლა კი წარმოქმნილი ნაოჭები მოსვენებას არ გაძლევთ. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ! ჩვენ გიზიარებთ სახის გამაახალგაზრდავებელი თურქული ნიღბის საუკეთესო რეცეპტს.

ყველა ინგრედიენტი საკმაოდ ხელმისაწვდომია, არანაირი ეგზოტიკა. ნაოჭების გასწორების გამოკვეთილი ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ იქნება შესამჩნევი.

როგორ გავიახალგაზრდავოთ კანი

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი უნდა დაიდოთ მხოლო სუფთა კანზე! შეიძლება ზოგიერთმა კომპონენტმა ალერგიული რეაქცია მოგცეთ, ამიტომ მგრძნობიარე კანის მქონეებმა, სჯობს, თაფლი და დარიჩინი ამოიღონ. მათ მაგვივრად შეგიძლიათ დაამატოთ კვერცხის გული.

ინგრედიენტები

  • 3 ს/კ საკვები სოდა
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ თხევადი ვიტამინი E (იყიდება აფთიაქებში)
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 4 ჩ/კ რძე ან ნაღების კრემი

მომზადების წესი

  1. აურეთ ყველა ინგრედიენტი: უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა. წაისვით ნიღბის სქელი ფენა სახესა და ყელზე. ნუ მოიხვედრებთ ტუჩებსა და თვალის გარშემო, შეიშრეთ.
  2. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაბანისთანავე შეამჩნევთ, რომ კანი აშკარად მოგეჭიმათ და გაღიავდა, ფორები გასუფთავდა და შევიწროვდა. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ.

მეგობრები აუცილებლად ისურვებენ თქვენი გაახალგაზრდავების საიდუმლოს გაგებას. გაუზიარეთ მათაც ეს რეცეპტი!

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.