კარტოფილის მწვადი

გთავაზობთ, მოამზადოთ არაჩვეულებრივი მწვადი კარტოფილისგან! ნოყიერი გარნირი, რომელიც ორიგინალურიც არის და ძალიან გემრიელი. დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი და სალა…

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 1 კგ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ქონდარი გემოვნებით

მომზადების წესი:

გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით 5-6 მმ სისქის ნაჭრებად. სალაც დაჭერით 3 მმ-ის სისქის ნაჭრებად.

მორიგეობით ააცვით ხის ჩხირებზე კარტოფილი და სალა.

ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ ფოლგა და დაალაგეთ ხის ჩხირებზე წამოცმული კარტოფილი და სალა. მოაყარეთ მარილი და პილპილი,სურვილისამებრ ნედლი ან ხმელი ქონდარიც. გადააფარეთ ფოლგის მეორე ფირფიტა და კიდეები დაუფიქსირეთ.

მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ მოხსენით ფოლგის ზედა ფენა, დაუკელით ტემპერატურას 180 გრადუსზამდე და გააჩერეთ ღუმელში, სანამ კარტოფილი და სალა არ დაიბრაწება.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.