კბილის ტკივილის სამკურნალო ეფექტური და ხელმისაწვდომი ხალხური საშუალებები

40 წელს რომ გადავაბიჯე, კბილები ერთბაშად გამიფუჭდა. რამდენიმეს ვუმკურნალე, ზოგი ამოვიღე, მაგრამ რაც დამრჩა, იმას ხომ შენარჩუნება უნდა, დღეს კი, მოგეხსენებათ, სტომატოლოგთან ვიზიტი და კბილის მკურნალობა რა ძვირი ჯდება. მეგობარმა ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომიმზადა წამალი, რომელმაც შესამჩნევად გამოასწორა ჩემი პირის ღრუს მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, მისი რეცეპტი კიდევ ბევრს გამოადგება.

  • აიღეთ მრავალძარღვას ფოთლები, დააქუცმაცეთ, 3 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარ საათს დააყენეთ, გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

კბილის ტკივილის დროს:

  • კბილის ტკივილს ძალიან სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარში – პირში უნდა ჩაიგუბოთ. ეს ნახარში ღრძილების ტკივილის დროსაც მისწრებაა. თუ ცოტაოდენ ბერთოლეს მარილსაც შეურევთ, ღრძილები უფრო მალე დაგიამდებათ.
  • ღრძილებს უხდება მასაჟი – მტკივანი ადგილის ზელა და სრესა (ოღონდ – იმ შემთხვევაში, თუ ჩირქგროვა არ გაქვთ).
  • პირში გამოივლეთ თბილი მარილწყალი – ტკივილი დაგიცხრებათ.
  • მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა.

გასწავლით სხვა საშუალებებსაც, რომლებიც თავად გამომიცდია:

თუ კბილები მორყეული გაქვთ:

  • 2 ჩ/ჭ არაყში ჩაუშვით 15 ცალი დაფნის ფოთოლი და 2-3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გამოივლეთ თბილ-თბილი დღეში 2-3-ჯერ.
  • ჟოლოს (ან მაყვლის), კაკლისა და პიტნის ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ცხელი ღვინის ძმარი, გააჩერეთ 3 დღე. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.

პაროდონტოზის დროს:

  • მიირთვით ბევრი ნიორი და უმი კარტოფილი.
  • ძალიან სასარგებლოა პირის ღრუში ზღვის მარილის წყალხსნარის გამოვლება (ნახევარი ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე). ის აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას, ათეთრებს და ამაგრებს კბილებს.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.