კუპატი

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხახვი და ნიორი. ფარშთან ერთად თასში გადაიტანეთ და დაუმატეთ კოწახური, ქინძი, უცხო სუნელი და ქონდარი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ნაზავი უფრო რბილი და წვნიანი რომ გამოვიდეს ცოტაოდენი ხორცის ბულიონი შეურიეთ. ნაწლავები კარგად გარეცხეთ. მიღებული ფარშის ნაზავი ნაწლავებში ძაბრის დახმარებით გადაიტანეთ და ბოლოები შეუკარით. შეწვით ტაფაზე. მიირთვით ცხელი.

  • 2 კგ. შერეული ფარში
  • 3 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ხმელი ქონდარი
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • კოწახური გემოვნებით
  • მარილი და პილპილი
  • ღორის ნაწლავი საჭირო რაოდენობით

ასევე იხილეთ

კარტოფილის მწვადი

კარტოფილის მწვადი

გთავაზობთ, მოამზადოთ არაჩვეულებრივი მწვადი კარტოფილისგან! ნოყიერი გარნირი, რომელიც ორიგინალურიც არის და ძალიან გემრიელი. დაგჭირდებათ მხოლოდ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.