მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

ჩემთვის გაზაფხული წლის საუკეთესო დროა. ის რაღაც ახლის დაწყებასთან და დედამიწაზე სიცოცხლის გაღვიძებასთან ასოცირდება. რაც თავი მახსოვს, ზამთრის და გაწელილი სიცივის დასრულებას ყოველთვის მოუთმენლად ველოდები, რომ გაზაფხულის სილამაზით დავტკბე. არასდროს დავფიქრებულვარ, რომ ამით ჩემი პიროვნების დახასიათება შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ადამიანის საყვარელ სეზონს მის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია. 

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

წლის საყვარელი დრო

რომელი სეზონი გიყვართ ყველაზე მეტად? ოთხიდან ერთ–ერთი სეზონი აირჩიეთ და გაიგეთ, თუ რას ამბობს თქვენზე. შეამოწმეთ, დაემთხვევა თუ არა ფსიქოლოგიური ტესტის ანგარიში რეალობას!

შემოდგომა

შემოდგომის მოყვარულები რომანტიკოსები არ არიან, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ჩვეულებრივ, ეს სეზონი მკაცრ და ჩაკეტილ პიროვნებებს მოსწონს. თავდაჯერებულობა მელანქოლიაში ხელს არ უშლით. დამოკიდებულნი არიან საკუთარ განწყობაზე, რომელიც შეიძლება ისეთივე ცვალებადი იყოს, როგორც თავად შემოდგომა.

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

თუ შემოდგომა გიყვართ, ზოგჯერ მარტოობა გჭირდებათ. ასე ძალების აღდგენას და მოდუნებას ახერხებთ. თქვენი ურთიერთობის წრე საკმაოდ ვიწროა, სამაგიეროდ მათთვის ყველაფრისთვის მზად ხართ. მათ იციან, რომ თქვენი იმედი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჰქონდეთ. უცნობების მიმართ გულგრილი ხართ, ახალი ნაცნობობა არ გაინტერესებთ.

როგორც ცნობილია, თითოეულ წესს გამონაკლისი აქვს. ზოგჯერ შემოდგომის მოყვარულებს შორის ძალიან ემოციური და აქტიური ხალხი გვხდება. ასეთებზე ამბობენ, რომ „კომპანიის სულია“. შემოქმედებით ხალხს, მაგალითად, პოეტებს და მხატვრებს, ხშირად ყველაზე მელანქოლიური დრო მოსწონთ.

ზამთარი

ზამთარი ინდივიდუალისტებს და ლიდერებს მოსწონთ. ასეთი ჩაკეტილი ადამიანი სხვებს გულთან ახლოს იშვიათად უშვებს. აქტიურ ურთიერთობას და დასვენებას ურჩევნია, რომ სახლში მშვიდი საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს. სიცივის მოყვარულებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ. სირთულეები და დაბრკოლებები არ აშინებთ. მოთმინება და შეუპოვრობა მათთან გამკლავებაში ეხმარება.

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

ზამთრისადმი ერთგულება ფრთხილ და დაკვირვებულ ბუნებაზე საუბრობს. ალბათ, ამბიციური ხართ და დასახულ მიზნებს აღწევთ. ნებისმიერი ემოციის დამალვას ცდილობთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ. განცდებს მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებს უზიარებთ. ამას უხალისოდ აკეთებთ, რადგან საკუთარი პრობლემებით სხვების შეწუხება არ გსურთ.

თავგანწირული და ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხართ. ქორწინებაში ნამდვილად სამაგალითო მეუღლე ხართ, თუმცა თქვენგან რომანტიკას არ უნდა ელოდონ. პრაგმატულად აზროვნებთ და ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენი ცხოვრება კომფორტული გახდეს.

გაზაფხული

გაზაფხული მხიარულ და კეთილგანწყობილ ადამიანებს მოსწონთ, რომელთაც შეიძლება ფუქსავატებიც უწოდოთ. შესაძლოა, ამიტომ ამჩნევენ იმას, რაც ახარებთ და ცხოვრებიდან ყველაფერს იღებენ. ასეთ ადამიანს დრო არ აქვს, რომ მოიწყინოს და მელანქოლიაში გადავარდეს. გაშვებულ შესაძლებლობებზე არ დარდობს, პირიქით, ახალს ეძებს.

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

გაზაფხულის ერთგული დამფასებლები ნებისმიერი თავგადასავლისთვის მზად არიან, თუ საინტერესოდ ეჩვენებათ. ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის ინიციატივას იღებენ. პასუხისმგებლობისგან გაქცევა ახასიათებთ, ხანგრძლივი მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობები აშინებთ. მხიარული ბუნება ყველაზე მძიმე ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

თუ გაზაფხული გიყვართ, თამამად შეიძლება რომანტიკოსი გიწოდეთ. ცხოვრებას მარტივად უყურებთ. ბევრი თქვენს ქცევას ვერ იგებს. სხვა ყველაფერთან ერთად საკმაოდ ეგოისტი და მომთხოვნი ადამიანი ხართ.

ზაფხული

ზაფხულის მოყვარულს ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა და ენერგიულობა ახასიათებს. ამბიციური ადამიანი ხართ უჩვეულო იდეებით და სამომავლო გეგმებით. ნებისმიერ პრობლემას შემოქმედებითად და არასტანდარტულად აგვარებთ.

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

ჩვეულებრივ, ეს სეზონი მიზანდასახულ ადამიანებს უყვართ. მათგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან. თავად ლიდერობა დიდად არ აინტერესებთ, რადგან მოვალეობა და პასუხისმგებლობა არ უყვართ. ცდილობენ ცხოვრება ნათელი მოვლენებით და უჩვეულო შთაბეჭდილებებით გაავსონ.

მცხუნვარე ზაფხული ჯიუტ ადამიანს მოსწონს. თუ რამე სურს, აუცილებლად აღწევს. ხშირად ბედის კუდით დაჭერას ახერხებს. უკონფლიქტოა და კომპრომისისთვის მზადაა. ურთიერთობაში მთლიანად იხარჯება. შესაძლოა ამიტომ, საყვარელ ადამიანთან დაშორებისას ყველა ხიდს წვავს.

მითხარით, წლის რომელი სეზონი გიყვართ და გეტყვით, ვინ ხართ

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.