მსოფლიოს 10 ულამაზესი ადგილი

მარკესაკის ბაღები, საფრანგეთი

ულამაზესი ბაღის შექმნა მე-17 საუკუნეს უკავშირდება. ეს არის ბაღების თვალწარმტაცი ლაბირინთი. მარკესაკის ბაღებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი დიზაინი.

კაპილანოს დაკიდული ხიდი, კანადა

ეს ულამაზესი დაკიდული ხიდი, კანადაში, ვანკუვერში მდებარეობს. ის არის მდინარიდან 70 მეტრ სიმაღლეზე, ხოლო ხიდის სიგრძე 140 მეტრია.ხიდი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია ტურისტებისთვის. ყოველ წელს მის სანახავად 800 000 ტურისტი მიდის.

Benteng Chittorgarh, ინდოეთი

ეს არის უდიდესი ციხე, რომელიც დასავლეთ ინდოეთში მდებარეობს. ეს ადგილი ყოველთვის იპყრობს მსოფლიოს აკადემიკოსების, მოგზაურების და ისტორიკოსების ყურადღებას. ეს ადგილი მოგვითხრობს ადამიანების კულტურის, რწმენის, გმირობისა და ძველი დიდების შესახებ.

კრისტალური ფირუზის ტბა, ჩინეთი

ტბა ცზიუჩაიგუოს ნაციონალურ პარკში მდებარეობს. ის კრიალა და ფირუზისფერია. შეუძლებელია, მისი სილამაზით ვინმე გულგრილი დარჩეს.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, ხორვატია

ის ყველაზე დიდი ეროვნული პარკია ხორვატიაში. პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი 1949 წელს შეიქმნა. აქ არა მარტო ტბები, ასევე გამოქვაბულები და ულამაზესი ჩანჩქერებიცაა.

პალპიტის კლდეები, ნორვეგია

ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. პალპიტის კლდეებს ყოველ წელს 150 000-200 000 ადამიანი სტუმრობს. მისი ნახვა შესაძლებელია აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში.

ცისფერი გამოქვაბულები, საბერძნეთი

ულამაზესი გამოქვაბულები ზაკინტოს კუნძულზეა. ეს არის თვალწარმტაცი, მშვიდი ადგილი და ბუნების ნამდვილი საოცრება.

ტიან ტან ბუდა, ჰონგ კონგი

აქ ნახავთ ბუდას მსოფლიოში ყველაზე დიდ ქანდაკებას. მისი სიმაღლე 34 მეტრია, ხოლო წინა – 250 ტონა. ეს არის მთავარი ადგილი ჰონგ-კონგში ბუდისტებისთვის, ხოლო ტურისტებისთვის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ.

Paterswoldse Meer, ჰოლანდია

ეს არის ტბა ჰოლანდიაში, გრონინგემის სამხრეთ ნაწილში. ის მშვენიერი ადგილია ზამთარში მათთვის, ვისაც ციგურებით სრიალი უყვარს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

ოთხი სეზონის კურორტი, ბორა-ბორა

ბორა-ბორა დედამიწის განსაკუთრებით ლამაზი ადგილია, სადაც დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი შთაბეჭდილების მიღება შეუძლიათ. აქ განლაგებულია სანაპიროზე ულამაზესი ვილები და წყალზე ბუნგალოები. ბორა-ბორა განსაკუთრებით უყვართ წყვილებს და თაფლობის თვის გასატარებლად სწორედ ამ კუნძულს სტუმრობენ.

ბორა ბორას კუნძული

ასევე იხილეთ

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

თუ ზამთრის დადგომისთანავე აუტანელ სიცივეებზე წუწუნებთ და გაზაფხულის დადგომამდე რადიატორს არ სცილდებით, ეს წერილი თქვენთვისაა. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.