სიზმრის ახსნა – ასო-ბგერა “მ”

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
  • მაგია – თუ გესიზმრებათ, რომ მაგიით ხართ დაკავებული, გელით სასიამოვნო სიურპრიზები. თუ სხვები არიან მაგიით დაკავებულნი–გექნებათ კარგი ცვლილებები. მაგია ან ჯადოქარი–ნიშანია მოსალოდნელი მოგზაურობისა, რომელიც გამოიწვევს თქვენი საგანმანათლებლო სტატუსის ზრდასა და ბიზნესში წარმატებას.

    შენიშვნა: მაგია, რომელიც აქ განიხილება, არ განეკუთვნება ჯადოქრობასა და სპირიტიზმს. თუ მკითხველი ამას ასეთი აზრით გაიგებს, მზად უნდა იყოს სიზმრის საწინააღმდეგო მნიშვნელობით ახდენაზე. ჭეშმარიტი მაგია–ეს არის ბუნების უდიდეს მოვლენებში წვდომა.
  • მათრახი – მათრახის ნახვა სიზმარში ნიშნავს მეგობრებთან უთანხმოებას, კამათსა და გაუგებრობას.
  • მაიმუნი – მაიმუნის დასიზმრება ცრუ ამბავს ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან, გამოგიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მკვდარი მაიმუნი მოასწავებს თქვენი არაკეთილმოსურნეების ფიასკოს. თუ აჭმევთ მაიმუნს–უფრთხილდით ცუდ ადამიანებს.

    ახალგაზრდა ქალს თუ დაესიზმრა მაიმუნი, მან უნდა იჩქაროს გათხოვება, თორემ, შესაძლოა, რჩეულმა უღალატოს. თუ სიზმარში აჭმევთ მაიმუნს–უნდა უფრთხილდეთ მლიქვნელ ადამიანებს. ზოგჯერ მაიმუნის დასიზმრება მოასწავებს რომელიმე ახლობლის ავადმყოფობას ან დამცირებას. თუ გესიზმრებათ ხეზე მხტუნავი პატარა მაიმუნი, უნდა უფრთხილდეთ ვერაგობას.
  • მაკარონი – სიზმარში მაკარონის ჭამა მცირეოდენ დანაკრგს ნიშნავს. მისი დიდი რაოდენობით ნახვა–ჭკვიანური სიფრთხილის გამოჩენაა. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსვლას.
  • მაკრატელი – მაკრატელი სიზმარში ცუდის მომასწავებელია: ეჭვიანობა და უთანხმოება გაგიფუჭებთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანთან. ბასრი მაკრატელი არასასურველი სამუშაოს მომასწავებელია.

    თუ მაკრატელი გაგიტყდათ–მოსალოდნელია ჩხუბი ოჯახში; არ არის გამორიცხული ურთიერთობათა გაწყვეტა. თუ გატეხილი მაკრატელი გესიზმრათ–საკუთარი ექსცენტრულობის გამო დაკარგავთ მეგობრებს და წონას საზოგადოებაში.

    მაკრატელის დაკარგვა–სულის სიღრმეში ცდილობთ უსიამოვნო მოვალეობათაგან გათავისუფლებას. საერთოდ, როცა მაკრატელი გესიზმრებათ–თქვენ ძუნწი და უცერემონიო ხდებით მეგობრებთან ურთიერთობაში.
  • მამა – თუ გესიზმრათ მამა, ე.ი. თქვენი საქმეები მოიკოჭლებს და მათ გამოსასწორებლად ვინმეს ბრძნული რჩევა დაგჭირდებათ. თუ მამათქვენი კვდება, სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან საკითხებში. თუ ქალს ესიზმრა მკვდარი მამა, მას საყვარელი უღალატებს.
  • მამალი – მამალი სიზმარში დიდ წარმატებას და იღბალს მოასწავებს, თქვენი პრესტიჟი ამაღლდება, მაგრამ აქვე იმის საფრთხეც არსებობს, რომ ამპარტავანი და პატივმოყვარე გახდეთ. თუ მამლების ჩხუბს ხედავთ, ეს მომავალში უთანხმოებასა და მეტოქეზე მიანიშნებს.

    თუ დილით მამლის ყივილი გესმით, ეს კარგი სიზმარია, რომელიც ახალგაზრდებს ბედნიერ ქორწინებასა და ოჯახის ბარაქას ჰპირდება. თუ მამალი ყივის საღამოს ან ღამე, თქვენ ცრემლების მიზეზი გექნებათ. ასეთი სიზმრის მერე საშიში სიტუაციებისათვის უნდა მოემზადოთ.
  • მამამთილი – თუ თქვენ მამამთილი დაგესიზმრათ, მეგობრებთან და ნათესავებთან ჩხუბი მოგელით.
  • მანქანები (მექანიზმები) – სიზმარში მექანიზმების ნახვა მოასწავებს თქვენს დაინტერესებას პროექტით, რომელიც დიდ მღელვარებას განგაცდევინებთ, თუმცა, საბოლოოდ, თქვენთვის მაინც სასარგებლო იქნება. ძველი მანქანა იმის ნიშანია, რომ მავანნი ხელს შეგიშლიან–გახდეთ თქვენი ბედის გამგებელი. თუ თქვენ სიზმარში მექანიზმებში გითრევენ, ეს მოასწავებს საქმეში დანაკარგს, რომელსაც თან უბედურება მოჰყვება. როგორც წესი, ადამიანი ასეთი სიზმრის შემდეგ წამგებიან გარიგებას დებს.

    თუ სიზმარში გატყდა მანქანა, ცხადში თქვენ გარისკავთ მეგობრის დაკარგვას. სახანძრო მანქანა მაუწყებელია ექსტრაორდინალურ მოვლენასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ მგზავრობს სახანძრო მანქანით–უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაითრიონ უსიამოვნო სიტუაციაში.
  • მანქანით, ველოსიპედით მგზავრობა – თუ სიზმარში რომელიმე ამ ტრანსპორტით მგზავრობთ, თქვენს ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, შესაძლებელია ავადმყოფობაც. თუ თქვენ ნელა მიდიხართ, თქვენი შრომის შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ; ჩქარი სვლა საშიშ თავგადასავალს მოასწავებს.
  • მანქანის (ტრანსპორტის) ტარება – სიზმარში, რომელშიც ავტომობილს ატარებთ, ნიშნავს, რომ უსამართლოდ დაგძრახავენ, რადგან მათ თქვენი საქციელი მიაჩნიათ სულელურად.

    თუ თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ატარებთ, მაშინ ცხოვრებაში მოგიხდებათ დამამცირებელი და დაუფასებელი სამუშაოს კეთება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას.

    თუ სიზმარში მატარებელს ატარებთ, ცხადში აღმოჩნდებით შემავიწროებელ გარემოებებში. თუ იმყოფებით მანქანის კაბინაში, მაგრამ შემადგენლობა სხვას მიჰყავს, მაშინ თქვენ გადალახავთ საფრთხეს.
  • მარანი, სარდაფი – თუ დაგესიზმრათ ცივი სარდაფი, ეჭვები შეგიპყრობთ: თქვენ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ხანდახან ასეთი სიზმარი მატერიალურ დანაკარგებზეც მიანიშნებს.

    ღვინის მარანი საეჭვო საქმეში წილის შემოთავაზებას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბანქოს მოთამაშეზე ან საეჭვო რეპუტაციის ადამიანზე ქორწინებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა მარნიდან გამოსული ნაცნობი, ცხადში ისინი ერთად მოხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
  • მარაო – მარაოს ნახვა სიზმარში ძალიან სასიამოვნო ცნობისა და მოახლოებული სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ ახალგაზრდა ქალი ლამაზი მარაოთი ინიავებს ან ვინმე უნიავებს მას–ცხოვრება დაასაჩუქრებს უმშვენიერესი შეხვედრით. ძველი მარაოს დაკარგვა–მისთვის ძვირფასი ადამიანი ინტერესდება სხვა ქალით.
  • მარგალიტი – მარგალიტი სიზმარში ყოველთვის მაუწყებელია კარგი ბიზნესისა, ვაჭრობის განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევებისა. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ შეყვარებული ჩუქნის მარგალიტს, მას ელის მხიარულება და კმაყოფილება, ასევე მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ეჭვიანი საქმრო, რომელთანაც ის ძალიან ბედნიერი იქნება.

    თუ ქალი კარგავს ან ფანტავს მარგალიტებს–მას მწარე განცდები ექნება. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში მარგალიტებით ტკბობა იმის ნიშანია, რომ ის იბრძოლებს თავისი სიყვარულისათვის კარგი განზრახვით.
  • მარილი – მარილი სიზმარში მიგანიშნებთ, რომ თქვენს გარემოცვაში თქვენთვის უცხო ადამიანები არიან. თუ დაგესიზმრათ მარილი, სახლში დაგეწყებათ ჩხუბი, რომელიც გაუცხოების შედეგია. სიზმარში ხორცის დამარილება დიდძალი ვალების დაგროვებას ნიშნავს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მარილს ჭამს, შეყვარებული მიატოვებს სხვა ქალის გამო.
  • მარტოობა – თუ დაოჯახებულ ადამიანებს ესიზმრებათ, რომ ისინი არიან–რეალურ ცხოვრებაში მათი ქორწინება არასაკმარისად ჰარმონიული იქნება და მუდმივი დაუკმაყოფილებლობა მათი თანამგზავრი გახდება.
  • მარწყვი – თუ სიზმარში ნახავთ მარწყვს, მიიღებთ სასიხარულო ცნობას; საქმეში გექნებათ წარმატებული რეზულტატი. სიზმარში მარწყვის ჭამა–გაყოფილი სიყვარულის ნიშანია. მარწყვით ვაჭრობა–კარგი მოსავალი და ბედნიერებაა.
  • მასხარა – მასხარა სიზმარში სასაცილო ჩაჩითა და ჭრელი ტანსაცმლით იმის ნიშანია, რომ თქვენი საქციელით თქვენს პრინციპებსა და საქმეებს ზიანს მოუტანთ.
  • მატარებელი – სამგზავრო მატარებელი სწრაფი მოგზაურობის ნიშანია, სატვირთო–ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ მატარებელი რელსების გარეშე, ჩაფიქრებული საქმე ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებთ. თუ მატარებელში ზედა საწოლზე წევხართ, თქვენ არასასიამოვნო თანამგზავრები შეგხვდებათ, ეს, ასევე, ნიშნავს ფულის ტყუილად ხარჯვას.
  • მაღაზია – სურსათით სავსე მაღაზია ნიშნავს წარმატებასა და კეთილდღეობას. ცარიელი მაღაზია მიუთითებს დაწყებული საქმის ჩავარდნასა და მოსალოდნელ ჩხუბზე. ხანძარი თქვენს მაღაზიაში სიმბოლოა საქმეების განახლებისა და გართობისა. უნივერსალურ მაღაზიაში ყოფნა გიწინასწარმეტყველებთ ხეირს, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის სხვადასხვა წყაროსთან.

    რაიმეს ყიდვა წარმატებაა საქმეში–მოპოვებული თქვენი ენერგიულობითა და მეგობრების მხარდაჭერით. თუ ყიდულობთ ჭუჭყიან და ნაცრისფერ ქალის ხელთათმანებს–მაშინ თქვენი ურთიერთობა ქალებთან უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრებათ ქალებს, მისი ფიზიკური მიმზიდველობა მამაკაცებში გამოხმაურებას არ პოვებს.
  • მაცივარი – მაცივარი სიზმარში თქვენი ეგოიზმის გამოხატულებაა, რომელიც შესაძლოა, გულზე მწარედ მოხვდეთ მათ, ვინც პატიოსანი შრომით ცდილობს ლუკმა–პურის მოპოვებას.
  • მგელი – მგელი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ თქვენს თანამშრომლებს შორის არის მრუდე ხელის ადამიანი, რომელიც, ამავე, დროს, გასცემს თქვენი წარმოების საიდუმლოებებს. მგელის მოკვლა ნიშნავს, რომ გაუსწორდებით ეშმაკ მტრებს, რომლებიც ცდილობენ თქვენს ცილისწამებას. სიზმარში მგელი თუ ყმუის, თქვენ გამოაშკარავებთ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ღირსეულად გაიმარჯვებთ კონკრეტულ ბრძოლაში.
  • მგზავრი – თუ სიზმარში ტვირთიანი მგზავრები დაგესიზმრათ, ე.ი. მოვლენები თქვენდა სასიკეთოდ შეიცვლება. თუ მგზავრები გასამგზავრებლად ემზადებიან, მაშინ მოსალოდნელი გარიგება არ შედგება. თუ თავად ხართ ერთ–ერთი მგზავრთაგანი, ცხადში თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით და შეეცდებით მისი გამოსწორების გზების მოძებნას.
  • მდინარე – მდინარის წყნარი და სწორი ზედაპირი სასარგებლო პერსპექტივას გიქადით. ამღვრეული და აჩქარებული მდინარე გაურკვევლობას ნიშნავს. თუ მდინარე გზას გიღობავთ, სამსახურში უსიამოვნებებს ელოდეთ, ასევე, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება თქვენივე წინდაუხედავი საქციელის გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ სუფთა მდინარეში ცურავთ და მდინარის ფსკერზე დამხრჩვალი ადამიანების გვამებს ხედავთ, წარმატება მიგატოვებთ. მდინარის გამშრალი კალაპოტი მწუხარების საწინდარია.
  • მეგობარი – თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებიან ჯანმრთელები და მხიარულები, ისინი გამოგზავნიან შეტყობინებას ან შეხვდებით მათ ან მათ ნათესავს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი დამწუხრებულია, ე.ი. ცხადში თქვენი მეგობარი ავადაა ან განსაცდელშია. მეგობრის ნახვა მუქი თმით–მაუწყებელია, მისი ან თქვენი ავადმყოფობისა. თუ თქვენს მეგობარს ხედავთ ცხოველის სახით, ე.ი. მტერი მალე დაგაცილებთ ახლობელს.

    თუ მეგობარი თქვენდა მოულოდნელად გამოგეცხადათ ღია წითელ ფერებში ჩაცმული, ეს გიქადით შიშსა და დანაკარგს, რომელშიც ის იქნება ჩარეული. თუ გესიზმრებათ გორაკზე ქანდაკებასავით მდგომი მეგობარი, მოგიწევთ მრავალი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და სამართლიანობის განცდა თქვენი თანამდევი იქნება. თუ თქვენ მას ხედავთ დაბლა, შორს–ე.ი. თქვენს მომავალ წარმატებებს უგულებელყოფთ თქვენი ძველი გატაცებების გამო. თუ ის დგას თქვენი სიმაღლის გასწვრივ–თქვენი აჩემება, მოხვდეთ მაღალ მწვერვალებზე, განუხორციელებელი აღმოჩნდება; თუ თქვენ მას ზურგს აქცევთ, ე.ი. მიუხედავად თქვენი დიდი მეგობრობისა, თქვენს თავს უბიძგებთ ცვლილებებისაკენ.

    თეთრი მატერიით სახეშეხვეული მეგობრის ნახვა ნიშნავს, რომ გაგაბრაზებთ ის, ვისაც ყველაზე მეტად სურს თქვენთან მეგობრობა. თუ სიზმარში ხელს ართმევთ ადამიანს, რომელმაც ადრე გაგაბრაზათ, ის კი გამოიყურება დამწუხრებულად და უკვე ემზადება წასასვლელად, ცხადში გექნებათ უთანხმოება უახლოეს მეგობართან. ასეთი სიზმარი თითქმის ყოველთვის დანაკარგის მაუწყებელია.
  • მეზობლები – თუ მეზობლები დაგესიზმრათ, შესაძლოა დიდძალი დრო ტყუილ კამათში გაატაროთ. დამწუხრებული ან გაბრაზებული მეზობლები ვიღაცასთან სერიოზული უთანხმოების მომასწავებელია.
  • მელა – თუ სიზმარში მელაზე ნადირობთ–ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა საეჭვოა, სასიყვარულო ურთიერთობა კი სახიფათო. თუ მელა ჩუმად შემოაღწევს თქვენს ეზოში, ფრთხილად იყავით: ერიდეთ შურიან ადამიანებს, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. მელას მოკვლა ყველა საქმის წარმატების საწინდარია.
  • მერცხალი – მერცხალი სიზმარში გპირდებათ სიმშვიდესა და ჰარმონიას ოჯახში. დაჭრილი ან მკვდარი მერცხალი მწუხარების ნიშანია.
  • მეტოქე (ქალი, კაცი) – თუ სიზმარში მეტოქე გაგიჩნდათ, ცხადში გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას დაკარგავთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მეტოქე გაუჩნდა, ცხადში მან შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას თავისი შეყვარებულის მისამართით.

    თუ სიზმარში თქვენმა მეტოქემ მოგატყუათ, ე.ი. სამსახურებრივ მოვალეობებს ძალზე მსუბუქად ეკიდებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ბედნიერი მეტოქე, საქმიანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გექნებათ.
  • მეფე – სიზმარში მეფის ნახვა ნიშნავს, რომ ებრძვით საკუთარ თავს, თქვენი მოქმედებით კი ავლენთ პატივმოყვარეობას. სიზმარში თქვენი თავის ნახვა გვირგვინდადგმულ მეფედ–ე.ი. თქვენ დადგებით თქვენს ამხანაგებზე და კოლეგებზე მაღლა.

    თუ სიზმარში გასამართლებენ, ცხადში მიიღებთ საყვედურს თქვენი ვალდებულებების უგულებელყოფისათვის. ახალგაზრდა ქალი თუ ნახავს თავის თავს მეფის გვერდით–ის გათხოვდება კაცზე, რომლის შიშიც ექნება. თუ სიზმარში დაიმსახურა მეფის ყურადღება, მაშინ ის გათხოვდება სულიერად ახლობელ ადამიანზე.
  • მეძავი – თუ თქვენ თავს მეძავთა შორის ხედავთ, ცხადში ამხანაგებისა და მეგობრების დამსახურებული შენიშვნების ობიექტი გახდებით. თუ ეს სიზმარი გოგონას დაესიზმრა, იგი, მიუხედავად თავისი პატიოსნებისა და ბუნებრივი ნატურისა, თავგზას აუბნევს თავის შეყვარებულს. გათხოვილი ქალისათვის ეს სიზმარი ჩხუბსა და ეჭვიანობას ნიშნავს.
  • მეხანძრე – თუ მეხანძრე დაგესიზმრათ, თქვენი მეგობრები არასდროს გიღალატებენ. თუ გოგონას დაესიზმრა დაშავებული მეხანძრე, მის მეგობარს უსიამოვნება ელის.
  • მზე – მზის ამოსვლა სიზმარში სიხარულსა და წარმატებას ნიშნავს. თუ მზე ზენიტშია, თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რათა ოცნებები ცხადში აისრულოთ. მზის ჩასვლა იმის მაუწყებელია, რომ თქვენთვის დამთავრდა წარმატების პერიოდი და ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მიღწეულის შესანარჩუნებლად.

    თუ მზე ღრუბლებიდან ანათებს–ყველა უსიამოვნებები და სიძნელეები წარსულს ჩაბარდება და უკეთესობისაკენ მოტრიალების პერიოდი გეწყებათ. თუ ღრუბლები ხშირია და მზე ხანდახან გამოანათებს, თქვენთვის ხანმოკლე მოუსვენრობის ეტაპი იწყება. ძალიან მალე თქვენი ცხოვრების ჰორიზონტი ისევ განათდება.

    მზის დაკვრა – თუ სიზმარში მზის დაკვრა მიიღეთ–ცხადში გელით გეგმების ჩაფუშვა მეგობრის გამყიდველობის გამო.
  • მთა – თუ ახალგაზრდა გოგონას დაესიზმრა, რომ ადის მთაზე თავის ბიძაშვილებთან და მკვდარ ძმასთან ერთად, რომელიც უღიმის, ე.ი. მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება უკეთესობისაკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ნუ მიენდობით მეგობრის მომხიბვლელობას, ვინაიდან, მათ შეიძლება გაგყიდონ. თუ ქალი სიზმარში დაიღალა და გზის გაგრძელება აღარ შეუძლია, მას მოლოდინზე იმედი გაუცრუვდება.

    თუ სიზმარში ადიხართ მთაზე ლამაზი მწვანე ბილიკით, სინამდვილეში ადვილად გამდიდრდებით და საზოგადოებაში დაიკავებთ წამყვან მდგომარეობას. თუ მთა უსწორმასწოროა და ვერ შეძლებთ მწვერვალამდე მიღწევას, გელით ბედის უკუღმართობა და მოგიწევთ დიდი ძალისხმევის დახარჯვა თქვენი სუსტი ბუნების დასაძლევად. ამავე დროს, თუ თქვენ მაინც მიაღწიეთ სახიფათო წერტილამდე–კარგი ნიშანია: იპოვით თქვენი პრობლემებიდან თავდაღწევის გზას.
  • მთვარე – სავსე მთვარე სიზმარში ნიშნავს წარმატებას სიყვარულსა და საქმის დაწყების კეთილად დაგვირგვინებაში. იდუმალი და არაბუნებრივად დიდი მთვარე ნიშნავს გაუმართლებელ სიყვარულს, ოჯახურ პრობლემებს. მთვარის დაბნელება ნიშნავს რაიმე ეპიდემიას, რომელიც ავნებს თქვენ გარშემომყოფებს. ახალი მთვარე ნიშნავს კეთილდღეობას, მომავალში კი ერთგულ მეუღლეს.

    სიზმარი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მთვარეს ეკითხება თავისი ბედის შესახებ, უწინასწარმეტყველებს მას ბედის საჩუქარს: სანუკვარ ქორწინებას საყვარელ ადამიანთან. თუ ის ხედავს ორ მთვარეს–დაკარგავს სიყვარულს თავისი მერკანტილობის გამო. თუ მთვარე მუქდება, ეს ნიშნავს, რომ თავისი ბედის გადამწყვეტ მომენტში უტაქტობას გამოიჩენს. სისხლისფრად წითელი მთვარე მოასწავებს ჩხუბსა და ომს: თქვენი შეყვარებული წავა ომში სამშობლოს დასაცავად.
  • მთვრალი – თუ სიზმარში თავს მთვრალად იგრძნობთ ან ამ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ნახავთ, ცხადში ბევრ რთულ საქმეს მსუბუქად აღიქვამთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას შეეხება, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას შეგიქმნით; თქვენ ამ შემთხვევაში არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას და თან ამ პერიოდში სირთულეები შეგხვდებათ, მათ გადალახვის ნაცვლად შეეცდებით მათთვის გვერდის ავლას. ქალს ეს სიზმარი დაუფიქრებელი ქცევის ჩადენისაგან აფრთხილებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მწარედ ინანებს.
  • მიტოვება, მიგდება – თუ სიზმარში თავს მიტოვებულად გრძნობთ, ცხადში გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება. თუ თვითონ მიატოვებთ ვინმეს, ცხადში მოულოდნელ უსიამოვნებებს ელოდეთ. თუ სიზმარში სახლიდან წამოხვედით–ცხადში მუდმივად ბედის გამოცდა გელით.

    თუ სიზმარში უარს ამბობთ სიყვარულზე, ცხადში მეგობრები ზურგს შეგაქცევენ. თუ თქვენ მიატოვეთ საყავრელი–ეს მოულოდნელი გამდიდრების ნიშანია; თუ მიატოვებთ ბავშვს–თქვენი დაუფიქრებელი და ქარაფშუტული საქციელი უსიამოვნებებს მოგიტანთ; თუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს, ეს ან პირდაპირ აგისრულდებათ, ან უფროსებთან ჩხუბი მოგიხდებათ.

    სიზმარში რელიგიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თავად დაზარალდებით თქვენი ცუდი ხასიათის გამო. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი ტოვებთ ჩაძირულ გემს, თქვენ უიმედო საქმეს წამოიწყებთ, ხოლო თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიაღწევთ ნაპირს, თქვენი ინტერესები გამართლდება და საქმეში წარმატება გელით.
  • მიწა – თუ სიზმარში ხედავთ კარგ, ნაყოფიერ მიწას–ეს კარგი ნიშანია. ქვიანი და გამხმარი მიწა–საქმეში წარუმატებლობაა. თუ ზღვაში ბანაობისას შორს დაინახეთ მიწა, ეს სიზმარი მაუწყებელია მოულოდნელი, ბრწყინვალე პერსპექტივისა, რომელიც თქვენ წინ იხსნება.
  • მიწისძვრა – სიზმარში მიწისძვრის ნახვა ცუდი ნიშანია. ის მიუთითებს ბიზნესის დაცემაზე და უბედურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებათშორის ომებთან და არეულობასთან.
  • მკვდარი, გარდაცვლილი – მკვდრის დასიზმრება გაფრთხილებას ნიშნავს. თუ გარდაცვლილი მამა დაგესიზმრათ ან მას დაელაპარაკეთ, ეს გაფრთხილებთ სარისკო გარიგებაზე, ფრთხილად იყავით საქმეში, თქვენ გარშემო მტრებია. ამ სიზმარის შემდეგ ქალიც და კაციც თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ სიზმარში ხედავთ გარდაცვლილ დედას–უსიამოვნებები გელით. ეს ასევე ახლობლების ავადმყოფობას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ და, ძმა ან ნათესავი, ეს იმის ნიშანია, რომ ვინმე ფულად დახმარებას მოგთხოვთ.

    თუ გარდაცვლილი მხიარული და ცოცხალია, ე.ი. ვიღაც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და შეიძება სერიოზული დანაკარგი განიცადოთ. თუ ადრე გარდაცვლილი რომელიმე ნათესავი სიზმარში თქვენგან რაიმე დაპირებას იღებს–ცუდი პერიოდი გელით და უმჯობესია მეგობრების რჩევას დაუჯეროთ.

    გარდაცვლილის ხმა–ეს ერთადერთი ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც ადამიანის ტვინი აღიქვამს; მაგრამ მისი ახსნა ძალზე რთულია და ადამიანებს ისღა დარჩენიათ, რომ თავის სუბიექტურ შეგრძნებებს მიენდონ.

    პარაცელისი ამის შესახებ წერდა,,…ისე ხდება,რომ ადამიანის სულები, ხშირად ჩვენთან სიზმრებში მოდიან და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რას გვეუბნებიან ისინი, რადგან ეს არც მირაჟი და არც ილუზია არ არის; ეს სიმართლეა და ისიც შეიძლება, რომ ადამიანმა სიზმარში სულებს უკეთ გაუგოს, ვიდრე ცხადში. თუ სულს ამ დროს შეკითხვას დაუსვამ, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ სწორ პასუხს მიიღებ. ამგვარად, სწორად დასმული შეკითხვა ბევრის გაგების საშუალებას მოგცემს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ხილვები ხშირად აქვს. ისინი ადრე ავად იყვნენ და მათ მიიღეს პასუხი, თუ როგორ განკურნებულიყვნენ. ეს შეიძლება ყველა რჯულისა და სარწმუნოების ადამიანს დაემართოს…” (ავტორის შენიშვნა).
  • მკვლელობა, მკვლელი – სიზმარში ნანახი მკვლელობა მოასწავებს რაღაც ბოროტებას, რომელიც დაჩრდილავს თქვენს ცხოვრებას. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მართლაც აღმოჩნდეთ ვიღაცის ძალადობრივი სიკვდილის მოწმე.

    თუ გესიზმრებათ, რომ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა, მაშინ ცხადში ჩათრეული იქნებით უსიამოვნო მოვლენებში, რომლებიც ჩრდილს მიაყენებენ თქვენს რეპუტაციას. თუ თქვენ მკვლელობის მსხვერპლი გახდით, ეცადეთ თავი დააღწიოთ კონკურენტების ხრიკებს.

    თუ გესიზმრებათ, რომ მკვლელი აპირებს მოგაყენოთ დარტყმა –რაღაც განცდები რეალურ ცხოვრებაში თქვენგან მოითხოვენ ხასიათის სიმტკიცეს; თუ თქვენ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა თავდაცვის მიზნით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გელით სწრაფი დაწინაურება; თუ მკვლელი მსხვერპლს ადგას თავზე–თქვენს უიღბლობაზე მიუთითებს.
  • მკითხაობა – თუ სიზმარში თქვენ გმკითხაობენ ან თავად მკითხაობთ ვინმეს–ორივე შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ ზოზინობთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, სიფრთხილეს გამოიჩენთ. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს ახალგაზრდა პიროვნება, ბედი დააყენებს ორ თაყვანისმცემელს შორის არჩევანის წინაშე, მას აღელვებს ორივეს მდგომარეობა როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში. თუ მას ესიზმრება, რომ დანიშნულია მკითხავზე, ე.ი. მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი–ის უნდა მიენდოს თავის ინტუიციას, რათა თავი აარიდოს სიღარიბეს ქორწინების შემდეგ.
  • მოგზაურობა – მოგზაურობა სიზმარში–პირად ცხოვრებასა და საქმეებში წარმატებას მოასწავებს,; თუმცა, თუ ის ადგილები, სადაც თქვენ მოგზაურობთ, უცნობი და უინტერესოა–ავადმყოფობა გელით. მანქანით მოგზაურობა–თქვენი მოგზაურობა ძალზე რთული იქნება, მაგრამ თუ თქვენთან ერთად სხვებიც მოგზაურობენ, მაშინ იგი სასიამოვნო აღმოჩნდება.

    როცა სიზმარში თქვენი მეგზურები კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. მაგრამ თუ მათთან განშორება მოწყენილობას იწვევს, ცხადშიც ხანგრძლივი დაცილება გელოდებათ; თუ სიზმარში სწრაფად დაბრუნდით მოგზაურობიდან, რომელიც, წესით, ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, ეს თქვენი საქმიანობის შესანიშნავი პერსპექტივის მაუწყებელია.
  • მომავალი – სიზმარი მომავალზე დაგეხმარებათ თავი ხელში აიყვანოთ და არ გადადგათ მოუფიქრებელი ნაბიჯი.
  • მომაკვდავი – სიზმარი მომაკვდავ ადამიანზე ნიშნავს, რომ უბედურება მოვა იმ მხრიდან, საიდანაც თქვენ ნაკლებად ელოდებით. თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით–ე.ი. ცხადში არაკეთილსინდისიერად ეპყრობით თქვენს მოვალეობებს. ზოგჯერ ეს სიზმარი მოასწავებს ავადმყოფობას, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ იქნება.

    თუ სიზმარში თქვენ თვალწინ კვდება გარეული ცხოველი, მაშინ რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დააღწევთ თავს სხვის ცუდ გავლენას; იგივე სიზმარი შინაური ცხოველების მიმართებაში გიქადით უსიამოვნებებს. მომაკვდავი არსების გამოსახულება არის ნათელი შთაბეჭდილება გამოღვიძებული ცნობიერებისა, რის შედეგად ადამიანი უფრო ძლიერად გრძნობს სიხარულს ან მწუხარებას ცხადში მომავალი მოვლენების გამო და უყურებს მას სხვა მხრიდან. ამ ახალი აზრის შეძენამ, რომელიც შეიქმნა მძიმე სიზმრის შედეგად, უნდა განამტკიცოს სული და დაეხმაროს, მშვიდი გადაწყვეტილებით შეხვდეს გარდაუვალს.
  • მოსავალი – სიზმარში მოსავალის აღების ყურება–გალაღებისა და სიამოვნების მომასწავებელია. დიდი მოსავალი სიზმარში–ძალიან კარგი წინასწარმეტყველებაა სახელმწიფოს ეკონომიკისათვის. ცუდი მოსავალი სიზმრის მნახველს იღბალს არ უქადის.

    თუ გესიზმრებათ, რომ წარმატებას მიაღწიეთ რომელიმე საქმეში–გელით სწრაფი წინსვლა სამსახურში და ბედნიერება სიყვარულში. თუ სხვა ხალხი აღწევს წარმატებას–თქვენ მთლიანად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს.
  • მოსამსახურე – თუ დაგესიზმრათ, რომ მოსამსახურე გყავთ, წარმატება გელით, მაგრამ თქვენი ხასიათის გამო ბევრ მტერს შეიძენთ. თუ მოსამსახურე დაითხოვეთ სამსახურიდან–ცხადში მალე გაიგებთ, ომ თქვენი გარემოცვიდან ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. თუ სიზმარში მოსამსახურემ გაგქურდათ, ე.ი. მეგობრების წრეში უპატიოსნო ადამიანები გყავთ.
  • მოღალატე – თუ მოღალატე დაგესიზმრათ–ე.ი. თქვენი გაქურდვა სურთ. თუ სიზმარში ვინმე მოღალატედ გთვლით ან თავად ხართ მოღალატე, უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრება გართულდება.
  • მოჩვენება – სიზმარში უცნაური, აუხსნელი მოჩვენება ნიშნავს საქმეების არევას, ავადმყოფობას. თუ ხედავთ ვიღაცის სახეს, ეს ნიშნავს აგრესიულობასა და შეშფოთებას არა მარტო თქვენს წრეში, არამედ უფრო ფართო მასშტაბით, შესაძლოა, მთელს ქვეყანაშიც. თუ თქვენი მეგობარი მძიმედ ავადაა და სიკვდილის პირას იმყოფება–ის გამოგეცხადებათ თეთრ ტანსაცმელში ღამე მოჩვენებად. სიკვდილისა და ავადმყოფობის მოჩვენება ისე გვანან ერთმანეთს, რომ ხშირად მათი განსხვავება შეუძლებელია, ნებისმიერი სახით სიზმარში თქვენ წინ მოჩვენების გავლა ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით იპოვოთ უჩვეულო გადაწყვეტილება ბიზნესის განსავითარებლად, ასევე, შეეცდებით შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრების ატმოსფერო და წრე. რაღაც დროით მოსალოდნელი მოვლენები მოგეჩვენებათ საშინლად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება. უმაღლესი ნება ყოველთვის მიმართულია კაცობრიობის სასიკეთოდ.
  • მოწმე, მოწმის ჩვენებები – თუ სიზმარში ვინმეს წინააღმდეგ მოწმის ჩვენებას აძლევთ, გავლენიანი ადამიანები თქვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე ჩვენებას თქვენს წინააღმდეგ აძლევს, მეგობრისთვის თხოვნაზე უარის თქმა მოგიწევთ. თუ თქვენ დაცვის მხარის მოწმე ხართ, ცხადში რაღაც ბინძურ საქმეებში შეიძლება აღმოჩნდეთ ჩარეული.
  • მოწყალება – თუ თქვენ სიზმარში მოწყალებას გასცემთ, სინამდვილეში აღმოჩნდებით იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც მიმართავენ ისეთი თხოვნით, რომლის შესრულება მას, თავისი მდგომარეობის გამო, არ შეუძლია. თუ სიზმარში ეხმარებით საქველმოქმედო ორგანიზაციას, შესაძლოა, თქვენი უფლება რაღაც შემოსავლიანი საკუთრების შესახებ საკამათო გახდეს. გელით უსიამოვნებანი და ჯამრთელობის გაუარესება.

    თუ თავად ითხოვთ მოწყალებას ან იღებთ დახმარებას, ცხადში მძიმე შრომის მრავალი წელი და დანაკრგი შეიცვლება საქმეებში მყარი წარმატებით. საერთოდ, სიზმარი მოწყალებაზე გპირდებათ სიკეთეს, თუ ის გულით გაიცემა ან მიიღება.
  • მოხუცები – თუ სიზმარში მოხუცები დაგესიზმრათ, ისეთი მოვლენა მოხდება, რომელიც წონასწორობიდან გამოგიყვანთ.
  • მსახიობი – მსახიობი ქალის დასიზმრება ნიშნავს უღრუბლო სიხარულსა და კმაყოფილებას. მტირალი, დამწუხრებული მსახიობი მიგანიშნებთ რთულ სიტუაციაზე, რომელშიც თქვენ დახმარებას აღმოუჩენთ მეგობარს და იხსნით მას უბედურებისაგან.

    თუ სიზმარში ქალი თავის თავს ხედავს მსახიობად, ცხადში მას მოუწევს ლუკმა–პურისთვის ბრძოლა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მძიმე შრომა მას მოუტანს დამსახურებულ კმაყოფილებასა და სიხარულს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის შეყვარებულია მსახიობზე, მაშინ მისი ნიჭი და ტალანტი საშუალებას მისცემს, რომ თავისი სამუშაო შეასრულოს იოლად და სიამოვნებით.

    მსახიობი მამაკაცი, რომელიც კვდება სპექტაკლის მსვლელობისას, იმ უბედურების მიმანიშნებელია, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებას შეუშლის ხელს. მოხეტიალე, ღატაკი მსახიობი მიგანიშნებთ უსიამოვნო ცვლილებებზე, საქმის წახდენაზე. კომფორტულად და მდიდრულად მცხოვრებ ხალხს ასეთი სიზარი მიანიშნებს მოსალოდნელ რევოლუციაზე. სიზმარში მსახიობზე დანიშვნა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გატაცება მიგიყვანთ მწარე დასასრულამდე.
  • მსხალი – მსხლის ჭამა ნიშანია არც თუ ისე წარმატებული საქმიანობისა და მცირე ავადმყოფობისა. ბრწყინვალე, ოქროსფერი ნაყოფი ხეზე მოასწავებს თქვენ წინაშე შესანიშნავი პერსპექტივის გადაშლას. მსხლის კრეფა სიზმარში გპირდებათ სასიამოვნო მოულოდნელობას, რომელიც შეცვლის იმედგაცრუებას. დაკონსერვებული მსხალი მიგანიშნებთ, რომ თქვენ ფილოსოფიურად უდგებით ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას. თუ აკეთებთ მსხლის ჩირს–გელით უფერული სიყვარული და მოსაწყენი მეგობრობა.
  • მსხვერპლი – თუ თქვენ სიზმარში რაღაც ინტრიგის მსხვერპლი გახდით, ეს მაუწყებელია მწუხარებისა და ცუდი განწყობისა, გამომდინარე იქიდან, რომ მტრები გაჯობებენ, მდგომარეობა ოჯახში დაიძაბება. თუ სიზმარში ვინმეს ემუქრებით ძალადობით, ცხადში არაკეთილსინდისიერი გზით მიიღებთ სიმდიდრეს, თქვენი საქციელი კი გამოიწვევს უკმაყოფილებას კომპანიონებში.
  • მსჯავრდებული – თუ სიზმარში თვალს ადევნებთ უცნობი, მაგრამ წესიერი ხალხის დაპატიმრებას–ცხადში მზად იყავით უსიამოვნებისათვის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ თქვენი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას, რადგანაც ხელმოცარულობის შიში სურვილს გაგიქრობთ. თუ ხალხი დაპატიმრებისას ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას–გელით წარმატებები საქმიანობაში.
  • მტერი – თუ სიზმარში მტრებზე გაიმარჯვეთ–ე.ი. ცხადში გამონახავთ ძალებს სიძნელეთა გადასალახავად და მიაღწევთ წარმატებას. თუ ხედავთ, რომ მტრები ცილს გწამებენ–ბიზნესში წარმოგექმნებათ წინააღმდეგობანი. ჭკვიანური იქნება, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ. საერთოდ სიზმარში მტრებზე გამარჯვება ყოველთვის ნიშნავს თქვენს გამარჯვებას რეალურ ცხოვრებაში.
  • მტრედი – მოღუღუნე მტრედები ნიშანია მშვიდობისა და სიხარულისა ბავშვის დაბადებისას. გოგონას მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სწრაფ და ბედნიერ ქორწინებას. სიზმარში თუ თქვენ ან სხვა ვინმე ნადირობთ მტრედებზე–თქვენი გულქვაობა გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობაზე ხალხთან; ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ უღირსი საქციელის შესახებ. მფრინავი მტრედები მიგანიშნებენ, რომ ყველა გაუგებრობა უკან დარჩა; ამავე დროს, ეს ნიშანია შორეული მეგობრის შესაძლო გამოხმაურებაზე.
  • მუნჯი – სიზმარში მუნჯთან ურთიერთობა რიგ უცნაურ მოვლენებს მოასწავებს, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ, საზოგადოებაში კი გარკვეულ მდგომარეობას მიაღწევთ. თუ გესიზმრათ, რომ დამუნჯდით–თავს დაგატყდებათ უსამართლო ბრალდებები–ნუ იქნებით ძალიან გულახდილი, მით უფრო, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან.
  • მუშტით დარტყმა (ხელკეტით) – სიზმარში, რომელშიც თქვენ ვინმეს მუშტი ან ხელკეტი დაარტყით, მოასწავებს ოჯახურ ჩხუბს. თუ თქვენ დაგარტყეს–გემუქრებათ ავადმყოფობა და უსიამოვნებები სამსახურში. თუ სიზმარში მოიგერიეთ თქვენდამი მომართული დარტყმები–ცხადში ბევრს მიაღწევთ, იმ პირობით, თუ გონივრულად მოაწესრიგებთ ურთიერთობებს გარშემომყოფ ხალხთან.
  • მუცელი – სიზმარში საკუთარი მუცლის ნახვა მაუწყებელია მომავალში თქვენი გეგმების შესრულებისა, მაგრამ სასურველის მისაღწევად მოგიწევთ ძალების დახარჯვა. სიზმარში თქვენი გამხდარი მუცლისა და მოდუნებული კანის ნახვა–მწარე განსაცდელია: ადამიანები რომლებიც ჭეშმარიტ მეგობრებად მიგაჩნდნენ, უგულებელგყოფენ.

    გაბერილი მუცელი უბედურების ნიშანია, თუმცა თქვენ დაძლევთ მას და მალე იგემებთ თქვენი შრომის ნაყოფს. ცუდის მაუწყებელია სიზმარი, როცა საკუთარ მუცელზე ხედავთ სისხლს, ან თქვენი ბავშვის მუცელს არა აქვს ჯანმრთელი შეხედულება: მოსალოდნელია უბედური შემთხვევა ან ტრაგედია ოჯახში, ბავშვებისათვის კი–ინფექციური დაავადება.
  • მუხა – მუხნარის ნახვა გპირდებათ კეთილდღეობას. კარგის მაუწყებელია სიზმარი, როდესაც მუხებს ქვეშ რკო უყრია. გატეხილი მუხის ნახვა–განსაცვიფრებელი ამბავი და უსიამოვნო სიურპრიზია. თუ მუხა ესიზმრებათ შეყვარებულებს, ისინი მალე შეხვდებიან ერთმანეთს და გარემოება ხელს შეუწყობს მათ ქორწინებას.
  • მღვდელი – მღვდელი, საერთოდ, ავადმყოფობისა და სულიერი მოუსვენრობის ნიშანია. თუ გოგონა მღვდელზეა შეყვარებული, ცხადში მას შეყვარებულის მიმართ უნდობლობის საბაბი მიეცემა. თუ პირიქით, მღვდელი ცდილობს მისი სიყვარულის მოპოვებას, ცხადში მას გართობისადმი ზედმეტ მისწრაფებაში დაადანაშაულებენ.

    თუ სიზმარში მღვდელს აღსარებას ეუბნებით, ცხადში დამცირება გელოდებათ. რამდენადაც მღვდელი ადამიანების სულიერი მამაა, მისი დასიზმრება მათ ყოველთვის ახსენებს თავიანთ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. თუ სიზმარში მღვდელთან საუბარზე უარს აცხადებთ, ცხადში ვიღაც შეეცდება თავის ძალაუფლებას დაგიმორჩილოთ. თუ სიზმარში მღვდელი დაღლილი მოგეჩვენათ, ცხადში ფრთხილად იყავით: ბოროტება სადღაც ახლოს არის.

    თუ გრძელთმიანი მღვდელი დაგესიზმრათ, ცხადში ძალაუფლების მოყვარე და ეგოისტ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა; თუ მღვდელი სიზმარში მოწყენილია–ცოდვას ჩაიდენთ; თუ სიზმარში მღვდელს ეკამათებით, ცხადში საქმეში დამარცხდებით; თუ თავად კითხულობთ ლოცვებს–თქვენი საქმეები თავადაც არ მოგეწონებათ.
  • მშვილდისარი – მშვილდისრის ნახვა ნიშნავს უდიდეს მოგებას, რომელსაც მიიღებთ სხვების უგერგილობის გამო თავიანთი გეგმების განხორციელების საქმეში. მშვილდიდან ცუდად გასროლა–იმედგაცრუებაა, რომელსაც განიცდით ბიზნესში წარუმატებლობის გამო.
  • მშობლები – თუ სიზმარში თქვენი მშობლები ბედნიერად გამოიყურებიან, ეს ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობასა და სასიამოვნო საზოგადოებას ნიშნავს. თუ ისინი სიკვდილის შემდეგ მოგევლინებიან–ეს მაუწყებელია მოსალოდნელი უსიამოვნებისა: წინდახედულება გამოიჩინეთ საქმიანობაში.

    თუ მშობლები ცოცხალი გყავთ და მათ დამშვიდებულებს და ბედნიერებს ხედავთ–სასიამოვნო ცვლილებები გელით. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი ქორწინებასა და კეთილდღეობას უქადის. თუ სიზმარში თქვენი მშობლები შავებში არიან ჩაცმულნი, ცხოვრების სასიხარულო მოვლენები გვერდს აგივლიან. თუ მშობლები დამწუხრებულნი არიან–თქვენი საქმეები და სიყვარულო საფრთხის ქვეშაა.
  • მცენარეები – სიზმარში მცენარეები–საზრუნავის მაუწყებელია. თუ მცენარე შხამიანია, ეს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებს ნიშნავს. სასარგებლო მცენარეები ოჯახში კეთილდღეობას და სასიკეთო მეგობრების შეძენას გპირდებათ. მარადმწვანე მენარეები, რომლებიც სახლისაგან მოშორებით იზრდებიან, ცოდნის გაღრმავებისა და წარმატების ნიშანია.
  • მწერები – მწერები ავადმყოფობას მოასწავებენ. თუ თქვენ მათგან თავს დაიცავთ–გაგიმართლებთ, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები გქონდეთ ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
  • მწუხარება – თუ სიზმარში ფიზიკურ ტანჯვას განიცდით, ცხადში მოუსვენრობა და დარდი გელოდებათ. თუ სიზმარში ფულის ან ქონების დაკარგვას განიცდით–თქვენი ახლობლების ავადმყოფობა ან საქმეში წარუმატებლობა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაგირღვევთ; თქვენ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ.
  • მწყემსი – მწყემსი ფარის მწყემსვის დროს–ფერმერებს დიდ მოსავალს, ხოლო სხვა ადამიანებს დიდ წარმატებას უქადის. თუ მწყემსი უსაქმურობს–ავადმყოფობა და ქონების დაკარგვა მოგელით.
  • მხიარულება – თუ სიზმარში თქვენ მეგობრებთან ერთად ხართ ახალგაზრდა, მხიარული და ბედნიერი–კარგი ნიშანია. ეს სიზმარი გპირდებათ, რომ მთელი ეს მხიარულება ცხადშიც გაგრძელდება და ყველა საქმე წარმატებული იქნება.