ნიღაბი ,,ახალგაზრდობის ელექსირი”.

რა გვეხმარება კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში? ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეგულარული მოვლა და კარგი დასვენება, რომელიც მოიცავს ნორმალურ ძილს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზრუნვა უნდა იყოს რეგულარული და არა „ხანდახან“. სისტემატიკა არის წარმატების მთავარი გასაღები ყველაფერში, რასაც აკეთებ. მშვენივრად მესმის, რომ ზოგჯერ ძალიან გვეზარება რაიმე სახის ნიღბის გაკეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ შეიძლება – ხომ გინდათ, რომ ლამაზები იყოთ?

მე ბევრს ვსაუბრობ შინაურული კოსმეტიკური საშუალებების უპირატესობებზე, რომელთა მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ვიღაც სკეპტიკურად უყურებს ამას – და ამაოდ. თუ სახის ნიღბებს რეგულარულად გაიკეთებთ, მაშინ თქვენი კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მთავარია ნახევარ გზაზე არ გაჩერდეთ.
დღეს მინდა გაგიზიაროთ ძალიან კარგი ნიღბის რეცეპტი. ნიღაბს ეწოდება ,,ახალგაზრდობის ელექსირი”. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ ყოველდღე – ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი შემანარჩუნებელი კურსი კვირაში 2 – 3 ჯერ. ნიღაბს ,,ახალგაზრდობის ელექსირი” ეწოდება, რადგან შეიცავს ძლიერ გამაახალგაზრდავებელ კომპონენტს – ცოცხალ საფუარს. ეს კომპონენტი ეხმარება კანის უჯრედებს სწრაფ და ეფექტურ განახლებაში.

ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

  1. დარიჩინის ფხვნილი – 1/2 ჩაის კოვზი;
  2. ცოცხალი საფუარი – 1 ჩაის კოვზი (სავსე);
  3. მწყრის კვერცხის გული – 2 ც.

მომზადების წესი:

  1. საფუარი დააქუცმაცეთ და გახსენით ადუღებული წყალში. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.
  2. მწყერის კვერცხის გული გამოაცალეთ ცილისგან, მოათავსეთ კერამიკულ თასში და მსუბუქად ათქვიფეთ.
  3. კვერცხის გულებს დაუმატეთ საფუარის მასა, აურიეთ.
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ დარიჩინი, ისევ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის!

წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, წაისვით ჩვეულებრივი კრემი ან გაიწმინდეთ სახე ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთით, რომელიც ყველაზე მეტად უხდება თქვენს კანს.

ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე შეამოწმეთ არის თუ არა ეს საშუალება თქვენთვის შესაფერისი. ჩაიტარეთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.