ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება შეშუპება. პრინციპში, ეს არის ნორმალური რეაქცია არასტაბილურ ამინდსა და ავიტამინოზზე. დღევანდელ სტატიაში კოსმეტოლოგი გთავაზობთ ძალიან ეფექტური ნიღბის რეცეპტს. იგი აახალგაზრდავებს, სახეს ანიჭებს ელვარებას, შიგნიდან კვებავს კანს სასარგებლო ნივთიერებებით და ჭიმავს სახის ოვალს. ნიღბის გამოყენების შედეგი შესამჩნევია ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ. ნიღაბი მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება.

პირველი ინგრედიენტი

ბანანი. ბანანის ნიღაბი შესანიშნავია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მას აქვს დამატენიანებელი, გამასწორებელი, გამაახლებელი, მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ეს ყველაფერი იმ მჟავების წყალობით, რომლებსაც ბანანი შეიცავს. ბანანის ნიღაბი შესანიშნავად აშორებს კანის ზედაპირს გარქოვანებულ უჯრედებს და აუმჯობესებს სახის ფერს. ვიტამინი C, რომელსაც ბანანი შეიცავს, ანელებს კანის დაბერების პროცესს და ასწორებს ნაოჭებს. ვიტამინები B6, B12, B1 და B2 უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს, ხელს უშლის სიმშრალის გაჩენას და აქერცვლას. ვიტამინი E ლიდერია იმ ვიტამინებს შორის, რომელიც ძალიან სჭირდება კანს. იგი უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ხავერდოვნებას, აქრობს დაღლილობისა და დაბერების ნიშნებს, კვებავს და აახალგაზრდავებს მას. ბანანის ნიღბები არ იწვევს კანის გაღიზიანებას, რაც საშუალებას გაძლევთ რეგულარულად გამოიყენოთ ისინი და დატკბეთ საოცარი ეფექტით.

მეორე ინგრედიენტი

კუნჯუტის თესლი. კუნჯუტი სასარგებლო ელემენტებისა და ვიტამინების წყაროა. ის საუკეთესოდ მოქმედებს კანზე. მკვრივი, ელასტიური, რბილი და დატენიანებული ახალგაზრდა კანი – აი ასეთია მისი აქტიური კომპონენტების მოქმედების შედეგი. კუნჯუტი აუმჯობესებს ელასტიურობას, ებრძვის ნაოჭებს, კვებავს, ატენიანებს, ატონიზირებს და წმენდს, აფერხებს დაბერებას, აქრობს აქერცვლას, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და სხვა უარყოფითი გავლენისგან.

ნიღბის მომზადება

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ბანანი და 2 ჩაის კოვზი კუნჯუტის თესლი. საჭიროა კუნჯუტის ოდნავ შეთბობა. ჩაყარეთ ტაფაში და დადგით გაზქურაზე. საჭირო არ არის დაშუშვა, უბრალოდ უნდა გააცხელოთ. შემდეგ, თესლი უნდა ჩავყაროთ ყავის საფქვავში და დავფქვათ ფხვნილის მიღებამდე. შემდეგ, უნდა დავჭყლიტოთ ნახევარი ბანანი. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩანგლით ან ბლენდერით. ერთგვაროვანი მასის მისაღებად ბანანის რბილობი უნდა გავატაროთ საცერში. ცალკე კონტეინერში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი ბანანის ფაფა და მოაყარეთ დაფქული სეზამი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზად არის. წაისვით სახის კანზე, თვალების ქვეშ, დეკოლტეს ზონაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ოცი წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ.

სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამოქმედო რეკომენდაციას. ნებისმიერი საშუალების გამოყენების ან პროცედურის ჩატარების წინ, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.იყავით ლამაზები და ჯანმრთელები.

ასევე იხილეთ

რის დანახვა გვინდა სარკეში?

რის დანახვა გვინდა სარკეში?

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს. ქალს, ნებისმიერ ასაკში სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად. 50 წლის შემდეგაც …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.