პიცის რეცეპტი სტრაჩატელათი და მარწყვით

ხართ პიცის მოყვარული? ყველაზე უჩვეულო როგორი პიცა გიჭამიათ? გთავაზობთ უფრო საინტერესო ვარიანტს პიცას სტრაჩატელათი და მარწყვით. გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ის, შეიგრძნოთ გასაოცარი გემო და გააოცოთ თქვენი მეგობრებიც.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ფქვილი (უმაღლესი ხარისხით) – 300 გრამი
  • წყალი — 300 მილიგრამი
  • შაქარი — 10 გრამი
  • მარილი — 5 გრამი
  • მშრალი საფუარი — 3 გრამი
  • ან უბრალოდ პიცის ცომი

სოუსისთვის დაგჭირდებათ:

  • საშუალო ზომის პომიდორი – 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი — 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, წიწაკა — გემოვნებით.

შიგთავსისთვის:

  • ტომატის სოუსი — 120 გრამი
  • მარწყვი — 70 გრამი
  • სტრაჩატელა — 100 გრამი
  • რეჰანი — 5 გრამი
  • კრემ-ბალზამიკი — 10 გრამი
  • ზეითუნის ზეთი — 5გრამი

ცომის მომზადების წესი:

შეათბეთ წყალი ოთახის ტემპერატურამდე. დაუმატეთ მარილი, შაქარი, მშრალი საფუარი. გადაურიეთ და მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და დააფარეთ პირსახოცი, დაასვენეთ 20 წუთი.

სოუსის და პიცის მომზადების წესი:

მოაშორეთ პამიდორს კანი. გახეხეთ სახეხზე. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქემდე. მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ. დაალაგეთ ზედ სტრაჩატელა, მარწყვი და მოასხით ბალზამიკო, მორთეთ რეჰანით.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.