სიზმრის ახსნა – ასო-ბგერა “პ”

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
  • პამიდორი – პამიდვრის ჭამა გამოჯანმრთელებას ნიშნავს. პამიდორი ბოსტანში–ბედნიერ ოჯახს გპირდებათ.
  • პარაზიტები – თუ გესიზმრებათ შემაწუხებელი პარაზიტები, მაშინ თქვენს ცხოვრებაში თავს იჩენს დამანგრეველი ფაქტორი. თუ სიზმარში პარაზიტები ვინმე სხვას აწუხებენ–რაღაც არასასიამოვნო ამბავი დიდი ხნით გამოგიყვანთ მწყობრიდან.
  • პარიკი – სიზმარში პარიკის ნახვა თქვენი ცხოვრებისა და მდგომარეობის შესაცვლელად გაწეული ქმედებების არასასიკეთო დასასრულს მოასწავებს; თუ სიზმარში პარიკი დაკარგეთ, მტრების დაცინვის ობიექტი გახდებით. პარიკიანი ადამიანები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენ სიცრუის ხლართებში ხართ.
  • პარკი (ბაღი) – მოვლილი პარკი სიზმარში სიხარულსა და გართობას მოასწავებს. თუ პარკში მამაკაცთან ერთად სეირნობთ–ბედნიერი ქორწინება გელით. მოუვლელი, მიტოვებული პარკი–მოვლენების მოულოდნელ და არასასიამოვნო შემობრუნებას ნიშნავს.
  • პატარძალი – გოგონა, რომელსაც ესიზმრება, რომ პატარძალი გახდა, მიიღებს მდიდარ მემკვიდრეობას; მაგრამ თუ სიზმარში მას აწუხებს გათხოვების პერსპექტივა–ელის იმედგაცრუება. თუ რეალურ პატარძალს ესიზმრება, რომ იგი გულგრილია მომავალი ქმრის მიმართ, ე.ი. მისი ცხოვრების დასაწყისი წინააღმდეგობებით იქნება სავსე.

    თუ სიზმარში პატარძალს აკოცეთ, აუცილებლად შეურიგდებით მეგობრებს. თუ პატარძალმა გაკოცათ, ჯანმრთელობას ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა მეგობარმა ქალმა მემკვიდრეობა მიიღოს. თუ გესიზმრებათ, რომ პატარძალი სხვებს კოცნის–გელით ახალი მეგობრობა და მრავალი სასიამოვნო რამ.

    თუ პატარძალს კოცნისას ამჩნევთ, რომ ის დაღლილი და უკმაყოფილოა,–წარმატებები, რომელსაც თქვენ აღწევთ, სიხარულს ვერ მოგიტანთ და მეგობართა საქციელითაც უკმაყოფილო დარჩებით.
  • პატიების თხოვნა (პატიება) სიზმარში თუ იძულებული ხართ პატიება ითხოვოთ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ცხადში თქვენი საქმეების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ–შეეცდებით გაერკვეთ ამ სიტუაციაში. თუ სიზმარში პატიება მიიღეთ, ცხადში წარუმატებლობის პერიოდი დამთავრდება და წარმატების დრო დაგიდგებათ.
  • პატიმარი, ტუსაღი – სიზმარში ტუსაღის ნახვა უბედურების, კატასტროფისა და ცუდი ახალი ამბების მაუწყებელია.

    თქვენი თავი ნახოთ პატიმრად–შეგაშფოთებთ რაღაც საქმე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობის თავიდან აცილებას ან შეცდომების გამოსწორებას. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს ტუსაღის ტანსაცმელში–ცხადში მას ექნება მის სიყვარულში ეჭვის შეტანის საფუძველი.
  • პეპელა – სიზმარში მწვანე ბალახებსა და ყვავილებში მფრინავი პეპლის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია–სიმდიდრისა და კეთილდღეობის მომასწავებელი. ეს სიზმარი მიგითითებთ, რომ მალე მიიღებთ ამბავს მისგან, ვისთანაც დაცილებული ხართ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელსაც მტკიცე ოჯახის შექმნა მოჰყვება.
  • პერანგი – თუ სიზმარში პერანგს იცმევთ, ცხადში თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენზე გული აუცრუვდება და ეს თქვენი თავქარიანობის ბრალი იქნება. თუ პერანგი რაიმეთია დასვრილი–ავადმყოფობა გელით. პერანგის დაკარგვა ცხადში უსინდისო საქციელის ჩადენას ნიშნავს; დახევა–უბედურების ნიშანია. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანები ცხოვრებას გაგიმწარებენ.
  • პიკნიკი – პიკნიკი სიზმარში წარმატებისა და სიხარულის ნიშანია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდებს ესიზმრებათ. პიკნიკის დროს მოულოდნელი შეფერხებები და ჭექა–ქუხილი–მატერიალურ მოგებას მოგიტანთ; გაგიმართლებთ ასევე საქმესა და სიყვარულში.
  • პირღებინება – თუ სიზმარში გაღებინებთ, ცხადში ავადმყოფობა ან უსიამოვნო სკანდალური ისტორია გელით. სისხლიანი ღებინება–ავადმყოფობაა. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს გული ერევა–ის ადამიანები, ვისაც ენდობით და გიყვართ, გიღალატებენ და მიხვდებით, რომ ისინი თქვენ მიმართ გულწრფელნი არ არიან. თუ ქალმა ფანტასტიკურ სიზმარში ნახა, ღებინებასთან ერთად ბარტყებიც გამოფრინდებიან, მისი ოცნებები და იმედები გაცრუვდება.
  • პისტოლეტი – პისტოლეტი სიზმარში უბედურებას მოასწავებს. თუ პისტოლეტი, რომელიც სიზმარში ნახეთ, თქვენ გეკუთვნით, ცხადში თქვენს ამაღლებულ გრძნობებს არ უწერიათ ასრულება და ამის მიზეზი თქვენთვის ჩვეული აფორიაქება იქნება.

    პისტოლეტიდან სროლა ნიშნავს, რომ თქვენ შური გიღრღნით გულს და ცდილობთ სამაგიეროს გადახდას იმ ბოროტებისათვის, რომელიც რეალურად თქვენთვის არ მოუყნებიათ. თუ სიზმარში პისტოლეტზე ლაპარაკობენ, ცხადში შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ მომართული არასასიამოვნო საუბრების დროულად აღკვეთას.
  • პოლიტიკოსი – თუ დაგესიზმრათ, რომ ურთიერთობა გაქვთ ცნობილ პოლიტიკოსთან, ცხადში გემუქრებათ უინტერესო ადამიანებთან დროის ტყუილი ფლანგვა. თუ პოლიტიკურ დებატებში ხართ ჩართული, ე.ი. ვიღაც მოხერხებულად იყენებს თქვენ წინააღმდეგ რაღაც გაუგებრობას ან თქვენს ცუდ განწყობილებას. თუ გოგონა სიზმარში დაინტერესდა პოლიტიკოსით, უნდა უფრთხილდეს მოტყუებას.
  • პოლიცია – პოლიციელის დასიზმრება ნიშნავს, რომ მაღალი მდგომარეობის მქონე პირები შეგავიწროვებენ. თუ პოლიციამ დაგაპატიმრათ იმ დანაშაულისათვის, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე გაიმარჯვებთ. თუ სიზმარში სამართლიანად დაგაპატიმრეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ცხადში მძიმე პერიოდი დაგიდგებათ და უსიამოვნებები ერთმანეთს მიჰყვებიან. თუ თავდებით გამოგიშვეს, თქვენი ცხოვრება არასტაბილური იქნება.
  • პორტრეტი – ლამაზი ქალის პორტრეტი იმაზე მიანიშნებს, რომ სილამაზის უკან ხშირად ბოროტება იმალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გესიზმრებათ პორტრეტები, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ზარალს მოგიტანთ.
  • პური – თუ ქალი სიზმარში პურს ჭამს, ცხადში, შესაძლოა, რაღაც უბედურება ეწვიოს. თუ პურს ვინმეს უნაწილებთ–თქვენს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. გამხმარი პური–გაჭირვებისა და წვალების ნიშანია. პურის ნამცეცები–იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა სამუშაო დაკარგოთ. ჭვავის პური თქვენს სახლში დიდი ხნით სიკეთისა და მხიარულების დამკვიდრებას მოასწავებს.