რაც აქამდე არ იცოდით კოკა-კოლას შესახებ

სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი მილიგრამი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.[1]
თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ, 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.

ფაქტები

  1. მსოფლიოში მოხმარებული ყველანაირი სასმელის 3.1% არის კოკა-კოლას პროდუქცია
    ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე.
  2. თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე, ყველასგასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება.
    კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500 ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და დამთავრებული სოიოს სასმელებით.
  3. კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.
  4. ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად
    კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი.
  5. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან.
    გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის ნაცნობი ჩიფსი “ლეისი”.
  6. კოკა-კოლას აქამდე წარმოებული თითოეული წვეთი რომ 250 გრამიან ბოთლებში ჩავასხათ და დედამიწაზე დავაწყოთ, ის მთვარემდე მიაღწევს და ჩამოვა, არა ერთხელ, არამედ 2000-ჯერ!
  7. თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს – 4-ჯერ მეტს, ვიდრე ემფაიარ სთეით ბილდინგია.
  8. კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს.
    კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვა, “ოკეის” შემდეგ.
  9. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან 15 ეკუთვნის კოკა-კოლას.
  10. კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და ეფლი ერთად.
    კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი
    მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი
    ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.