რა იმალება მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნაობების ქვეშ

ლონდონელმა ფოტოგრაფმა თომას სენტპეტერიმ საინტერესო სურათების სერია შექმნა. მის ფოტოებში ვნახავთ, თუ რა არის იმ ცნობილი ნაგებობების ქვეშ, რომლებიც ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს.

საფრანგეთი: ეიფელის კოშკის ქვეშ ექვს მილიონზე მეტი ადამიანის ნეშტია

კატაკომბა — ბუნებრივი ან ხელოვნური მიწისქვეშა სათავსებია, რომლებსაც ძველად რელიგიური წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და მიცვალებულთა დასამარხად იყენებდნენ. პარიზის კატაკომბებში ექვს მილიონზე მეტი ადამიანის ნეშტია შემონახული. ეს კატაკომბები გადატვირთული სასაფლაოების განტვირთვის მიზნით აშენდა.

ინგლისი: ბიგ ბენის ქვეშ ოლდვიჩის მიტოვებული მეტროს სადგურია

მეტროს სადგური, რომელიც 1907 წელს გაიხსნა, 1940-იან წლებში, დაბომბვის დროს თავშესაფრის ფუნქციას ითავსებდა, ასევე გამოიყენებოდა ბრიტანეთის მუზეუმის ზოგიერთი საგანძურის საცავად. სადგური 1994 წელს, დაიხურა. ამჟამად ის სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის მეხანძრეებისა და პოლიციის წვრთნებისა და სწავლებისთვის გამოიყენება.

იტალია: ნეაპოლის ქვეშ ბურბონის გვირაბია

თავის დროზე, ამ გვირაბის მშენებლობა პალაცო-რეალიდან ადამიანების ევაკუაციის მიზნით დაიწყო, მაგრამ აღარ დასრულებულა. მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო თავდასხმების დროს თავშესაფრად და სამხედრო ჰოსპიტლად იყენებდნენ.

პოლონეთი: კრაკოვის ქვეშ მარილის საბადოებია

Wieliczka პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. მაღარო, რომლის სიღრმე 327 მეტრს აღწევს, 2007 წლამდე განაგრძობდა სუფრის მარილის წარმოებას, ახლა კი დამთვალიერებლებს იღებს.

ინგლისი: ლონდონის სასტუმრო St. Pancras Renaissance-ს ქვეშ მიტოვებული სარკინიგზო მონაკვეთია

ეს ლონდონის ფოსტის რკინიგზის ხაზი იყო, რომელიც 1927 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მაგრამ მისი ფუნქციონირება სახელმწიფოს ძალიან ძვირი – დღეში 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი უჯდებოდა. ახლა აქ მუზეუმია, სადაც ვიზიტორებს ძველი საფოსტო მატარებლებით მგზავრობა შეუძლიათ.

ესპანეთი: ადგილობრივები სახლებს Barrio de Cuevas-ის გამოქვაბულებში აშენებენ

სამხრეთ ესპანეთში მდებარე ბარიო დე კუევასი ევროპაში გამოქვაბულების ყველაზე დიდი კომპლექსია – ის, დაახლოებით, 2000 მიწისქვეშა საცხოვრებელს მოიცავს. ადგილობრივები ასობით წელია, რაც ამ გამოქვაბულებში ცხოვრობენ.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.