რა მოხდება, თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს?

Europe seen from space

დედამიწამ ბრუნვა ოთხ-ნახევარი მილიარდი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. იგი საკუთარი ღერძის გარშემო თანაბარი ინტერვალებით, 23 საათსა და 56 წუთში ერთხელ ასრულებს ბრუნს.

მიზეზი, რის გამოც დედამიწა უწყვეტად ბრუნავს, არის ის, რომ მას პრაქტიკულად ვერაფერი შეაჩერებს. თუ კარუსელს დაატრიალებთ, ერთხელაც გაჩერდება… ამის მიზეზი კი ხახუნის ძალაა. ხოლო დედამიწა, ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად “ცარიელ” სივრცეში მოძრაობს. კოსმოსში ჰაერიც კი არ არის, რათა პლანეტის მოძრაობა შეანელოს.

თუმცა არის ერთი რამ, რაც ჩვენი პლანეტის ბრუნვას ანელებს: მთვარე. დედამიწის მთვარისკენ მიმართული მხარის მოძრაობა სრულად არ არის დაბალანსებული გრავიტაციით. ეს დისბალანსი ოკეანის მოქცევას ქმნის, რაც დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდულ რხევებს განაპირობებს. თავის მხრივ, ეს დედამიწის ბრუნვას ანელებს და შესაბამისად, დღე ყოველ 50 000 წელიწადში ერთი წამით იზრდება.

მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწის ბრუნვის შეჩერება მხოლოდ სხვა ციური ობიექტის შეჯახებას შეუძლია. მაშინაც კი, თუ ეს ასე მოხდება, დიდი ალბათობით, შეიცვლება პლანეტის ბრუნვის გზა — ნაცვლად სრული შეჩერებისა. ცხადია, ეს რადიკალური ცვლილებების გარეშე ვერ ჩაივლის… მაგალითად, შესაძლოა, ერთი დღე 24 საათის ნაცვლად, ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. დღისით ტემპერატურა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს, ხოლო ღამით ზედმეტად ეციება.

თავის მხრივ, დღისა და ღამის ტემპერატურის დიდი სხვაობა გამოიწვევს ძლიერ ქარებს. ასევე, ქარი დაუბერავს ეკვატორის გარშემო, თბილი რეგიონებიდან ცივ პოლარულ რეგიონებში. ამჟამინდელ დედამიწაზე კი ეს ასე არ ხდება.

როგორც იცით, დედამიწის ბირთვი ნაწილობრივ გამდნარი რკინისგან შედგება. ბრუნვითი მოძრაობა კი ამ გამდნარ რკინას მაგნიტად გარდაქმნის, რაც პლანეტას მაგნიტურ ველს უქმნის. ეს იმ მავნე გამოსხივებისგან გვიცავს, რომელიც მზის ნაწილაკებიდან და მზის სისტემის გარეთ მყოფი კოსმოსური სხივებიდან მოდის. მაგნიტური ველის გარეშე ეს გამოსხივება პლანეტის ზედაპირს მიაღწევდა და ადამიანებში დაავადებებს გამოიწვევდა.

დაბოლოს, დედამიწა რომ არ ბრუნავდეს, ღამის ცაზე ყოველთვის ერთი და იმავე თანავარსკვლავედები იქნებოდა ხილული, რადგან ყოველთვის ერთი მიმართულებით გავიხედავდით კოსმოსში.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.