რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

მკითხაობა ყავის ნალექზე მომავლის ამოსაცნობად – არის მარტივი, მაგრამ გამოცდილი მეთოდი, თქვენი აზრების დასამშვიდებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად!”– ამბობს ჩემი მეზობელი. იგი უკვე დიდი ხანია, რაც საფუძვლიანად ერკვევა ეზოთერიზმში. შორეულ აღმოსავლეთში ექსპედიციაში ყოფნისას (წარსულში, იგი არქეოლოგიით იყო დაკავებული), მან ეს ხელოვნება შამანებისაგან შეისწავლა.ჩემი მეზობლის ისტორიებით შთაგონებულმა, მეც გადავწყვიტე მეცადა ყავის ნალექზე მკითხაობა. ძალიან მიყვარს ყავის დალევა… ჩემი მეზობლის მიერ მოცემული რჩევების შემდეგ, ჭიქის ძირში მკაფიოდ გამოსახული გული შევნიშნე. უკვე ველოდები, როდის შემომთავაზებენ საქმროები ოჯახის შექმნას! რა უნდა იცოდეთ ყავის ნალექზე მკითხაობის შესახებ.დააკვირდი და დაინახავ!!

მკითხაობა ყავის ნალექზე მომავლის ამოსაცნობად

ხანდახან ცხოვრება – მხოლოდ ფინჯანი ყავის დალევაა და ასევე გამარტოვების ის განცდაა, რომელსაც გვჩუქნის იგი. ყავის ნალექზე მკითხაობა ადამიანს ძალას ანიჭებს – აძლევს უნარს განჭვრიტოს და, შესაბამისად, გავლენა მოახდინოს საკუთარ ბედზე, შეგნებულად იპოვოს სიტუაციისადმი შედარებით უფრო სწორი დამოკიდებულება.სიმბოლოებს, რომლებიც ჩნდება ნალექზე ან ჭიქის კედლებზე, გამოაქვს ინფორმაცია ადამიანის ქვეცნობიერიდან ცნობიერების დონემდე. გამოდის, რომ ყავის ფინჯანი ერთგვარი გამტარია. ადამიანი სვამს ყავას და მთელი თავისი ფიქრები ყავის ფინჯანზე კონცენტრირდება.

ყავის ნალექზე მკითხაობის საცდელად, თქვენ უნდა აიღოთ ორნაირად დაფქული ყავა, წვრილი და მსხვილი. და, რა თქმა უნდა, ჭიქა – შიგნით ნახატების გარეშე. ფინჯანში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი მსხვილი ყავას და 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული ყავა.ამასთანავე, თავად ჭიქა წინასწარ უნდა გაათბოთ მდუღარე წყლით და გააშროთ. ყავას დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ და გააჩერეთ 1-2 წუთის განმავლობაში.შემდეგ, საჭიროა დალიოთ ყავა და ფინჯანში დატოვოთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი სითხე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა ან ჩაიფიქროთ სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ ფინჯანი მარცხენა ხელით და გააკეთოთ სამი წრიული მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ისე რომ ნალექი ჭიქის კედლებზე გადანაწილდეს.

შემდეგ, სწრაფად უნდა გადაატრიალოთ ჭიქა თეფშზე ისე, რომ ნალექი და სითხე ჭიქის კედლებზე ჩამოედინოს. დაელოდეთ ერთ წუთი და გადმოაბრუნეთ ჭიქა.ახლა შეხედეთ ჭიქის ძირს და კედლებს. მათზე შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ხაზები, ფიგურები, წერტილები, კვეთები, რომლებზედაც უნდა იმკითხაოთ.ფიგურების მნიშვნელობა ასეთია: ტრანსპორტი (ნებისმიერი) – ეს არის გადაადგილება. გარეული ცხოველები მტრები არიან. მაგალითად, დათვი დიდი და ძლიერი მტერია, კურდღელი – პატარა და უსინდისო.შინაური ცხოველები – მეგობრები არიან. მაგალითად, ძაღლი – ნიშნავს ერთგულ მეგობარს, მაგრამ კატა – ის თავისთვის არის და არავის არ დაეხმარება. ქათამი – მხოლოდ ხმაური და არეულობაა. სახლი, შენებაა – ლოგიკურია. თუ ფიგურები საკვებს წააგავს, მაშინ ეს ნიშნავს რესურსის, ენერგიის წყაროს.

ხაზები არის გზები. წერტილები – დაბრკოლებები, გული კი – სიყვარულია.

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინჯანში გამოსული სურათის დანახვა, არამედ მისი საკუთარ წარსულთან და აწმყოსთან დაკავშირების მცდელობაც. ნიშნების განმარტებისას მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ ცალკეული ნიშნები, არამედ მათი მთლიანობა.აი ასეთია მკითხაობის წესი. ეს რთული არ არის! დაიწყე! და შენ აღმოაჩენ მინიშნებებსა და საიდუმლოებებს, რომლებსაც ის გაგიმხელს.ალბათ, ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუსურვებია შეეხედა თავის მომავალში ან მიეღო პასუხი გარკვეულ კითხვებზე, რომლებიც მას ამ მომენტისთვის აწუხებს.პირადად მე ვფიქრობ, რომ ყავის ნალექზე მკითხაობა, არის ასევე ყველაზე სასიამოვნო გზა – მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხის მისაღებად. დამეთანხმე, რომ მართლაც სასიამოვნოა არომატული და გამამხნევებელი ცხელი ყავის აუჩქარებლად დალევა და შემდეგ, ასევე აუჩქარებლად, ყავის ნალექის მიერ შექმნილი ნახატების დათვალიერება ჭიქის კედლებზე და მათში თქვენთვის საინტერესო პასუხების ამოცნობა.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.