რის დანახვა გვინდა სარკეში?

რის დანახვა გვინდა სარკეში?

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს. ქალს, ნებისმიერ ასაკში სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად. 50 წლის შემდეგაც კი შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, თუ კარგად მოუვლით თავს და დაიცავთ ცხოვრების სწორ წესს. მშვენიერი სქესის ბევრ წარმომადგენელს ურჩევნია მიმართოს კოსმეტოლოგებს, მაგრამ კოსმეტიკური პროცედურები ძვირია და ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია თავად დავამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები.

კანს სჭირდება ყოველდღიური და სათუთი მოვლა. ასაკთან ერთად ორგანიზმში ხდება სერიოზული ცვლილებები. საგრძნობლად ნელდება რეგენერაციის პროცესები, ირღვევა წყლის ბალანსი, რის გამოც კანი შრება და ჩნდება ნაოჭები. დაბერების საწინააღმდეგო ნიღბები სახეს ანიჭებს ჯანსაღ ფერს, საგრძნობლად ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და შესანიშნავად ატენიანებს. ბევრი პატარა ღრმა ნაოჭი, ტომსიკები თვალების ქვეშ – ეს პრობლემები ნაცნობია 40 წელს გადაცილებული უამრავი ქალისათვის. როგორც წესი, მათი მოშორება ან შეუძლებელია, ან ძალიან ძვირია, თუმცა ყოველთვის გინდა იყო ლამაზი და მიმზიდველი.

შინაურული ნიღბებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა ექსპერტების რჩევების გათვალისწინება. ნიღბის გამოყენებამდე გაიწმინდეთ სახე ქაფის ან სახის დასაბანი რძის გამოყენებით. შეგიძლიათ სახე დაიორთქლოთ მცენარეული ნახარშით ან თბილი სველი პირსახოცით. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე სპეციალური ფუნჯით – მასაჟის ხაზების გასწვრივ, შეეცადეთ არ დაჭიმოთ კანი პროცედურის ჩატარების დროს. ნიღბის მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილი ან გრილი წყალი. დაბანის შემდეგ წაისვით თქვენი კანის ტიპის შესაფერისი კრემი. ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი პროდუქტები. ნიღაბი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ, ის არ არის განკუთვნილი გრძელვადიანი შენახვისთვის. მყარი ნაწილაკები დაფქვით ფხვნილის მიღებამდე, რათა არ დაიზიანოთ კანი.

ჟელატინის ნიღაბი მშრალი კანისთვის

ჟელატინი, რომელიც ნიღბის შემადგენელი ნაწილია, შეიცავს კოლაგენს, რომელიც არბილებს კანს, ატენიანებს და აღადგენს მას. ჟელატინის შემცველი ნიღბები აშორებს გარქოვანებულ კანს, აუმჯობესებს სახის ფერს. ჟელატინს გააჩნია პლასტიფიკაციის თვისებები, ამკვრივებს კანს, ქმნის სახის მკაფიო ოვალს.

ინგრედიენტები:

  • კიტრი – ერთი ცალი;
  • ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი;
  • რძე – 3 სუფრის კოვზი.

ჟელატინს დაასხით რძე, გააჩერეთ ნახევარი საათი, რომ აფუვდეს. მოათავსეთ წყლის აბაზანაში, გააჩერეთ სანამ მთლიანად არ დაიშლება, რეგულარულად ურიეთ. კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაუმატეთ თბილი ჟელატინის მასას. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. მოიშორეთ ნაზად თითებით, ქვემოდან ზევით აწევით.

კარტოფილის ნიღაბი ნორმალური კანისთვის

ეს შემადგენლობა უზრუნველყოფს კანის კომპლექსურ მოვლას, აუმჯობესებს ელასტიურობას და ასწორებს ნაოჭებს.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი – ერთი ცალი;
  • არაჟანი (ცხიმიანობა მინიმუმ 20%) – 1 სუფრის კოვზი;
  • გლიცერინი – 1 ჩაის კოვზი;
  • ზეითუნის ზეთი – ერთი ჩაის კოვზი;
  • რძე.

მოხარშეთ კარტოფილი, გააგრილეთ და დაჭყლიტეთ. კარტოფილის პიურეს დაუმატეთ არაჟანი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი, გააზავეთ რძით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, დააფარეთ ხელსახოცი. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ დასველებული ბამბის ტამპონით და წაისვით კრემი.

ხილის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები შეიცავს მკვებავ და საშრობ ინგრედიენტებს. დაქუცმაცებული ხილი და კენკრა ეფექტურად წმენდს და კვებავს კანს ვიტამინებით.

ინგრედიენტები:

  • მჟავე ვაშლი – ერთი ცალი;
  • რძე – 2 სუფრის კოვზი;
  • შვრიის ფანტელი – 3 სუფრის კოვზი.

გაატარეთ შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში. ვაშლი გათალეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. ვაშლი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა ხილით ან კენკრით, სასურველია იყოს მჟავე. ერთმანეთს შეურიეთ ვაშლის რბილობი და შვრიის ფაფა. გააზავეთ რძით სქელი არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი ნიღბის რეგულარული გამოყენება ამცირებს არსებული ნაოჭების სიღრმეს და წარმოადგენს ახალი ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო პროფილაქტიკას.სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამოქმედო რეკომენდაციას. ნებისმიერი საშუალების გამოყენების ან პროცედურის ჩატარების წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან!

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.