როგორი სიმთვრალე აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

როგორი სიმთვრალე აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

თითოეულ ადამიანზე ალკოჰოლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს, მაგრამ არსებობს ზოგიერთი თავისებურება, რომელიც გარკვეულ ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს. გაინტერესებთ მათი გაგება? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ვერძი

თუ თქვენ მუდმივად ფხიზელი მეგობარი გჭირდებათ, რომელიც შესანიშნავად დაგათრობთ – ვერძი იდეალური ვარიანტია. თავგადასავლების ზღვა და ნოსტალგიური გახსენებები გარანტირებულია. ფრთხილად იყავით და თავი შეიკავეთ ვერძთან კომპანიაში, სხვაგვარად წვეულება ფეერიულ შოუდ იქცევა.

კურო

ვერძისგან განსხვავებით, კურო სწრაფად თვრება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას არ შეიმჩნევს. არავის გაუჩნდება ეჭვი, რომ იგი მთვრალია. მეტიც, ვერძი ყველას დაარწმუნებს, რომ ცუდი ალკოჰოლია და ერთი წვეთითაც არ იმოქმედა მასზე.

ტყუპები

ალკოჰოლი აქრობს ტყუპებისთვის დამახასიათებელ გაორებას და ბოლოს და ბოლოს გვაძლევს შანსს, გამოვავლინოთ, თუ რომელია მის ორმაგ სახეში მთავარი როლის შემსრულებელი. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, ”მთავარი” შესაძლოა გახდეს როგორც საყვარელი ფისო, ასევე ბოროტი დემონი. ასეა თუ ისე, ალკოჰოლის მეშვეობით შეიტყობთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ტყუპები.

კირჩხიბი

თუ გსურთ შეიცნოთ ნამდვილი კირჩხიბი – დაათვრეთ ის, და რაც უფრო სწრაფად დაათრობთ, მით უკეთესი. ალკოჰოლი დამცავ ფენას აქრობს და ავლენს კირჩხიბის ნამდვილ სახეს. ამგვარად, შესაძლოა, თავმდაბალი თანამშრომელი ბიჭი, რომელსაც ყურადღებას არასოდეს აქცევდით, წვეულების მეფედ იქცეს, და პირიქით, თამამი – სინამდვილეში ნაზი და მშვიდი აღმოჩნდეს.

ლომი

როგორც ცნობილია, ლომი ქცევის კანონებსა და საზღვრებს არ ემორჩილება. ამიტომ, მთვრალ და ფხიზელ ”მეფეს” ვერაფრით გაარჩევთ. იმ სიგიჟეებს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი სიმთვრალეში ჩადის, ლომი ყოველდღიურად აკეთებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ლომის სიმთვრალე გასცეს, არის თავის თავზე დიდი წარმოდგენის კიდევ უფრო მეტი გამოვლენა.

ქალწული

ალკოჰოლს შეუძლია დადებითად ზემოქმედება, და ამის დამამტკიცებელი საბუთი გახლავთ – ქალწული. საკმარისია მხოლოდ 2 ყლუპი, რის მერე ქალწულს ყველა და ყველაფერი უყვარდება. თუ მისი ღამით ხელში ჩაგდებას მოახერხებთ, დილით გემრიელი საუზმე გარანტირებულია.

სასწორი

მუდამ გაწონასწორებული სასწორი ჩვეულ ამპლუას კარგავს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ქალწულის მსგავსად, სასწორიც სიყვარულით აღსავსე ხდება, ოღონდ გაორმაგებულად. სასწორისთვის უკლებლივ ყველა გარშემომყოფი წარმოუდგენლად ლამაზი და ჭკვიანი ხდება, ამიტომ არჩევა უძნელდება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყოველი წვეულების შემდეგ, სასწორს რცხვენია თავისი საქციელის.

მორიელი

ოდესმე გინახავთ ადამიანი, რომელმაც იცის ზომა დალევაში? ეს გახლავთ მორიელი. მან ზუსტად იცის, როდის შეწყვიტოს სმა, მაგრამ ეს ზომიერება არასოდეს აისახება წვეულების მხიარულებაზე. მეტიც, მორიელი განაგრძნობს სხვების დათრობას, რაც შემდგომში იუთუბიზე ვიდეოების მილიონობით ნახვას იწვევს.

მშვილდოსანი

თუ მშვილდოსანთან დალევა გადაწყვიტეთ, ანუ თავს ასეთი უბედურება დაგატყდათ, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მასთან კამათს და შეასრულეთ მისი ყველა მითითება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაგხვრეტენ, ან ძალიან ეწყინებათ. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო უტყუარია.

თხის რქა

თხის რქისთვის ალკოჰოლი სასწაულმოქმედი ელექსირივითაა. საკმარისია ერთი წვეთიც კი, რომ ყველაზე მორცხვი და თავმდაბალი ინტროვერტი წვეულების გმირი გახდეს. ის ყველას კომპლიმენტებით შეამკობს, და ძალიან მშვიდად მიიღებს კრიტიკასა და ირონიას. მაგრამ უნდა დაელოდოთ გამოფხიზლებას. აი, მაშინ გაგიხსენებთ თხის რქა ყველაფერს.

მერწყული

გჭირდებათ გენიოსი? უბრალოდ დაალევინეთ მერწყულს ცოტაოდენი ალკოჰოლი და გენიოსი მზად არის! რა თქმა უნდა, მერწყული სიფხიზლეშიც არ არის უნიჭო, მაგრამ ალკოჰოლის მეშვეობით მისი შესაძლებლობები ასმაგად ვლინდება.

თევზები

გახსოვდეთ, არასოდეს დალიოთ მშვილდოსანთან და თევზებთან. თუნდაც შემთხვევით ბედმა ასეთი განგება გარგუნოთ, უბრალოდ გაიქეცით რაც შეიძლება სწრაფად. სხვა შემთხვევაში ტორნადოში მოჰყვებით. სიცილი, ცრემლები, სიხარული, მწუხარება… ეს ყველაფერი წამში ერთხელ ჩაანაცვლებს ერთმანეთს.

ასევე იხილეთ

რამდენად ხანგრძლივი იქნება სიყვარული თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რამდენად ხანგრძლივი იქნება სიყვარული თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშანს თქვენს შესახებ ბევრის თქმა შეუძლია, ისიც თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება თქვენი სიყვარული. თითოეულ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.