როგორ გამოვიყენოთ სწორად ყინულის ჯადოსნური კუბიკები ნაოჭების წინააღმდეგ

როდესაც ყინულის კუბიკებს ისვამთ სახეზე, დასაწყისში კანის ზედაპირული სისხლძარღვების მცირეხნიანი შეკუმშვა ხდება, ხოლო უფრო ღრმების – გაფართოება. ეს სისხლის მოძრაობას აძლიერებს. მას მერე კი, რაც ყინულს აიცლით, ზედაპირული სისხლძარღვები ფართოვდება, კაპილარები სისხლით ივსება და კანი “სუნთქვას” იწყებს.

ყინულის სწორად გამოყენება:

ყინულის დასამზადებლად ვიღებთ წყლას არა პირდაპირ ონკანიდან, არამედ გაფილტრულს, გამოხდილს ან უფრო უკეთესს – დისტილირებულს (აფთიაქში შეიძენთ) ან გაზგაცლილ მინერალურ წყალს (სუსტი მინერალიზაციის). თუ ასეთი წყლის შეძენის საშუალება არა გაქვთ, მაშინ ონკანის წყალი წინასწარ გაწმინდეთ ფილტრით ( მე გირჩევთ, წყალში მოზრდილი ნახშირი ჩააგდოთ. ეს საუკეთესო ბუნებრივი ფილტრია. წყლის ჭურჭელში მუდმივად მეგდო ერთი – ორი ნახშირი ხოლმე, როცა ბავშვები პატარები მყავდა და იმას ვასმევდი ).
წყლის გაწმენდის კიდევ ერთ ხერხს შეგახსენებთ:
წყალი ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში, დაელოდეთ იმ მომენტს, როცა თავზე შემოეყინება, შემდეგ ეს ფენა მოხსენით და გადააგდეთ (მასშია მთელი მძიმე მეტალები და სხვა მავნე ნივთიერებები), დარჩენილი წყალი შეიძლება უკვე გამოიყენოთ. გამდნარი წყალი ბიოლოგიურად აქტიურად ითვლება. ასაკის ან ეკოლოგიის გამო მოჩვარული სახის კანი უსიცოცხლო უჯრედები გაჯერდება რა გამდინარე წყლით, ჯანსაღდება, ხოლო როცა ვყინავთ, უფრო ვაძლიერებთ მის ეფექტს.

თუ კოსმეტიკურ ყინულს ბალახეულის ნახარშით, ხილის ან ბოსტნეულის წვენებით ამზადებთ, მისი შენახვა 4 – 5 დღეზე მეტ ხანს არაა რეკომენდებული. კოსმეტიკური ყინულის მომზადებისთვის ბალახების შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სახის კანის ტიპი ( (ნორმალურია, მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული ).

ყინულის მასაჟის დროს, დაიცავით ზოგადი წესები – ყინული ატარეთ სამასაჟე ხაზებზე და თვალების ირგვლივ.
არ გადაიციოთ კანი, ერთ ადგილზე ყინულის კონტექტი არ უნდა აღემატებოდეს 5 წამს, თორემ ჰაიმორიტს დაიმართებთ. ყინულით მასაჟი გაარძელეთ მანამ, ვიდრე კუბიკი არ გადნება ( ეს ძალიან მალე ხდება). მთელმა პროცედურამ 2 -5 წუთი უნდა წაიღოს. და კიდევ, კანი არ გაიმშრალოთ, რათა შეიწოვოს ნაყენი.
უკეთესია კუბიკებით დღეში ერთი – ორჯერ ისარგებლოთ. კანი გაიწმინდეთ დილა – საღამოს. წაისვით ჩვეულებრივი კრემი (დილის ან ღამის). მშრალი კანის შემთხვევაში, ყინულით გაწმენდის შემდეგ წაისვით ზეითუნის ზეთი და დაიტოვეთ ნახევარი საათი, მერე კი ხელსახოცით გაიწიმინდეთ.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.