როგორ დავიქვეითოთ შაქრის დონე ნივრის თესლით

ვარ 65 წლის ქალი. ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გული ხშირად მიჩქარდება, წნევაც მიწევს. სისხლის ანალიზმა მომატებული შაქარი აჩვენა. ძალიან შემაშინა ამ დიაგნოზმა, მაგრამ შემდგომ, როდესაც შევიტყვე, თურმე დღეს ძალიან გახშირებულია ასაკოვან ადამიანებში მსგავსი შემთხვევები, ყველა ნაცნობს ვუამბე ჩემი გასაჭირი. ერთმა ქალბატონმა მირჩია, ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენი მიიღეო.

ნივრის თესლი ძალიან მცირე ზომისაა – 2-3მმ – მდე, მაგრამ ეფექტიანი ნაყენის მოსამზადებლად სულ 7-8 ცალი დაგჭირდებათ. თესლს უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი, დადგათ გრილ, ბნელ ადგილას 5-6 დღე და წამალიც მზადაა. ნახევარ ჭიქა თბილს წყალში გახსენით ნაყენის 5-5 წვეთი. სვით დილაობით, უზმოზე, და საღამოობით, ძილის წინ. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო ნაყენმა სისხლში შაქარი ისე მომიწესრიგა, რომ უკვე მესამე თვეა, წამალი აღარ მჭირდება. წნევაც აღარ მაწუხებს, თავის ტკივილი და გულის ფრიალიც მომეხსნა.

ასევე შეგიძლიათ ამ საშუალებების გამოყენება:

2 ს/კ სელის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გადმოდგით, შეაგრილეთ და თბილ – თბილი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დადებითი ცვლილებები ხდება და ეს ცვლილებები იმდენად შესამჩნევია, რომ დიაბეტიანებს ზოგჯერ ინსულინის დოზის შემცირებაც კი უწევთ. სელის ნაყენის სმა საჭიროა ერთი წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, პერიოდულად უნდა სვათ ვარდკაჭაჭას ნაყენი. იგი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და წმენდს ორგანიზმს დიაბეტის დროს წარმოქმნილი შხამებისგან. დიაბეტიანებს პრასის ჭამას ვურჩევთ. ეს მცენარეც აწესრიგებს შაქრის დონეს.

1 ს/კ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და სვათ რეგულარულად, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.