როგორ დავუბრუნოთ ახალგაზრდობა კანს 4 დღეში

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისაა ქალი, მას ყოველთვის სურს დარჩეს ახალგაზრდა და მიმზიდველი. მაგრამ ასაკთან ერთად კანი ნაკლებად ელასტიური ხდება, ნაოჭები ღრმავდება, თვალის უპეები მუქდება. უსიამოვნო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდობაშივე.

კოსმეტოლოგები გვირჩევენ სახის კანი მუდმივად ვკვებოთ ვიტამინებით და სასარგებლო ზეთებით და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი გამოვიყენოთ ძვირად ღირებული კოსმეტიკა. სილამაზეს შევინარჩუნებთ ბევრი ისეთი პროდუქტით, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა.

ამჯერად გთავაზობთ ვიეტნამურ კანის გამაახალგაზრდავებელ 4 დღიან კურსს, რომლის შემდეგ კანი ხდება ჯანმრთელი, ნათელი და ელასტიური.

პირველი დღე – გაწმენდა

გარეცხეთ მანდარინი, მოაცილეთ კანი, დაფქვით კანი და დააბლენდერეთ  3 ს/კ. ბუნებრივი იოგურტთან და 2 ს/კ. შვრიის ფქვილთან ერთად.

ნიღაბი დაიდეთ სახეზე და ყელზე, 5 წუთის შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მეორე დღე – ლაქების გაუფერულება

1 მანდარინის წვენი შეურიეთ ცოტა რძეს, დაამატეთ 1 ს/კ. საფუარი და 1 ნაჭერი პური. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მესამე დღე – ლიფტინგი და გაახალგაზრდავება

დააბლენდერეთ 3 ცალი ლეღვი, გაურიეთ ერთი მანდარინის წვენი და 1 კვერცხის ცილა, რომელიც უნდა გათქვიფოთ გათეთრებამდე. 20-25 წუთით დაიდეთ სახეზე ეს ნიღაბი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სახეზე კრემის წასმა აუცილებელი არ არის.

მეოთხე დღე – დატენიანება

შეურიეთ ორი მანდარინის წვენი 4 ს/კ. შვრიის ფქვილი, 1 ს/კ. ზეითუნის ზეთი და 4 ჩ/კ. თაფლი. აურიეთ ყველაფერი კარგად და გამოიყენეთ ნიღაბი 10 წუთით, გაიკეთეთ მასაჟი სახეზე და დაიტოვეთ ნიღაბი კიდევ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

გამოიყენეთ ნიღბები დაწოლის წინ. დაიბანეთ სახე თბილი წყლით დაძინებამდე. გააკეთეთ 2-3 კვირაში ერთხელ ეს კურსი. გაუზიარეთ ეს ჯადოსნური რეცეპტი თქვენს ახლობლებს!

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.