როგორ უნდა ებრძოლოთ სტრესს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება სტრესული სიტუაციები, სხვადასხვა მიზეზების გამო. აი, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ვერძებს დაეხმარებათ ბუნებასთან განმარტოვება, ლაშქრობები, მოგზაურობები, დასვენება. ეცადეთ ხანდახან არ მიაქციოთ იმას, თუ რაც თქვენს გარშემო ხდება და მოდუნდეთ.

კურო

კუროებმა მეტი უნდა იურთიერთობონ მეგობრებთან და ადამიანებთან, რომლებსაც მათი ესმის. სტრესი გამოსწორებადია, ამიტომ იყავით კეთილგანწყობილი თქვენი ახლობლების მიმართ, რათა მათ იპოვონ თქვენი დასამშვიდებელი სიტყვები.

ტყუპები

ტყუპებს უბრალოდ დასვენება სჭირდებათ. ბევრი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლი საქმეს შველის, მაგრამ ეს მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას. ეცადეთ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა ხდება თქვენს თავს, გამოიყენეთ მედიტაცია.

კირჩხიბი

კირჩხიბს სანერვიულო მიზეზები არ ელევა. სტრესის დროს ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ენდეთ ახლობლებს. სიტუაციის გადაწყვეტა თავისთავადაა შესაძლებელი, უბრალოდ მოეშვით და დაელოდეთ.

ლომი

ლომს მართებს კონცენტრირდეს ოჯახის წევრებზე, ნუ ჩაიციკლებით მატერიალურ პრობლემებზე, მთავარია სიყვარული, რომელიც ხსნის სტრესს და გაძლიერებთ.

ქალწული

ქალწულებმა სტრესის დროს უნდა იურთიერთობონ ადამიანებთან, რომლებსაც მხარდაჭერა შეუძლიათ. სრული იზოლაცია უფრო ართულებს მდგომარეობას, ამიტომ გარისკვა არ ღირს. დაგეხმარებათ წიგნები, ფილმების ყურება.

სასწორი

სასწორებს შველის განმარტოება და შთაგონების მიღება. დაკავდით საყვარელი ჰობით, სტრესი ვერ შეეწინააღმდეგება თქვენს სიმშვიდეს. მოახდინეთ კონცენტრირება საყვარელ საქმეზე.

მორიელი

ეცადეთ არ იფიქროთ იმაზე, თუ რა იწვევს თქვენში ნეგატიურ აზრებს. დიახ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ცდად ღირს, რადგან მხოლოდ ასე მოგეხსნებათ სტრესი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ყველაზე უკეთ უმკლავდება სტრესს, მას მითითებაც კი არ უნდა, როგორ მოიქცეს. იცის, რომ ცხოვრება ერთი დიდი სტრესია, რომელიც მხოლოდ გაძლიერებს.

თხის რქა

თხის რქას მართებს მოდუნება. ნუ ფიქრობთ სხვებზე მეტისმეტად, საკუთარ თავზე იზრუნეთ, იცხოვრეთ საკუთარი პრობლემებით და ეცადეთ მოაგვაროთ.

მერწყული

აღიარეთ, რომ თქვენც გაქვთ ნაკლი, რადგან ადამიანი ხართ და არა რობოტი. ემოციურ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სპორტი და მძაფრი შეგრძნებები.

თევზები

თევზებს სტრესის მოხსნაში დაეხმარება განმარტოვება და საყვარელი საქმით დაკავება. ერიდეთ უცხო ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს იწვევს თქვენში.

ასევე იხილეთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ცივსისხლიანები არიან და უყვართ განცალკევება. ძნელად იხსნებიან ნამდვილი გრძნობებისათვის. სწორედ ამ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.