დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

ადამიანი კარგად რომ გაიცნოთ, საკმაო დროა საჭირო. მას უნდა დააკვირდეთ სხვადასხვა სიტუაციასა და მდგომარეობაში, ადეკვატური მოსაზრების შესაქმნელად. ადამიანის ბუნება, მისი ჩვევები და უპირატესობები ხომ ზედაპირული არაა. ეს ისაა, რაც მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან.

თუმცა, ფსიქოლოგები ეშმაკურად იცინიან და ამტკიცებენ, რომ ადამიანის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება მოულოდნელი ქცევებითაც. ეს იმიტომ, რომ ჩვენი მოქმედებების ნახევარი მაინც იმ ჩევვების შედეგია, რომლებიც გვახასიათებს. ამიტომაც, მექანიკური და ყველაზე უმნიშვნელო ქცევაც კი ბევრ რამეზე მეტყველებს. განსაკუთრებით, როცა დამკვირვებელს აქვს ნანახის გაშიფრვის უნარი.

ადამიანის ბუნება

გასაკვირია, თუმცა ადამიანის ხასიათი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იღებს იგი შხაპს, იხეხავს კბილებს ან თუნდაც კბილის პასტის ტუბს აჭერს. რთულია იმის დაჯერება, რომ ჩვენს კბილის პასტას დამკვირვებელი ადამიანისთვის ჩვენზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. დღეს ჩვენი რედაქცია ამას დაგაჯერებთ, მცირე ტესტის გამოყენებით.

გლუვი ტუბი

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც პასტის გამოყენების შემდეგაცაგლუვებენ ტუბს, რათა იგი სწორი და ლამაზი იყოს. ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ეს მარტივი არაა. ასეთი ჩვევა ხომ მეოცნებე და შემოქმედებით ადამიანებში გვხვდება. მათ უყვართ, როცა ყველაფერი ლამაზად გამოიყურება.

საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ადამიანი ყურადღებიანია წვრილმანებისადმი. ამასთან, ხშირად, მარტოხელაა. უპირატესობას ანიჭებს მეტი დროის გატარებას სახლში. მგრძნობიარე, მზრუნველი, მომთმენი, მეგობრულია. ჰარმონიას საკუთარ თავში პოულობს და ავრცელებს ურთიერთობებში.

შუაში ჩაჭყლეტილი

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

ასეთი ტუბი, ხშირად, აქტიური ადამიანის სააბაზანოში შეგვხვდება. მას არ უყვარს დროის უაზროდ ფლანგვა და მუდმივად რაღაცითაა დაკავებული. მართალია, ორგანიზებული არ ეთქმის, თუმცა, ყოველთვის პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას.

მას ყოველთვის ბევრი ადამიანი ახვევია გარს, მეგობრულია და უყვარს დროის მხრიარულად გატარება. მტკიცეა ემოციური კუთხით. ამიტომაც, საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებულია.

ზემოთ ჩაჭყლეტილი

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

დაჟინებულობა ამ ადამიანის მთავარი თვისებაა. იგი არაა დათმობას მიჩვეული, არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. თუმცა, ყოველთვის არ ენდობა ადამიანებს, ხანდახან, სკეპტიკურად აფასებს სხვების შესაძლებლობებს. საკუთარ თავში ბოლომდეა დარწმუნებული. თუმცა, ეგოისტურობა ხშირად უშლის ასეთ ადამიანს ხელს ადეკვატური ურთიერთობების აწყობაში ახლობლებთან, მეგობრებთან და მეორე ნახევართან.

პერფექციონისტის კბილის პასტა

მოკეცილი ბოლო

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

კბილის პასტის ტუბს მსგავსად ნამდვილი პერფექციონისტები იყენებენ. ასეთი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ არამხოლოდ ახლობელ ადამიანებზე, არამედ მის გარშემო ნივთებსაც. ამიტომაც, იგი ტყუილად არაფერს გადაყრის და რესურსსაც უაზროდ არ ფლანგავს. პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან შრომისმოყვარე და მეწვრილმანეც კია. სამაგიეროდ, მისი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

სხვადასხვა ადგილას დაჭეჭყილი ტუბი

დააკვირდით როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტას.

ჩვევა, რომელიც შემოქმედებით და თავისუფლებამოყვარულ ადამიანს ახასიათებს. იგი არც ისეთი პროგნოზირებადია, იშვიათადაა ზუსტი და პუნქტუალური, მისი ცხოვრება კი მოწესრიგებულობით არ გამოირჩევა. თუმცა, სამყაროსთვის ყოველთვის გახსნილი და ოპტიმისტია. თუმცა, ხანდახან განწყობის მკვეთრ ცვლილებებს განიცდის.

მანამდე არასდროს ვიფიქრებდი, რომ ისეთი წვრილმანი, როგორიც კბილის პასტის გამოყენებაა, ადამიანის ხასიათზე რამეს მიმახვედრებდა. ახლა კი ვხედავ, რომ ეს არც სისულელეა და არც მონაგონი, სპეციალისტების ნათქვამში ლოგიკა ნამდვილად დევს. ნუთუ, ადამიანის “წაკითხვა” ამდენად მარტივია?

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.