რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

ადამიანის ქვეცნობიერი საოცარი რამ არის – მას ჩვენს პიროვნებაზე გაცილებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქვეცნობიერი – ეს არის საწყობი, სადაც ინახება ყველაფერი, რაც მოგვწონს და არ მოგვწონს, რისიც გვჯერა, გვეშინია, აგრეთვე, ჩვენი ჩვევები და მოგონებები.

იქ არის ყველაფერი, რაც კი ოდესმე გვინახავს და განგვიცდია, თუმცა ყოველთვის როდი გვახსოვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქვეცნობიერი პირდაპირ უკავშირდება შეგნებულ ქცევას – მოცემულ შემთხვევაში ჩვენი თვალები ხედავენ მთლიან სურათს, ხოლო ტვინი ირჩევს იმას, რაც მხოლოდ ჩვენს პიროვნებასთან არის კავშირში.

რომელი იყო ის ცხოველი (ან ფრინველი), რომელიც პირველად დაინახეთ მთავარ (ზედა) სურათზე?

ზებრა

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველად ზებრა დაინახეთ, თქვენ მხიარული და ქარიზმატული ადამიანი ხართ, აზროვნებით ლიდერი, ძალიან აქტიური და სპონტანური; შეგიძლიათ აიყოლიოთ ადამიანები და ისინიც ხალისით მოგყვებიან. თქვენ შესანიშნავი კომპანიონი ხართ მხიარული შეხვედრებისთვის. თქვენი საკომუნიკაციო უნარები ნამდვილად ძალიან საქებარია და შეგეძლოთ გაყიდვების მარკეტინგში დიდი წარმატებისთვის მიგეღწიათ.
თუმცა ერთი და იგივე მალე გწყინდებათ, მუდმივად რაღაც ახალი გსურთ: ახალი ადამიანები, ახალი მოვლენები… თქვენთვის მთავარია, რომ ყოველი დღე განსხვავებული იყოს.

კატა

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველად კატა დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ სიტყვაძვირი ადამიანი ხარ. ზოგიერთებმა მორიდებულ ადამიანადაც შეიძლება ჩაგთვალონ. საქმე ისაა, რომ მოვლენების ცენტრში ყოფნის მაგივრად გირჩევნიათ შორიდან დააკვირდეთ, გააანალიზოთ, რასაც ხედავთ. თქვენთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები და გინდათ, რომ მათაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ თქვენ მიმართ. საკუთარ წესებს აწესებთ და მათ მიჰყვებით, დამოუკიდებელი ხართ და თავად შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შექმნა.

იხვი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ სურათზე პირველად იხვი შენიშნეთ, ასპროცენტიანი ოპტიმისტი ხართ და გზიდან ვერაფერი გადაგახვევინებთ. თქვენთვის არ არსებობს ცნებები – ნახევრად სავსე ან ნახევრად ცარიელი ჭიქა, თქვენთვის ჭიქა ყოველთვის პირთამდე სავსეა. დღევანდელი დღით ცხოვრობთ, მთელი არსებით; უზომოდ გიყვართ ახალი ადგილების აღმოჩენა, ახალი რამეების სწავლა, თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს.

კოალა

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველად კოალა დაინახეთ, ესე იგი, ძალიან მშვიდი ადამიანი ხართ და საკუთარი რიტმით ცხოვრება გირჩევნიათ იმის მიუხედავად, რა ხდება გარშემო. ძალიან კეთილი ხართ, ყურადღებიანი, მზრუნველი და გულისხმიერი. მეგობრებმა იციან: ერთი ზარი და მაშინვე მათ საშველად გაქანდებით. არც თუ ძალიან გიყვართ ხმაურიანი საღამოს წვეულებები, წყნარი საღამო წიგნის ან ფილმის „თანხლებით“ უფრო მოგწონთ. ბუნებით ალტრუისტი ხართ, ადამიანებს უანგაროდ ეხმარებით და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ.

სპილო

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

პირველი სპილო დააფიქსირეთ? – ესე იგი, გულწრფელი ადამიანი ხართ და ყველაფერზე ზრუნავთ, რაც თქვენ გარშემოა. ერთგული და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანი ბრძანდებით და თქვენს ახლობლებს შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ – თუ მათ დახმარება სჭირდებათ, იციან, ვის უნდა მიმართონ: თქვენ ხომ რაღაც მანქანებით ყოველთვის პოულობთ საშუალებას, ყველაფერი გამოასწოროთ, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. არა მარტო გულისყურით უსმენთ ადამიანს, არამედ შეუცვლელი პიროვნება ხართ ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. ოჯახი და მეგობრები – თქვენთვის უმთავრესია, თავს კარგად მაშინ გრძნობთ, როდესაც ისინი არიან კარგად.

დათვი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველი დათვი შეამჩნიეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ლოგიკური აზროვნება გაქვთ, კონსერვატორი ბრძანდებით და ტრადიციებს მისდევთ. განუხრელად მიჰყვებით საკუთარ ღირებულებათა სისტემას. თავშეკავებული და დაკვირვებული ადამიანი ხართ, არ გიყვართ დიდი კომპანიები და ხალხმრავალი ადგილები, ყოველთვის ისწრაფვით ჰარმონიისკენ. ძალიან მგრძნობიარე, საზრიანი და მოხერხებული ხართ. გწამთ წესების და არ იღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას.
შრომისმოყვარე, საიმედო და ერთგული ადამიანი ბრძანდებით, ბუნებით მაქსიმალისტი. ყოველთვის იცავთ დადგენილ ვადებს და სხვებისგანაც იმავეს ელოდებით.

ჟირაფი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ ჟირაფია ის ცხოველი, რომელიც პირველი მოგხვდათ თვალში სურათზე, მაშინ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ყველას მოსწონს. ფსიქოლოგიურად ძალიან მოქნილი ადამიანი ხართ, გაქვთ უნარი, სწრაფად გახდეთ „ჩვენი“ ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში და თვალის დახამხამებაში დაიკავოთ მასში ცენტრალური ადგილი. გიყვართ საუბარი და ნებისმიერთან იპოვით საერთო ენას. ძალიან შემგუებლური და პრაქტიკული ხასიათის ბრძანდებით.
მართალია, ისე ჩანს, თითქოს თქვენთვის გულის ტკენა შეუძლებელია, სინამდვილეში ძალზე ემოციური ხართ. თავდადებული მეგობრობა იცით და მეგობრებისგანაც იმავეს ელოდებით. არ გიყვართ ერთფეროვნება, მიდრეკილი ხართ, ხშირ-ხშირად შეიცვალოთ სამუშაო ან ჰობი.

ღორი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველად სურათზე ღორი მოგხვდათ თვალში, ნიშნავს, რომ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ყველაზე უკეთ მუშაობთ, თუ სხვები ხელს არ გიშლიან. გამჭრიახი გონება გაქვთ, თავში აზრები დაუჯერებელი სიჩქარით მოგდით, ასე რომ, ყველაფრის სხვებისთვის ასახსნელად, უბრალოდ, დრო არ გყოფნით. დეტალებისადმი ყურადღების, განსაკუთრებული მეხსიერების და საუცხოო ანალიტიკური უნარების წყალობით შეგიძლიათ არაჩვეულებრივი სპეციალისტი გახდეთ ნებისმიერ დარგში, რომელიც რაღაცის გამოკვლევას უკავშირდება. ექსტრავერტს ვერ გიწოდებენ, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა ნამდვილად არ გიჭირთ.

კურდღელი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ პირველი კურდღელი შეამჩნიეთ, ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ენერგიით სავსე და თქვენი ბედნიერების შეგრძნება გადამდებია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან სიხარული და მხიარულება შეგაქვთ, ყველას უნდა თქვენთან მეგობრობა. საოცარი იუმორის გრძნობა გახასიათებთ, რის წყალობითაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევით. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ „ცარიელი“ და ზედაპირული ადამიანი ხართ, მაგრამ ეს ძალიან შორს არის სიმართლისგან. პირიქით, დაკვირვებული ხართ, თანაგრძნობით აღსავსე. უბრალოდ, მოგწონთ, როდესაც ადამიანები მხიარულობენ, თუმცა ზოგჯერ მაინც გჭირდებათ ცოტა ხნით დასვენება.

ლომი

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

თუ ცხოველი, რომელიც პირველად შეამჩნიეთ, ლომია, აშკარაა, რომ დაბადებით ლიდერი ბრძანდებით. ბუნებრივად იცით, როგორ დაარწმუნოთ ადამიანები, რომ გამოგყვნენ საერთო მიზნის მისაღწევად, თუმცა ზოგჯერ მიდრეკილი ხართ, რომ თქვენი ნება-სურვილი სხვებს თავს მოახვიოთ და ასეთ შემთხვევაში თქვენი ძალა ზეწოლად იქცევა. არ გეშინიათ გამოწვევების, უმთავრესად, იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა, საკუთარი თავი სრულად წარმოაჩინოთ. გიყვართ შეჯიბრი და საუცხოო სტრატეგიულ ტალანტს ფლობთ.

ბუ

რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

პირველად ბუ თუ დაინახეთ, დაკვირვებული ადამიანი ხართ ანალიტიკური გონებით, უპირატესობას ანიჭებთ საკუთარ თავზე მუშაობას; ტკბებით სიმშვიდით და სიჩუმით და არც ისე კომფორტულად გრძნობთ თავს კოლექტივში; მოგწონთ, როცა ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული, რადგან ქაოსს წყობიდან გამოჰყავხართ. თავად პერფექციონისტს, გინდათ, რომ სხვებიც სრულყოფილებისაკენ ისწრაფვოდნენ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა ჩვენგანი მშვენიერი და გამორჩეულია სწორედ თავისი არასრულყოფილებით.
მართალია, არც ისე გულზიარი ადამიანი ხართ, მაგრამ გარშემომყოფებს მაინც მოსწონთ თქვენთან ერთად ყოფნა და თქვენს საოცარ ერუდიციას და იუმორის გრძნობას აფასებენ.

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.