რჩევები ხალხური მედიცინიდან ცხიმიანი თმის მოსავლელად

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, გამოიყენეთ რჩევები ხალხური მედიცინიდან, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაში არის მოყვანილი ისინი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • მდოგვი
  • შავი პური
  • პოლიეთილენის ქუდი
  • ლიმონი
  • ვაშლი
  • სტაფილო
  • ბორის მჟავა
  1. 2-3 ჩაის კოვზი მდოგვი წყალში გააზავეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ და თავის კანში შეიზილეთ. 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. 100 – 150 გ შავი პური ან ქერქი წვრილად დააქუცმაცეთ და მდუღარე წყალი დაასხით. როცა შეგრილდება, ფაფა თავზე წაისვით და პოლიეთილენის ქუდი დაუხურეთ 20-30 წუთით. შემდეგ ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. ცხიმიანი თმის გაწმენდა შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ შემდეგი ხსნარით: თითო ჩაის კოვზი ლიმონის, ვაშლის, სტაფილოს წვენი, ერთი მწიკვი მჟავა, 3 სუფრის კოვზი წყალი.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.