სად ღირს “ბიგ მაკი” ყველაზე ძვირი?

წელიწადში ორჯერ Economist-ი “ბიგ მაკის” ინდექსს ადგენს, ამისათვის, გამოცემას “ბიგ მაკის” საშუალო ფასი აშშ დოლარებში გადაჰყავს, რადგან აღნიშნული პროდუქტი სტანდარტიზებულია მთელ მსოფლიოში და მას უნდა ჰქონდეს იგივე ფარდობითი ღირებულება ყველგან. ღირებულების განსხვავებები გამოხატული აშშ დოლარში, შესაბამისად, ასახავს თითოეული ვალუტის მსყიდველუნარიანობის განსხვავებებს. ასე მაგალითად Big Mac Index -ის მიხედვით, შვეიცარიაში “ბიგ მაკი” 7,06 აშშ დოლარი ღირს, აშშ-ში კი 5,65 დოლარი. აღნიშნული პროდუქტი ყველაზე ძვირი ვენესუელაშია და მისი ფასი $8.35-ია, ხოლო იმ ქვეყნების ათეული, სადაც “ბიგ მაკი” ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

ვენესუელა – $8.35;
შვეიცარია – $7.06;
ნორვეგია -$6.33;
შვედეთი – $6.21;
აშშ – $5.65;
კანადა – $5.65;
ისრაელი – $5.16;
ურუგვაი – $5.11;
ევროზონა – $5.03;
ავსტრალია – $4.81;

დათვლილი რეიტინგის მიხედვით, “ბიგ მაკის” ფასი ყველაზე დაბალი ლიბიაშია – $1.68, მას მოსდევს რუსეთი – $2.19, სამეულში სახელდება სამხრეთ აფრიკა – $2.27, ხუთეულს ასრულებს აზერბაიჯანი და თურქეთი, სადაც “ბიგ მაკის” ფასი – $2.32-ია.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.