საშიშია თუ არა ეროტიკული სიზმრები?

ეროტიკული სიზმრები, პრაქტიკულად, ყველას აქვს, სხვაობა მხოლოდ სიხშირესა და მათ ასრულებაშია. რატომ ვხედავთ ასეთ სიზმრებს და საშიშია თუ არა ის ურთიერთობისთვის?

რა არის ეროტიკული სიზმრების მიზეზი?

უცნაური სექსუალური სიზმრები – განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან – ბევრს აწუხებს, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, აქ სანერვიულო არაფერია: უბრალოდ, აღიგზნებით ძილში. ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონები, ამიტომ ასეთი სიზმრები ქალებში ხშირად მენსტრუაციამდე (აგრესიული) სჭარბობს, ხოლო მენსტრუაციის შემდეგ ეროტიკული სიზმრები უფრო სასიამოვნოა და ორგაზმითაც მთავრდება.

სიზმრებს რეალობასთან კავშირი მაინც აქვს. თუკი თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, სექსი სიზმარში სასიამოვნოა და თან დილით, გაღვიძების შემდეგაც შესანიშნავი განწყობა მოაქვს. ხოლო თუკი პრობლემები გაქვთ, ეს ეროტიკული სიზმრები უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს.

ფარული შეტყობინებები

ხშირად ეროტიკულ სიზმრებს სულაც არ აქვს კავშირი სექსთან. თუკი დაგესიზმრათ, რომ თქვენს უფროსთან რომანი გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ოდესმე ლტოლვას განიცდიდით. მაგალითად, ეს შეიძლება იმან გამოიწვიოს, რომ სამსახურში დაწინაურებას ელოდებით ან სამუშაოს შეცვლაზე ფიქრობთ. სწორედ ასეთი ფიქრები გადადის ხოლმე სიზმრებში.

ასევე, სექსი ყოფილთან არ ნიშნავს, რომ მასთან დაბრუნება გსურთ. შესაძლოა, ნერვიულობთ, რომ ახლანდელი პარტნიორიც ყოფილის გზას არ დაადგეს.

ასევე იხილეთ

ანალური სექსის წესები

ანალური სექსის წესები

ანალური სექსი ტაბუირებული თემა აღარ არის და მასზე საუბარს უკვე ღიადაც აგრძელებენ.მაგრამ მაინც ამ ტიპის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.