„სიამოვნების სიმულაცია“ – ხრიკი, რომლისთვისაც ყველა ქალს მიუმართავს

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ სჯობს, საკუთარი სურვილები ჩაკლას, ვიდრე პარტნიორს გაუმხილოს. „სიამოვნების სიმულაცია“ – ის ეშმაკური ხრიკია, რომელსაც ბევრი ქალი მიმართავს.
ამბობენ, რომ ქალებს ორგაზმის ინსცენირებაც კი შეუძლიათ. გეთანხმებით, მამაკაცს ერთგვარად აღაგზნებს, როდესაც ესმის, რომ მისი პარტნიორი სექსუალურ ხმებს გამოსცემს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, თქვენ მიხვდებით, რომ ის, რაც გსურდათ, ვერ მიიღეთ და მინიმუმ, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგეუფლებათ.

●უარი – ურთიერთობისთვის ის უფრო საშიშია, თუ სექსის დროს რამეს თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებთ, ვიდრე უარის თქმა.
ასეთ შემთხვევებშიც ხშირია, როდესაც ქალები მსახიობის როლს ირგებენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ უთქმელობით ქალი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცეს.

●რა არის გამოსავალი? – პასუხი მარტივია – საუბარი. ნუ მოგერიდებათ სიმართლის გამხელის. მამაკაცებს თამამი და წინდახედული ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე ეშინიათ მათი.

უთხარით, რა გსურთ, რა მომენტში რა გგვრით სიამოვნებას. არ დაგავიწყდეთ, კორექტულად მიანიშნოთ ისიც, რა არ მოგწონთ და რა არ გსიამოვნებთ.
საჭიროა სწორი სტრატეგიის შენარჩუნება. ნუ დააშინებთ მამაკაცს და ნუ აგრძნობინებთ, რომ ეჭვიანობისგან ჭკუიდან იშლებით. ერთი შეხედვით, ეს არც ისე მარტივია და წყენა ოდესმე მაინც აგალაპარაკებთ. თუმცა, სჯობს მოგვიანებით მშვიდად ესაუბროთ, ვიდრე გაცხარებით.
ეცადეთ, არ ახსენოთ ის, რამაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ უთხრათ, როგორი საქციელი უფრო მოგეწონებათ მისგან და მიანიშნოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი ეცდება, პატარა ბავშვივით დაიძვრინოს თავი და უფრო უარესიც – მოგიყვებათ ამბებს ისეთი რაღაცების გამოკლებით, რაზეც უკვე იცის, ადრე რა რეაქციაც გქონდათ.
ამაზე უარესიც არსებობს – მისი ყოველდღიურობიდან შელამაზებული ფორმით მოყოლილი ამბები, რაც ტყუილთან ძალიან ახლოსაა.
მამაკაცების უმეტესი ნაწილი დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით – დაგაჯეროს ის, რაც დაუჯერებელია. თუმცა, მიუხედავად ამ ნიჭისა, ისინი მაინც საეჭვოა, მიხვდნენ, როდის თამაშობს სექსის დროს ქალი და როდის არა.

●რა სურთ მამაკაცებს? – საუკუნეგამოვლილი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც ისევე ვეძებთ, როგორც იმაზე, თუ რა სურთ ქალებს. უპირველესად, ორივე სქესის წარმომადგენელს სურს, რომ მისი მეორე ნახევარი ყველა საკითხში იდეალურად უგებდეს და ყალბი არ იყოს.
დამაინც, მამაკაცებს სურთ, რომ ქალები მათ სიამოვნებასა და გაგებაზე უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულნი, ვიდრე ეჭვიანობაზე, დაქალებზე, კამათზე. შესაძლოა, მეუღლეს მსგავსი ხასიათის მესიჯს სწერთ: „პური და კარაქი მოიტანე, აღარ გვაქვს“ და ფიქრობთ, რომ ის ვალდებულია.

არასდროს დაგავიწყდეთ, დააყოლოთ თბილი სიტყვები, როცა რამეს (მო)ითხოვთ მისგან.
ალბათ, საყვარელი მეუღლე ყურადღებით გისმენთ, როდესაც საათობით უყვებით, თუ როგორ სწუხხართ ამა თუ იმ საკითხის გამო. არადა, ამ დროს შეგიძლიათ შემდეგი სიტყვები უთხრათ: „ საყვარელო, იცი, რა რთული სამუშაო დღე მქონდა (ან ბავშვები მთელი დღე მაბრაზებდნენ), მაგრამ როგორც კი დაგინახე, მივხვდი, რომ ნერვიულობა არ ღირს, შენ ხომ დღეს ასეთი სიმპათიური ხარ“.
შედეგად, დიდი ალბათობით, მიიღებთ არა უემოციო მამაკაცს, არამედ თვალებში ნაპერწკლებგამკრთალ მამრს, რომელიც თავის სიმაღლეზე დგას და უხარია. შესაბამისად, თქვენი საუბარიც სხვა ნოტზე წარიმართება.
ეს ყველაფერი ხელების დაბანასავით ადვილი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვეჩვენება, რომ ყველაფერი სულს გვიხუთავს.

მთავარი ისაა, რომ შედეგად საყვარელი მამაკაცისგან სითბოს მივიღებთ და ეს იქნება დასტური იმისა, რომ დაძაბულობას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სიმშვიდე, როგორც სიბნელეს – სინათლე და სიცივეს – სითბო. ეს ხომ სამყაროს კანონია.

ასევე იხილეთ

ანალური სექსის წესები

ანალური სექსის წესები

ანალური სექსი ტაბუირებული თემა აღარ არის და მასზე საუბარს უკვე ღიადაც აგრძელებენ.მაგრამ მაინც ამ ტიპის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.