სიმართლე მარილის შესახებ, ნამდვილად არის თუ არა ის მავნებელი?!

არაერთმნიშვნელოვანია ეს ყველაზე უძველესი საკმაზი. იყო დრო, როცა მარილი ოქროზე ძვირად ფასობდა, მაგრამ ამჟამად მისი დიდება საკმაოდ დაკნინებულია. ერთნი მას ცოცხალი არსებობის უმეტესობის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელ ელემენტად თვლიან. სხვები, პირიქით, მისი ზომიერი მოხმარებისკენ მოგვიწოდებენ, ზოგჯერ კი – მის მიღებაზე სრული უარის თქმაზე, რასაც მრავალ გამოკვლევებზე დაყრდნობით გვიმტკიცებენ და მიგვითითებენ მაღალ არტერიულ წნევასა და სხეულის შეშუპებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ოდენობით მიღებული მარილი იწვევს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მარილის 30 – გრამიანი დოზა მომაკვდინებელია ადამიანის ორგანიზმისათვის, რამდენადაც ასეთი რაოდენობის ერთჯერადად მიღება ქსოვილებისა და ტვინის შეშუპებას იწვევს. მაშ, რა არის მარილი? სჭირდება ის ორგანიზმს თუ არა? და თუ სჭირდება, რა რაოდენობი?

მარილის ფუნქცია

ადამიანის ორგანიზმისთვის მარილი უკიდურესად აუცილებელია. ამის გასაგებად, საკმარისია სკოლის ბიოქიმიის კურსში პატარა ექსკურსიის ჩატარება. მარილის ძირითადი ელემენტები – ნატრიუმი და ქლორი – ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს. ნატრიუმი მჟავა – ტუტოვანი და წყლის ბალანსის შემანარჩუნებელი ერთ -ერთი მონაწილეა. ამას გარდა, ის ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთების შეკუმშვას უზრუნველყოფს. ქლორი აუცილებელია კუჭის წვენის გამომუშავების პროცესში. ის სხვა რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებს, რომელთა შორისაა – ამილაზას ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც აუცილებელია ნახშირწყლების შემცველი საკვების ასათვისებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარილი ფერმნეტების ბუნებრივი მასტიმულირებელია და თუ მას მთლიანად გამოვრიცხავთ რაციონიდან, მაშინ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა დაირღვევა, რაც გემოს შეგრძნებას, სისუსტეს, სწრაფ დაღლას, ქოშინს, კრუნჩხვას და გულის მუშაობის დარღვევას გამოიწვევს.

მარილი მავნებელია?

მარილის სარგებლობაზე ასეთი მნიშვნელოვანი არგუმენტების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვრიცხავთ მისი მავნებლობის საკითხს. მართლაც, მარილის უზომოდ გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიების განვითარების რისკი. მარილის მოხმარების შემცირება კი შეიძლება შეშუპებების, პროტეინურიის – შარდში ცილების მაღალი შემცველობის (თირკმელების დაავადება ) და მხედველობის გაუარესების პროფილაქტიკადაც იქცეს. უმარილო დიეტა ძალიან ეფექტურია ზედმეტად ცხიმიანი კანისთვის და ფერიმჭამელების თავიდან ასაცილებლად. მარილის ჭარბმა გამოყენებამ კი შეიძლება კალიუმის დეფიციტი და ოსტეოპოროზი გამოიწვიოს.

რაფინირებული მარილი მავნე მარილია

“ექსტრა” კლასის მარილი (რომელიც კარგა ხანია გაქრა ჩვენი დახლებიდან ) ჩვულებრივ რაფინირების პროდუქტია. ქიმიური და თერმული დამუშავებით ის მარტო კარგავს თავის ყველა სარგებლიანობას, არამედ კანცეროგენულ თვისებებსაც იძენს და იმ მავნე პროდუქტად იქცევა, რომელიც ამაღლებს არტერიულ წნევას. ასეთი მარილი, ვიდრე დახლზე მოხვდება, 650 გრადუსზე მეტზე შრება. მარილის მოლეკულები ვერ უძლებენ ასეთ ტემპერატურას და სკდებიან, მთლიანად იცვლიან სტრუქტურას. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. წარმოების შემდეგი ეტაპია სინესტის ქიმიური ამაორთქებლის დამატება, რომელიც “აშრობს” მარილს. იოდის ბუნებრივი მარილები გადამუშავების პროცესში იკარგება და მათ ნაცვლად ემატება საკმაოდ ტოქსიკური ელემენტები. ბუნებრივია, ყოველივე ამის შემდეგ ასეთი სახის მარილის სასარგებლო თვისებებზე ლაპარაკი, სრულიად ზედმეტია.

იდეალურია ზღვის მარილი

ორგანიზმს მარილი სჭიდება, მაგრამ ნამდვილი, ბუნებრივი და არა ცივილიზაციისგან “სრულყოფილი”. ზღვის მარილი ბუნებრივად შრება მზეზე, შეიცავს ზღვის ფლორისა და ფაუნის მიკროელემენტებს. მის შემადგენლობაში 85 – 95 % ნატრიუმის ქლორიდია. დანარჩენი 5 -15 % ქიმიური ელემენტების (ზღვის მარილში ისინი დაახლოებით 84 – ია ) ყველა შესაძლო ნაერთს უკავია. თვით ასეთი ორგანული მარილიც კი მოზრდილმა ადამიანმა დღეში 2 გრამზე მეტი არ უნდა მიიღოს. ბავშვებისთვის დოზა უფრო ნაკლებია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ შეიძინეთ ნამდვილად ზღვის მარილი და არა ფალსიფიცირებული.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.