სისხლის მიმოქცევის პრობლემების 7 შეუმჩნეველი სიმპტომი და მათზე რეაგირების საშუალებები

ცხოვრების მჯდომიარე წესი, დაუბალანსებელი კვება და მავნე ჩვევები ხშირად ხდება სისხლის ცუდი მიმოქცევის მიზეზი. თუმცა ადამიანების უმრავლესობა ვერ ამჩნევს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციის დარღვევას მანამ, სანამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ იჩენს თავს.

ექიმებმა დაასახელეს 7 ადრეული სიმპრომი, რომელიც მიგვითითებს, რომ თქვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

მუდმივად ცივი კიდურები

თუ ხელები და ფეხები ცხელ ამინდშიც კი ცივი რჩება, მაშინ ეს სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევის პრობლემითაა გამოწვეული

კანის საფარის ფერის ცვლილება

კანის გარკვეულ არეებში მკრთალი-ყვითელი ან მოცისფრო შეფერილობის გამოჩენა, შესაძლოა სიცხლის ცუდი ცირკულაციის მომასწავლებელი იყოსს.

კიდურების ოფლიანობა და ჩხვლეტა

ეს სიმპტომები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუკი ამგვარი მდგომარეობა იშვიათი არ არის, მაშინ მოცემული სიმპტომები სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევასთან შეიძლება იყოს კავშირში.

პედიოდული კოჭლობა

ქვედა კიდურების სისხლით უზრუნველყოფის შეფერხება ზომიერი ფიზიკური დატვირთვების დროსაც კი (სიარული) ქსოვილის ჟანგბადით შიმშილობის მიზეზი ხდება, რაც ტკივილის სინდრომითა და დამცავი რეაქციით იჩენს თავს – პედიოდული კოჭლობა.

პრობლემური ფრჩხილები კიდურებზე

სისხლის არასაკმარისი მიწოდება შესაძლოა ფეხის ფრჩხილების პრობლემის წარმოქმნის მიზეზი გახდეს, მაშინაც კი თუკი ფელის ფრჩხილები ნორმალურ მდგომარეობაშია.

შარდის შეკავება

თუკი სითხის საკმარისი ოდენობით მიღების მიუხედავად თქვენ საპირფარეშოში მოსაშარდად იმაზე იშვიათად შედიხართ ვიდრე დღეში 3 ჯერ, უნდა გაფრთხილდეთ. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს თირკმელებს არასაკმარისი რაოდენობის სისხლი მიეწოდება.

პრობლემები ინტიმურ სფეროში

ვინაიდან აღგზნების შეგრძნება მჭიდროდაა დაკავშირებული სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებასთან, სისხლის ცუდი ცირკულაციის დროს საწოლში პრობლემები შეიძლება შეექმნას როგორც მამაკაცებს ასევე ქალბატონებსაც და ლიბიდოს ასამაღლებელი აბები აქ ვერ დაგეხმარებათ.

რა შეიძლება გავაკეთოთ?

ხშირ შემთხვევაში სისხლის ცუდი მიმოქცევა იმ შეცდომებითაა გამოწვეული, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად უშვებს. პროფილაქტიკისთვის სასურველია დაიცვათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი წესი:

  • უარი თქვით თამბაქოზე. ნიკოტინი ავიწროებს და აზიარებს სისხლძარღვებს, რაც ხშირად ხდება სისხლის ცირკულაციის დარღვევის მიზეზი.
  • შეზღუდეთ ცხიმის მოხმარება. დაბალი ხარისხის მარგარინი და კარაქი შესაძლოა არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევის პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამომწვევი მიზეზიც.
  • გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას ალკოჰოლთან. სპირტიანი სასმელები სისხლის მიმოქცევისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!
  • დაკავდით სპორტით. ყოველდღიურად 150 წუთი მსუბუქი აერობიკა ან 75 წუთი ინტენსიური ვარჯიშები თქვენი არჩევანის მიხედვით.
  • მიიღეთ ცხელი აბაზანები (40–50 °С). ექიმების მტკიცებით, ყოველდღიურად 15 წუთი ასეთი პროცედურებისა აუმჯობესებს გული ფუნქციას.

თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ სისხლის მიმოქცევის დარღვევა გაქვთ, არ არის საკმარისი უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლა. ასეთი სიმპრომები ხშირად მიუთითებენ სხვა უფრო სერიოზულ დაავადებებზე, რომელთა აღმოფხვრა სამედიცინო დახმარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.