სიზმრის ახსნა – ასო-ბგერა “ს”

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
  • საათი – სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.

    თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ.
  • სადილი – თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით.
  • სათვალეები – სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია.
  • საიდუმლოება – თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს..
  • სალათი – თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.
  • სალამური, ფლეიტა – თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები.
  • სამალავი, თავშესაფარი – სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ.
  • სამართლიანობა – თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.
  • სამაჯური – თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა.
  • სამზარეულო – სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება.
  • სამკაულები – თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.

    სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ.
  • სამოთხე – თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ..
  • სამორინე – თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.
  • სამრეკლო – ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ.
  • სამუშაო – თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.
  • სანაპირო, ნავსადგური – ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.

    თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
  • სანთელი – სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ.
  • საროსკიპო – თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით.
  • სასამართლო – თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–”დამნაშავეა”, მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს.
  • სასაფლაო – სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.

    თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ.

    ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.
  • სასახლე – თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს.

    თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად ღებულობს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს.
  • სასმელი – თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.

    ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში.

    კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.
  • სასტუმრო – თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.

    თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით.
  • სასწორი – თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება.
  • სატრფო, შეყვარებული – თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება.
  • საუზმე – ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია.
  • საფრთხე – თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს.
  • საფულე – თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ.
  • საქორწინო კაბა – საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს.
  • საჩუქარი – სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.

    თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს.
  • საწამლავი – თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.

    თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად.

    თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.
  • საწოლი – ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას.

    საკუთარი თავის ნახვა საწოლში, უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს.

    თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი წევს ლოგინში ფერმკრთალი და ავადმყოფი, ცხადში თქვენს მეგობრებს ელით უცნაური და სახიფათო გართულებანი, რომელიც თქვენ დაგადარდიანებთ. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი შარდს ვერ იკავებს, ეს მოასწავებს მისთვის დიდ მღელვარებას და ნერვულ დაავადებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად განიკურნება. სველი ლოგინის ნახვა ყველასათვის მოასწავებს ავადმყოფობას და საქმიანობაში დამყარებული წესრიგის დარღვევას.
  • სესხება – თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას.
  • სეტყვა – სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია.
  • სვირინგი – თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს.
  • სიგიჟე – თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე.
  • სიზარმაცე – თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს.
  • სიზმარი – თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს.

    თქვენს სიზმარში მძინარე ადამიანები–ე.ი. ნებისმიერი საშუალებით შეეცდებით ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის გვერდით წევხართ, თქვენი შეყვარებულისაგან იმედგაცრუება გელით. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან წევს, ცხოვრებაში იგი არ უნდა იყვეს ზედმეტად დამთბობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნებების მსხვერპლი გახდება.

    აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი.
  • სიკვდილი – თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.

    ცხადში კი ასეთი სიზამარი იმაზე გაფრთხილებთ, რომ დადებითმა ემოციებმა შეიძება უარყოფითი გამოდევნოს. შეიძება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ადამიანს თავისი მეგობარი მომაკვდავი დაესიზმრა, ცხადში კი ეს სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, დაუფიქრებელი საქციელისაგან თავი შეიკავოს. თუ სიზმარში მისი მეგობარი კვდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას შეუძია წინააღმდეგობები გადალახოს.

    სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ, თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ “მე”–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.
  • სილამაზე – სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი.

    თქვენი თავი ნახოთ ლამაზად–ე.ი. ცხადში წარმოუდგენლად პირფერი იქნებით. სხვები ნახოთ ლამაზად, ე.ი. თქვენ ისარგებლებთ თავქარიანი ხალხის ნდობით.
  • სიმდიდრე, ფუფუნება – სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
  • სიმღერა, სიმღერები – თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით.

    სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.
  • სინათლე – სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს.
  • სინდისი – თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება.
  • სისასტიკე – სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს.
  • სისხლი – სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.

    სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე, რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.
  • სიყვარული – სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ.

    ცოლ–ქმარი თუ ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და საყვარელ ბავშვებს, რომლებიც მათ სიხარულს მოუტანენ.

    მოსიყვარულე მშობლების ნახვა–ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს, აგრეთვე წარმატებისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევის მუდმივ მცდელობას.

    ცხოველების სიყვარული სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც მიუთითებს ცხოვრების კმაყოფილებაზე, თუმცა შესაძლოა, თქვენ ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბედი დაგასაჩუქრებთ იმით, რაც თქვენს სულს ბედნიერებით აღავსებს.
  • სიშიშვლე – თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები.

    თუ თქვენ მოულოდნელად შენიშნეთ საკუთარი სიშიშვლე და ცდილობთ მის დაფარვას რაღაცით–დაგტანჯავთ წინააღმდეგობა წესიერების თაობაზე და საკუთარ შეხედულებასა და აკრძალულის სურვილს შორის. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აღაფრთოვანა საკუთარი სხეულის სიშიშვლემ, რეალურ ცხოვრებაში იგი მამაკაცთა პატივისცემას დაიმსახურებს, თუმცა არა ხანგრძლივად; და მაინც, მისი მომხიბვლელობა წარმატების საწინდარია.

    თუ მას ესიზმრება, რომ მისი აგებულება არ არის მომხიბვლელი, რეპუტაცია შეელახება სკანდალური შემთხვევით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შიშველი ბანაობს სუფთა წყალში, ელის საიდუმლო სიყვარული, რისთვისაც დაისჯება ავადმყოფობით ან დაკარგავს მომხიბვლელობას. თუ ესიზმრება სუფთა წყალში მობანავე შიშველი მამაკაცები–მას ბევრი თაყვანისმცემლები ეყოლება: თუ წყალი მღვრიეა, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მასზე ცუდ ჭორებს გაავრცელებს.
  • სიცილი – თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ.
  • სიხარული – სიზმარში სიხარულის გრძნობა დიდ სიყვარულსა და მეგობრების მხარდაჭერას ნიშნავს.
  • სკოლა – თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ.

    თუ სკოლის მასწავლებელი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს წყნარი ცხოვრებისადმი თქვენს სიყვარულზე. იგი ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი სიყვარულს ნიშნავს. თუ მოსწავლეებს ხედავთ ეზოში, ნელი, მარამ მტკიცე სამსახურებრივი წინსვლა გელოდებათ.
  • სოფელი – სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია.
  • სპექტაკლი, წარმოდგენა – თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს.
  • სული – თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს.

    სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა, იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.
  • სუნთქვა – ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ.

    თუ სიზმარში ღრმად ჩაისუნთქავთ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება, სინამდვილეშიც გელით მოულოდნელი მწუხარება, რომელსაც შეამსუბუქებს გამაწონასწორებელი მდგომარეობა. სიზმარში ვიღაცის ოხვრის მოსმენა ცუდი წინასწარმეტყველებაა: თქვენი საყვარელი მეგობრის შეცდომა მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს გულს.
  • სურათი, ნახატი – თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად.

    სურათის ყიდვა–უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას.

    თუ სიზმარში გარს გარტყიათ ძველი და თანამედროვე ოსტატთა გრავიურები, თქვენ შეპყრობილი ხართ უდიდესი მიღწევების ძლიერი სურვილით, რომელთან შედარებითაც თქვენი წარმატებები არარაობად გეჩვენებათ.
  • სუფრა, მაგიდა – სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ.

    თუ სიზმარში მაგიდა უცაბედად მოძრაობას იწყებს, თქვენ სერიოზული სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. გატეხილი მაგიდა უარესობისაკენ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სუფრაზე კაკუნი გესმით, ცხადში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ გული ხომ არ გაგიცივდათ; თუ ეს ასეა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი მათდამი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ.

    საწერი მაგიდა გაფრთხილებთ, რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს.