ტერფების მასაჟი აუმჯობესებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს და აწესრიგებს ორგანიზმის სისტემებს.

თითოეული ორგანო ფეხის გარკვეულ რეფლექსურ წერტილთან 300 ნერვითაა დაკავშირებული. თითოეულ ტერფზე დაახლოებით 72 000 ნერვული დაბოლოებაა, და ყველა მათგანი დაკავშირებულია ხერხემალთან, ტვინთან, ჯირკვლებთან, ყველა ორგანოსა და სხეულის ნაწილებთან. ტერფების მასაჟი ხსნის ბლოკებს და დაჭიმვებს, რაც ორგანიზმს თავის ბუნებრივ რეჟიმში ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ტერფების მასაჟი აუმჯობესებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს და, რაც ყველაზე მთავარია, აწესრიგებს ორგანოსა და ორგანიზმის სისტემებს.
ტერფი თანაფარდობაშია ხერხემალთან. ტკივილები ზურგში, მუშაობით დაღლილობა, მთელი დღე ფეხზე გატარება ან პირიქით – ასეთ დაქანცულობას სწორედ ამ ზონის სტიმულაცია მოგიხსნით, რასაც მასაჟით მიაღწევთ.

ფეხის თითების მასაჟი კარგად მოქმედებს თვალებზე, ყურებზე, კბილებსა და ღრძილებზე, ნესტოებზე. ხალხური მედიცინის რეცეპტებით დღემდე გვირჩევენ, რომ გაციებისა და ანგინის დროს კარგია ტერფების სპირტიანი გამახურებელი დაზელა, თითოეულ თითზე განსაკუთრებული ყურადღებით. და გაციებაც გაივლის, ისუნთქეთ თავისუფლად, ყელიც ნაკლებად გეტკინებათ.

ფეხისგულებზე კი მთელი მედიცინაა მოთავსებული – აქ ის წერტილებია, რომლებიც შინაგან ორგანოებს, საეთო თვითშეგრძნებას და ადამიანის განწყობილებასაც კი შეესაბამებიან. ამ წერტილებზე აქტიური ზემოქმედება აუჯობესებს თვითშეგრძნებასა და ხსნის სხვადასხვა ტკივილს.

კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვითშეგრძნებისთვის, საკმარისია თუნდაც კვირაში ერთხელ მასაჟის გაკეთება. სასურველია, არ დაგავიწყდეთ ყოველდღე, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მოკლე თვითმასაჟის გაკეთება, რომელიც ძირითადად ტერფების და წვივების დაზელვას გულისხმობს.

მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ორივე ტერფის სრული მასაჟი. სასურველია ყოველ საღამოს მისი ჩატარება.
მასაჟის ჩატარების წინ რამდენიმე წუთს ფეხშიშველმა იარეთ, ჩაიტარეთ ტერფების მოთელვა: აიწიეთ თითის წვერებზე, ატყაპუნეთ, მორიგეობით დადექით ცალ -ცალკე ფეხზე. მასაჟის დროს მიღებული სასიამოვნო შეგრძნება დიდხანს არ გადის. განსაკუთრებით თუ მას ახლობელი ადამიანი გიკეთებთ. ტერფების მასაჟი ასეთ დროს რომანტიულადაც კი განგაწყობთ.
მასაჟის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ – ადვილია! კარგად დაუმუშავეთ ტერფების თითოეული სანტიმენტრი. ამასთანავე, ტერფების უამრავი მასაჟორი არსებობს და შეგიძლიათ შეიძინოთ. შედეგი კი არ დააყოვნებს. რეგულარული მასაჟებით საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ თვითშეგრძნება და ყოველთვის მაღალი განწყობილება გექნებათ.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.